პაველ ჩეხოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაველ ჩეხოვი
Pavel Chekov, 2268.jpg
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი 2245[1]
წოდება ენსინი, ლეიტენანტი, კომანდერი
თანამდებობა ნავიგატორი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ფილმი
ვარსკვლავური გზა II: ხანის რისხვა
ვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიება
ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ
ვარსკვლავური გზა V: უკანასკნელი ზღვარი
ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა (2009)

ვარსკვლავური გზა: ბნელში
პირადი ნომერი 656-5827B
მსახიობი

უოლტერ კენიგი

ანტონ ელჩინი
imdb IMDb პროფილი

პაველ ჩეხოვი (რუს. Павел Чехов) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი. ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალის და სრულმეტრაჟიანი ფილმების ერთ ერთი მთავარი გმირი.

ვარსკვლავური გზის შემქმნელმა ჯინ როდენბერიმ ჩართო სერიალში რუსული წარმოშობის პერსონაჟი გამომდინარე საკუთარი წარმოდგენებიდან იდეალური მომავლი შესახებ. NBC არხის პრეს-რელიზში ნათქვამი იყო რომ ეს გაკეთდა გაზეთ პრავდას სტატიის საპასუხოდ, თუმცა სავარაუდოდ ეს განცხადება გაკეთდა რეკლამის მიზმით (თუმცა როდენბერიმ ნამდვილად მისწერა პრავდას რედაქტორს და შეატყობინა ახალი პერსონაჟის შესახებ).

ჩეხოვი არ მონაწილეობს ანიმაციურ სერიალში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პაველ ჩეხოვი დაიბადა 2241წლის 19 სექტემბერს რუსეთში[2]. 2267 წელს დაამთავრა ვარსკვლავური ფლოტის აკადემია. 2263 წლიდან მსახურობდა ხომალდზე USS ენტერპრაიზი.

2277 წელს ჩეხოვი გადავიდა ხომალდზე რელაიენტი, 2285 წელს მონაწილეობდა პროექტში „გენეზისი“. 2286 წელს დაბრუნდა ენტერპრაისზე.


ალტერნატიული რეალობა[რედაქტირება]

ანტონ ელჩინი პაველ ჩეხოვის როლში

2099 წლის ფილმში ვარსკვლავური გზა პაველ ჩეხოვის როლს ასრულებს ანტონ ელჩინი. იგი წარმოჩენილია როგორც 17 წლის ვუნდერკინდი, რომლის მათემატიკური უნარები არაერთხელ იხსნიან ენტერპრაიზს. მისი აქცენტი კი ქმნის კომიკურ სიტუაციებს. მაგალითად იგი იძულებილია ნელა წარნოთქვას ბრძანებები კომპიოუტერისთვის, რადგან კომპიუტერი ვერ არჩევს მის გამოთქმას.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

უილიამ კენიგმა შეარულა ჩეხოვის როლი შემდეგ თაობაში. ასევე ფილმში „ვარსკვლავური გზა: ღმერთები და ადამიანები“ (ინგლ. Star Trek: Of Gods and Men), რომელიც გამოვიდა ეკრანებზე 2007 წლის 22 დეკემბერს.

უილიამ შატნერმა თავის რომანებში „ოდისეა“ და „სარკისებური სამყაროს ტრილოგია“ ახსენებს რომ ჩეხოვი სათავეში ჩაუდგა ვარსკვლავურ ფლოტს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://memory-beta.wikia.com/wiki/Pavel_Chekov
  2. Mandel, Geoffrey (1980). USS Enterprise Officer's Manual. 201W 18th St. Apt 20A, New York, NY. 10011: Interstellar Associates, გვ. 17, გვ. 147.