აიდა (ოპერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აიდაჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიანი ოპერა

შექმნის ისტორია[რედაქტირება]

1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით ეგვიფტის მთავრობამ კაიროში საოპერო თეატრი ააგო და ჯუზეპე ვერდის საზეიმო ოდის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორმა უარი განაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ შეკვეთით ნაწარმოების შექმნას შეჩვეული არ არის. 1870 წელს მარტში საბოლოოდ ვერდი მაინც დაეთანხმა ეგვიპტის მთავრობას და ეგვიპტურ სიუჟეტებზე ოპერის შექმნას დაპირდა. კომპოზიტორის ახლო მეგობარმა - კამილ დიუ ლოკმა (მათ იმ პერიოდისთვის მუშაობა ოპერაზე "დონ კარლოსი" დამთავრებული ჰქონდათ) ვერდის გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის - აუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი სცენარი. ვერდიმ და მისმა მეუღლემ ტექსტი ცალკეულ სცენებად, ნომრებად და რეჩეტატივებად დაყვეს, რის შემდეგაც ანტონიო გისლანცონიმ ლიბრეტო შექმნა. ვერდის და გისლანცოს მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ლიბრეტოს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, თუმცა კომპოზიტორმა, მისთვის ჩვეული იუმორით, საკუთარი ჩანაფიქრის ორბიტაში მოაქცია გისლანცონი. ოპერის მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს შედგა კაიროს ოპერის თეატრში (მონაწილეობდნენ: ანტონიეტა პოზონი - აიდა. პიეტრო მონჯინი - რადამესი. ელეონორა გროსი - ამნერისი. ფრანჩესკო შტელერი - ამონასრო. პაოლო მედინი - რამფისი. ტომასო კოსტა - მეფე. დირიჟორი - ჯოვანი ბოტესინი). აიდას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის პრემიერას არ დასწრებია. ეგვიპდის მთავრობამ ვერდის ოტომანის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა. 1871 წელს სექტემბერში კომპოზიტორმა გადაწყვიტა "აიდას" დადგმა. "ლა სკალა"-ში. სანტ-აგატაში ვერდი მთავარი პარტიების შემსრულებელს ამეცადინებდა. კომპოზიტორი მალე დარწმუნდა, რომ თეატრის ორკესტრი და გუნდი სრულყოფილად იყო მომზადებული. ევროპული პრემიერით კომპოზიტორი იმდენად იყო დაინტერესებული, რომ თავად აირჩია დიზაინერი. საოპერო პრელუდიის მაგივრად ვერდიმ შექმნა უვერტურა პოპურის სტილში, თუმცა საბოლოოდ უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგან საკუთარი მუსიკა უღიმღამო და მოსაწყენი მოეჩვენა. ძალზე დიდი იყო მოლოდინიც და ბილეთების ფასებიც მილანში, ოპერის პრემიერის დღეს. 1872 წლის თებერვალს აიდას მსმენელი ენთუზიაზმით შეხვდა, თუმცა კრიტიკის შეფასება არაერთგვაროვანი იყო. ევროპული პრემიერიდან ორი წლის შემდეგ - 1872 წლის აპრილსა და მაისში ოპერა წარმოდგენილი იყო პარმაში. მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში "აიდა" დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში 1873 წელს. ჩიკაგოსა და ბოსტონში 1874 წელს. ვერდის უკვდავი ოპერის შესრულების საზეიმოდ გაიხსნა ვერონის ყოველწლიური საოპერო მუსიკის ფესტივალი 1913 წელს.


შინაარსი[რედაქტირება]

მოქმედების ადგილი - მემფისი და თებე (ეგვიპტე) დრო - ფარაონების მმართველობის ეპოქა

პირველი მოქმედება

მემფისში, ფარაონის სასახლეში, მივიდა ცნობა ქვეყანაში ეთიოპიელების შემოჭრის შესახებ. სამეფო დაცვის უფროსი რადამესი სამხედრო დიდებაზე ოცნებობს. გამარჯვების საფასურად იგი თავისი სატრფოს, ფარაონის მიერ დატყვევებული აიდას განთავისუფლებას ითხოვს. ამნერისი, რომელიც გულის სიღრმეში რადამესს ეტრფის, დადარდიანებულია, რადგან კარგად ხვდება, რომ რადამესს აიდა უყვარს. აიდას სიმორცხვე უფრო აძლიერებს ეჭვებს. ფარაონი საზეიმოდ გამოაცხადებს ღმერთის ნებას - ეგვიპტის ჯარს სწორედ რადამესი გაუძღვება. აიდას სულიერი მდგომარეობა საკმაოდ მღელვარეა. მასში ერთმანეთს ებრძვის ორი გრძნობა - სიყვარული რადამესისადმი და შიში საკუთარი მამის, ეთიოპიელთა წინამძღოლის ამნორასოს ბედისადმი. სასოწარკვეთილი აიდა ღმერთებს სიკვდილს ევედრება. რადამესს ტაძარში აკურთხებენ ჯარის წინამძღოლად. ქურუმები ღმერთებს ეგვიპტის გამარჯვებას შესთხოვენ. მთავარი ქურუმი რადამესს წმინდა მახვილს გადასცემს.

მეორე მოქმედება

ამნერისი მოელის რადამესის დაბრუნებას, რომელმაც ბრძოლაში ეთიოპიელები დაამარცხა. აიდას დანახვისთანავე მისი ეჭვი ახალი ძალით იფეთქებს. ამნერისს სურს სიმართლე ათქმევინოს დატყვევებულ აიდას და ამ მიზნით ეუბნება, რომ ბრძლოაში რადამესი დაიღუპა. აიდა ვერ მალავს სასოწარკვეთას. ამნერისი განრისხდება და აიდას სასტიკი სასჯელით დაემუქრება. მოედნიდან მოისმის ტრიუმფალური მარშის ხმა - ხალხი ეგებება გამარჯვებულ ჯარს. აიდა კვლავ ლოცულობს და შესთხოვს ღმერთებს, რათა მალე ეწვიოს სიკვდილი. თებეს მოედანზე იმართება საზეიმო შეხვედრა ეგვიპტის გამარჯვებულ ჯართან. ფარაონის წინაშე ჩაივლიან დატყვევებული ეთიოპიელები . მათ შორისაა ამონასრო. აიდა მამისკენ გაიქცევა. ამნორასო უმალ აფრთხილებს მას, არ გათქვას მისი ვინაობა. ამნორასო თავს ეთიოპიის ჯარის მეთაურად ასაღებს და ატყუებს ყველას, რომ ეთიოპიის მეფე ბრძოლის ველზე დაეცა. დატყვევებულები პატიებას ითხოვენ. მათ მუდარას ხალხიც უერთდება, მაგრამ ქურუმები დაბეჯითებით ითხოვენ მათ დასჯას. უმაღლესი ქურუმის რჩევით ფარაონი აიდას და ამონასროს მძევლად იტოვებს და რადამესს თავისი ქალიშვილის ხელს სთავაზობს, გამარჯვებული ამნერისი აიდას უბედურებით ტკბება.

მესამე მოქმედება

ნილოსის ნაპირას, იზიდას ტაძარში ამნერისი რადამესთან დაქორწინების მოლოდინშია. აიდაც ელოდება რადამესს, რათა საბოლოოდ გამოეთხოვოს მას. დასევდიანებული აიდა იხსენებს სამშობლოს, რომლის ნახვა აღარ უწერია. უეცრად გამოჩნდება ამონრასო. მან გაიგო, რომ აიდა შეყვარებულია რადამესზე და თხოვს დააცდენინოს, თუ რომელი გზით აპირებს რადამესი ჯარების წაყვანას ეთიოპიელთა წინააღმდეგ. აიდა მამის თხოვნას უარით პასუხობს. ამონასრო წყევლის ქალიშვილს, რომელმაც, მისი აზრით, სამშობლოს უღალატა. საბოლოოდ აიდა თანხმდება მამას. ამონასრო რადამესის გამოჩენისთანავე იმალება. რადამესი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ აიდა არ იზიარებს მის აღტკინებას, რადგან სწამს, რომ ამნერისი მათ დაღუპავს, ამიტომ, მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი ეთიოპიაში გაქცევაა. რადამესი ორჭოფობს, თუმცა, ბოლოს დაჰყვება აიდას ნებას. აიდა მამის თხოვნას ასრულებს და რადამესს სამხედრო საიდუმლოს ათქმევინებს. ამონასრო ზეიმობს - ამჯერად ეთიოპიელებს გამარჯვება განაღდებული აქვთ. რადამესი თავზარდაცემულია. იგი უნებლიეთ სამშობლოს მოღალატე აღმოჩნდა. ამონასრო და აიდა მას ამშვიდებენ და არწმუნებენ, რომ თავის გადასარჩენათ გაქცევაა აუცილებელი. რადამესი დაინახავს ტაძრიდან გამოსულ რამფისს და თავისი ნებით ჩაბარდება უმაღლეს ქურუმს. აიდა და ამონასრო გაქცევით შველიან თავს.

მეოთხე მოქმედება

რადამესი უნდა წარსდგეს სამსჯავროს წინაშე. ამნერისი მას მონანიებას სთხოვს და თუკი აიდაზე იტყვის უარს, თავის სიყვარულსა და თვით ეგვიპტის გვირგვინს ჰპირდება. რადამესის ნება შეუვალია. აიდასადმი სიყვარულის გამო მან დიდი მსხვერპლი გაიღო. ფარაონის ქალიშვილი გაორებულია, იგი ხან რადამესს ემუქრება სასტიკი ანგარიშსწორებით, ხან კი ღმერთებს შესთხოვს მის გადარჩენას. რამფისის განაჩენი საბოლოოა - მოღალატე ცოცხლად უნდა დაიმარხოს. სასოწარკვეთილი ამნერისი ქურუმთა არაჰუმანურობას წყევლის. რადამესი დატყვევებულია. სიკვდილის წინ იგი სატრფოზე ოცნებობს. უეცრად მოისმის კვნესის ხმა, - რადამესთან მოვიდა აიდა, რომელმაც გადაწყვიტა, სატრფოსთან ერთად დაიღუპოს. აიდა სიხარულით ელოდება სიკვდილს, რადგან იცის, რომ ამიერიდან მიხნურს ვერაფერი დააშორებს. მოისმის ქურუმების სიმღერა. ქვესკნელში დატყვევებული რადამესი ღმერთებს სულიერ სიმშვიდეს შესთხოვს.

მარი რაპოლდი ასრულებს არიას ოპერა "აიდა"-დან "ო პატრია მია"

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]