ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის
ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი

მექსიკის გერბი
თარიღი 16 სექტემბერი 181027 სექტემბერი 1821
მდებარეობა მექსიკა
შედეგი მექსიკის დამოუკიდებლობა
მხარეები
მექსიკა ესპანეთი
მეთაურები
მიგელ იდალგო
ხოსე მორელოსი
ფრანსისკო ხავიერ მინა
ვისენტე გერერო
აგუსტინ იტურბიდე
ფრანსისკო ხავიერ ვენეგასი
ხუან რუის დე აპოდაკა
ფელიქს მარია კოლეხა დელ-რეი
ძალები
80 000 14 000
დანაკარგები
15 000 დაღუპული, 450 000 დაჭრილი (მათ შორის სამოქალაქო პირები) 8 000 დაღუპული
ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ვიკისაწყობში

ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის (ესპ. Independencia de México) – შეიარაღებული კონფლიქტი მექსიკელ ხალხსა და ესპანელ დამპყრობლებს შორის.

ომის დაწყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყება დაიწყო 1810 წლის 16 სექტემბერს მექსიკის პატარა სოფელ დოლორესში. მისი მეთაური იყო მღვდელი მიგელ იდალგო. დასაწყისში აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ 1811 წელს მათი არმია ესპანელებმა გაანადგურეს. მიგელ იდალგო დააპატიმრეს და 30 ივლისს დახვრიტეს. 16 სექტემბერი მექსიკაში დამოუკიდებლობის დღეა, ხოლო მიგელ იდალგო ეროვნული გმირია.

ხოსე მორელოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდალგოს გარდაცვალების შემდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ხოსე მორელოსი. მისი ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი ოახაკა და აკაპულკო. 1813 წელს მისი ინიციატივით შეიკრიბა ჩილპანსინგის კონგრესი და ხელი მოაწერეს პირველ ოფიციალურ დოკუმენტს დამოუკიდებლობის შესახებ. 1815 წელს მორელოსი ტყვედ ჩავარდა და იმავე წლის 22 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკის იმპერიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, 1821 წ.

1815–1821 წწ. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები გადავიდნენ პარტიზანულ ომზე. 1821 წლის 27 სექტემბერს მეხიკოში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მექსიკამ მიიღო დამოუკიდებლობა. 1822 წლის 18 მაისს კი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი აგუსტინე იტურბიდე გამოაცხადეს მექსიკის იმპერატორად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]