ომი დამოუკიდებლობისათვის მექსიკაში
| ომი დამოუკიდებლობისათვის მექსიკაში | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი | |||||||
მექსიკის გერბი |
|||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| მეთაურები | |||||||
| მიგელ იდალგო ხოსე მორელოსი ფრანსისკო ხავიერ მინა ვისენტე გერერო აგუსტინ იტურბიდე |
ფრანსისკო ხავიერ ვენეგასი ხუან რუის დე აპოდაკა ფელიქს მარია კოლეხა დელ-რეი |
||||||
| ძალები | |||||||
| 80 000 | 14 000 | ||||||
| დანაკარგები | |||||||
| 15 000 დაღუპული, 450 000 დაჭრილი (მათ შორის სამოქალაქო პირები) | 8 000 დაღუპული | ||||||
ომი დამოუკიდებლობისათვის მექსიკაში (ესპ. Independencia de México) – შეიარაღებული კონფლიქტი მექსიკელ ხალხსა და ესპანელ დამპყრობლებს შორის.
სექციების სია |
[რედაქტირება] ომის დაწყება
აჯანყება დაიწყო 1810 წლის 16 სექტემბერს მექსიკის პატარა სოფელ დოლორესში. მისი მეთაური იყო მღვდელი მიგელ იდალგო. დასაწყისში აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ 1811 წელს მათი არმია ესპანელებმა გაანადგურეს. მიგელ იდალგო დააპატიმრეს და 30 ივლისს დახვრიტეს. 16 სექტემბერი მექსიკაში დამოუკიდებლობის დღეა, ხოლო მიგელ იდალგო ეროვნული გმირია.
[რედაქტირება] ხოსე მორელოსი
იდალგოს გარდაცვალების შემდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ხოსე მორელოსი. მისი ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი ოახაკა და აკაპულკო. 1813 წელს მისი ინიციატივით შეიკრიბა ჩილპანსინგის კონგრესი და ხელი მოაწერეს პირველ ოფიციალურ დოკუმენტს დამოუკიდებლობის შესახებ. 1815 წელს მორელოსი ტყვედ ჩავარდა და იმავე წლის 22 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს.
[რედაქტირება] დამოუკიდებლობა
1815–1821 წწ. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები გადავიდნენ პარტიზანულ ომზე. 1821 წლის 27 სექტემბერს მეხიკოში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მექსიკამ მიიღო დამოუკიდებლობა. 1822 წლის 18 მაისს კი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი აგუსტინე იტურბიდე გამოაცხადეს მექსიკის იმპერატორად.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||||||||||||||||||||||||