ოსვალდ შპენგლერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსვალდ შპენგლერი

ოსვალდ არნოლდ გოტფრიდ შპენგლერი (გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler; დ. 29 მაისი, 1880, ბლანკენბურგი — გ. 8 მაისი, 1936, მიუნხენი) — გერმანელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. ავტორი გახმაურებული ნაშრომისა ევროპის დაისი (Der Untergang des Abendlandes), რომელიც მან 1918-1923 წლებში გამოაქვეყნა.

სწავლობდა მიუნხენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1904 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მუშაობდა მასწავლებლად ჰამბურგში.

ოსვალდ შპენგლერის ნააზრევის პოპულარიზაციას კონსტანტინე გამსახურდია ეწეოდა XX საუკუნის პირველი ნახევარში ქართულ პრესის ფურცლებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შპენგლერი, ოსვალდ. „ევროპის დაისი,“ თბ., „მანდარიას სტამბა“, 2005
  • „პოლიტიკის ფილოსოფია“, (ედ. კოდუასა და დ. გეგეშიძის რედაქციით), თბ., „კეგელი“, 1995
  • კულტუროლოგია, (გურამ ლორთქიფანიძის რედაქციით), თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001