ჯიბრილ სისე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიბრილ სისე
Djibril Cissé
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯიბრილ სისე
დაბადების
თარიღი
12 აგვისტო, 1981 (1981-08-12) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
არლი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიმაღლე 183 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სეინტ პიეროისი
ახალგაზრდული კარიერა
1989–1996 არლ-ავინიონი
1996 ნიმი
1996–1998 ოსერი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2004 ოსერი 127 (69)
2004–2007 ლივერპული 49 (13)
2006–2007ოლიმპიკი მარსელი
(იჯარით)
21 (8)
2007–2009 ოლიმპიკი მარსელი 37 (16)
2008–2009სანდერლენდი (იჯარით) 35 (10)
2009–2011 პანათინაიკოსი 61 (47)
2011–2012 ლაციო 18 (1)
2012–2013 კუინზ პარკ რეინჯერსი 26 (9)
2013ალ-ღარაფა (იჯარით) 9 (1)
2013-2014 ყუბანი 15 (4)
2014-2015 ბასტია 21 (2)
2015- სეინტ პიეროისი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
1998–2002 საფრანგეთი 21 წლ. 4 (6)
2002– საფრანგეთი 41 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯიბრილ სისე (ფრანგ. Djibril Cissé; დ. 12 აგვისტო, 1981) — ფრანგი ფეხბურთელი, საფრანგეთის კლუბ „სეინტ პიეროისის“ თავდამსხმელი. ის ცნობილია თავისი სისწრაფით და აჩქარებით. 2005 წლიდან ატარებს ფროდსჰემის მამულის ბატონის ტიტულს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისემ კარიერა დაიწყო „არლიში“ 1989 წელს, რვა წლის ასაკში. კლუბში შვიდი წლის თამაშის შემდეგ გადავიდა „ნიმის ოლიმპიკში“, სადაც დაჰყო ექვსი თვე. შემდეგ გადავიდა „ოსერის“ ახალგაზრდულ გუნდში. სისემ ოსერის ახალგაზრდულ გუნდში გაატარა ორი წელი, შემდეგ კი გადაიყვანეს პირველ გუნდში, 1998 წელს. მას ერთხელ ჰქონდა „ლივერპულში“ გადასვლის წარუმატებელი მცდელობა, საბოლოოდ მერსისაიდულ კლუბში გადავიდა 2004 წელს. „ოსერში“ სისემ ექვსი სეზონი გაატარა და 166 მატჩში გაიტანა 90 გოლი. ენფილდზე გატარებული დროის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 79 შეხვედრაში და გაიტანა 24 გოლი. „ლივერპულიდან“ ის იჯარით გადავიდა „მარსელის ოლიმპიკში“, სადაც კლუბის მაისურით გამართულ 25 შეხვედრაში გამოირჩა 15 გოლით, რის შემდეგაც კლუბს და ფეხბურთელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. სისე პრემიერ ლიგაში დაბრუნდა 2008 წელს „სანდერლენდში“ იჯარით, სადაც 39 შეხვედრაში გაიტანა 11 გოლი. 2009 წლის ივნისში ბერძნულ „პანათინაიკოსთან“ გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი. 2011 წლის ზაფხულში ის გადაბარგდა იტალიის სერია A-ს კლუბ „ლაციოში“. 2012 წლის 29 იანვარს სისემ „კუინზ პარკ რეინჯერსთან“ გააფორმა კონტრაქტი £4 მილიონის სანაცვლოდ. მან თავის სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი „ასტონ ვილასთან“ ფრედ, 2-2 დასრულებულ მატჩში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისე დაიბადა მუსლიმი კოტ-დ’ივუარელების ოჯახში, საფრანგეთში, მაგრამ შემდეგ გაქრისტიანდა. მისი მამა მანგე სისე იყო პროფესიონალი ფეხბურთელი და კაპიტნობდა მისი ქვეყნის ნაკრებს, სანამ მისი მშობლები გადავიდოდნენ საფრანგეთში 1974 წელს. ჯიბრილი იყო მეშვიდე და ყველაზე უმცროსი შვილი მის ოჯახში, ნმას, დამაიეს, აბუს, სენის და ჰამედის შემდეგ.[1] „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ სისემ შეიძინა სახლი სოფელ ფროდჰემში, ჩეშირში და გახდა ფროდჰემის მამულის ბატონი.[2] სახლის ყიდვიდან მცირე ხანში მან გადაწყვიტა ჩეშირის ტყეში ნადირობის აკრძალვა თავის მიწაზე, რასაც მოჰყვა გამოხმაურება პრესაში.[3] 2005 წლის 18 ივნისს ჯიბრილი დაქორწინდა ჯუდ ლითლერზე (დ. 1975), კოლეჯის ლექტორზე ანგლესიდან. ქორწილი შედგა ბოდილვაიდენის ციხესიმაგრეში, სადაც გამოჩენილი სტუმრებიდან იყვნენ შონ რაიტ-ფილიფსი, და თანაგუნდელები ეროვნული ნაკრებიდან — ლუის საჰა და სილვიან ვილტორი.[4] სისე ქორწილში შემოსილი იყო ლივერპულის წითელი ფერის სმოკინგით.[4]

ჯიბრილს და მის მეუღლეს ჰყავთ სამი შვილი: კასიუს კლეი (დაიბადა 2006 წლის 6 მარტს), პრინს კობი (დაიბადა 2008 წლის 26 ივლისს) და მარლი ჯექსონი (დაიბადა 2010 წლის 20 თებერვალს).[5] ჯიბრილს ასევე ჰყავს ქალიშვილი ილონა (დ. 2001) წინა ურთიერთობიდან, ასე ჯუდს ჰყავს ვაჟი ლიამი (დ. 1994) ასევე წინა ურთიერთობიდან.[6]

2005 წელს სისემ მიიღო პირობითი სასჯელი 15 წლის ბიჭისთვის დარტყმისთვის ლონდონში.[7] 2006 წელს მან მიიღო მეორე პირობითი სასჯელი მას შემდეგ, რაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ფეხმძიმე მეუღლეს.[8] 2009 წლის 1 აპრილს ის დააკავა პოლიციამ კლუბის მოცეკვავე ქალზე თავდასხმის გამო ნიუკასლში. მცირე ხნის შემდეგ ის გირაოს გადახდის საფასურად გაათავისუფლეს.[9]

სისემ მონაწილეობა მიიღო ფრანგულ კომედიურ ფილმში ტაქსი 4, სადაც ითამაშა ავტომობილის მაღალი სიჩქარით ტარების სცენაში.[10]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ნიმის ოლიმპიკში“ კარიერის დაწყების შემდეგ,[11] გადავიდა „ოსერში“ 15 წლის ასაკში.[12] ახალგაზრდულ კლუბში თამაშის შემდეგ, 1999 წელს სისემ მოიგო „გამბარდელას თასი“, რომელიც არის ინგლისის ახალგაზრდული თასის ექვივალენტური. სამხრეთფრანგულ კლუბში გატარებულ პირველ ორ სეზონში მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. 2000-01 წლების სეზონში, რომელშიც ის რეგულარულად თამაშობდა კლუბის შემადგენლობაში, გაიტანა 8 გოლი 25 შეხვედრაში. სისემ პირველი ტიტული პროფესიონალურ კარიერაში, რომელიც მოიგო „ოსერთან“ ერთად, იყო საფრანგეთის თასი 2003 წლის მაისში.[13] საფრანგეთის თასის მოგების შედეგად „ოსერმა“ მოიპოვა საფრანგეთის სუპერთასზე თამაშის უფლება, სადაც დამარცხდნენ „ლიონის ოლიმპიკთან“ 2003 წლის 26 ივლისს, ანგარიშით 2-1.[14] სისე იყო ლიგა 1-ს საუკეთესო ბომბარდირი 2001–02 და 2003–04 წლების სეზონებში,[13] იმ ხანებში მან გაიტანა 70 გოლი ჩემპიონატის 128 შეხვედრაში,[15] სანამ „ლივერპულთან“ გააფორმებდა ხელშეკრულებას, რომლის სატრანსფერო ფასიც იყო £14 მილიონი.[16] „ლივერპული“ ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ფეხბურთელის გადაყვანას თავის რიგებში[17] და არ იყო საიდუმლო ის, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელი ჟერარდ ულიე აღფრთოვანებული იყო სისეს საფეხბურთო კლასით.[18]

ლივერპული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლივერპულში“ სისემ გაიტანა 5 გოლი პირველ გუნდში 24 მატჩში ყველა გათამაშებაში 2004-05 წლების სეზონში.[13] მას „ლივერპულის“ მაისურით მხოლოდ 19 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, როდესაც მიიღო მძიმე ტრავმა „ბლექბერნ როვერსთან“ მატჩში 2004 წლის 30 ოქტომბერს. როდესაც სისე და „ბლექბერნის“ ფეხბურთელი ჯეი მაკეველი იბრძოდნენ ბურთისთვის, სისეს ბუცი დაიჭირა გაზონმა და ფეხი დაიზიანა. ამის შედეგად, მან მოიტეხა წვივის ძვალი და ექიმმა დერილ მარტინმა განაცხადა: „ექვსი, ან ცხრა თვე დასჭირდება გამოჯანმრთელებას, ყველაზე უარეს შემთხვევაში 18 თვე...“[19] სისემ შემდეგ განაცხადა, რომ რომ არა დროული ყურადღება მწვრთნელებისგან სტადიონზე, ის ალბათ დაკარგავდა ფეხს მუხლს ქვემოთ.[20] გაირკვა, რომ მას მოუწევდა დასვენება 2004-05 წლების სეზონში.[21] l[22]

თუმცა, სისე მოულოდნელად დაბრუნდა მოედანზე, როდესაც 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ 2005 წლის 13 აპრილს.[23] მან გაიტანა ორი გოლი პრემიერ ლიგის სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ 2-1 მოგებულ მატჩში.[24] მან გაიტანა პენალტი 2005 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში „მილანთან“, პენალტების სერიაში.[25] 2005-06 წლების სეზონში „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა მთელ რიგ შეხვედრებში ათამაშა სისე მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე.[17] მიუხედავად იმისა, რომ ის კარგად ასპარეზობდა ამ პოზიციაზე, საეჭვო იყო, სურდა თუ არა თამაშის გაგრძელება მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე, ვიდრე თავდასხმაში.[11] მან გაიტანა ორი გოლი 2005 წლის უეფა-ს სუპერთასზე. სისემ ასევე გაიტანა გოლი 2006 წლის ინგლისის თასის ფინალში „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მეკარის, შაკა ჰისლოპის კარში. „ლივერპულმა“ 3-1 მოიგო იმ შეხვედრაში პენალტების სერიაში. 2005-06 წლების სეზონში მან გაიტანა 19 გოლი ყველა გათამაშებაში.

მარსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისე თამაშობს მარსელში

2005 წლის ზაფხულიდან მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სისე მიდიოდა „ენფილდიდან“.[26] მითქმა-მოთქმები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სეზონის სტარტზე ნაკლებად გამოდიოდა მოედანზე. 2006 წლის 2 ივლისს, სისემ განუცხადა სკაი სპორტს, რომ რაფა ბენიტესი აიძულებდა მას კლუბიდან წასვლას.[27] 2006 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ შეთანხმდა სისეს ტრანსფერი „მარსელის ოლიმპიკში“.[28] იმავე დღეს სისემ მოიტეხა ფეხი ჟენგ ჟისთან ორთაბრძოლისას, როდესაც საფრანგეთის ნაკრები თამაშობდა ბოლო საკონტროლო მატჩს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩინეთის ნაკრებთან, 7 ივნისს. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდობდნენ სისეს გამოჯანმრთელებას მოკლე ხანში,[22] მისი ტრანსფერი გადაიდო იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე.[29] თუმცა, ორი კლუბი შეთანხმდა იჯარაზე 2006 წლის ივლისში.[30]

სისემ ვარჯიში დაიწყო 2006 წლის 20 ოქტომბერს[31] და პირველი გოლი „მარსელის ოლიმპიკის“ შემადგენლობაში გაიტანა 2006 წლის 22 დეკემბერს, როდესაც დაამარცხეს „სენტ-ეტიენი“, ანგარიშით 2-1.[32] აპრილამდე 14 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, რის გამოც ის გახდა კრიტიკის ობიექტი.[33] მიუხედავად არასახარბიელო სტარტისა, სისემ გაიტანა 4 გოლი ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩში, ჩემპიონატის განმავლობაში 21 მატჩში გაიტანა 8 გოლი,[13] დაეხმარა კლუბს მეორე ადგილის დაკავებაში ლიგა 1-ში, რითიც „მარსელმა“ გაინაღდა ადგილი 2007-08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე.[34] 2007 წლის 12 მაისს მან გაიტანა ორი გოლი საფრანგეთის თასის ფინალში „სოშოსთან“, თუმცა „მარსელმა“ წააგო მატჩი პენალტების სერიაში, ანგარიშით 5-4, ძირითადი დროის ფრედ, 2-2 დასრულების შემდეგ.[35]

2007 წლის 7 ივლისს „მარსელის“ პრეზიდენტმა პაპე დიუფმა განაცხადა, რომ კლუბმა „ლივერპულისგან“ გამოისყიდა სისეს სატრანსფერო უფლებები, €8 მილიონის სანაცვლოდ.[36] მოგვიანებით, სისეს ჰქონდა მოწვევა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიდან, მათ შორის „ბლექბერნ როვერსიდან“, „უიგან ატლეტიკიდან“, „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან“, „პორტსმუთიდან“ და „ბოლტონ უონდერერსიდან“[37] მისი გადაბირება სურდა ასევე „მანჩესტერ სიტისაც“, თუმცა მათი წინადადება უარყო მარსელის დირექტორმა.[38] 2008 წლის 26 იანვარს, სისემ შეასრულა ჰეთ-თრიქი „კაენთან“ 6-1 მოგებულ მატჩში.[39]

სანდერლენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 20 აგვისტოს სისე იჯარით გადავიდა პრემიერ ლიგის კლუბ „სანდერლენდში“.[40] იმავე ადგილზე, სადაც შედგა მისი დებიუტი „ლივერპულში“, გაიტანა გამარჯვების გოლი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ კარში, რომელიც დასრულდა 2-1.[41] რამდენიმე დღის შემდეგ სისემ განაცხადა, რომ სურდა კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.[42] კლუბის მწვრთნელმა, როი კინმაც გამოთქვა სურვილი, რომ შემდგარიყო სისეს ტრანსფერი კლუბში.[43] ტაინი და უირის დერბიში, სისემ გაიტანა მესამე გოლი „სანდერლენდის“ მაისურით 2008 წლის 25 ოქტომბერს, მისმა კლუბმა კი მოიგო 2-1.[44] „ჰალთან“ 4-1 მოგებულ მატჩში გოლის გატანის შემდეგ სისემ განაცხადა, რომ მიუხედავად როი კინის კლუბიდან წასვლისა, მას სურდა კონტრაქტის ვადის ბოლომდე დარჩენა კლუბში.[45] 2009 წლის 18 აპრილს, სისემ გაიტანა მე-10 გოლი ჩემპიონატში „ჰალ სიტისთან“ 1-0 მოგებულ მატჩში.[46] 24 მაისს ცნობილი გახდა, რომ „სანდერლენდი“ არ გუფორმებდა კონტრაქტს სისეს, რის შემდეგაც ის დაბრუდა „მარსელში“.[47]

პანათინაიკოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 25 ივნისს, სისემ გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი ბერძნულ კლუბ „პანათინაიკოსთან“.[48] ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის ანაზღაურება შეადგენდა €2.5 მილიონს წელიწადში, „მარსელის ოლიმპიკმა“ კი ტრანსფერის შედეგად მიიღო €8 მილიონი. ტრანსფერის საერთო ფასმა შეადგინა €20 მილიონი, სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით.[49] მან პირველი გოლი საბერძნეთში გაიტანა კრეტულ კლუბ „ერგოტელისთან“ და მალე გახდა გუნდის ლიდერი. 2009-10 წლების სეზონში ის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო და მისმა კლუბმა დუბლი შეასრულა — მოიგო ჩემპიონატიც და თასიც. საბერძნეთში გატარებულ პირველ სეზონში, სისემ 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

სისე კარგი თამაშის გამო შეიყვარა „პანათინაიკოსის“ გულშემატკივარმა და ის გახდა მათი საფეხბურთო კერპი. საბერძნეთში ორი ტიტულის მოგების შემდეგ მან განაცხადა, რომ სურდა თამაში ჩემპიონთა ლიგაზე „პანათინაიკოსთან“ ერთად და უნდოდა, კიდევ გაეტარებინა წარმატებული სეზონი საბრეძნეთში. 2010 წლის 30 ოქტომბერს, მან გაიტანა ორი გოლი (ერთი პენალტი) მთავარ მოწინააღმდეგე „ოლიმპიაკოსთან“ შინ, 2-1 მოგებულ მატჩში. „MVP-ს“ დაჯილდოებაზე სისემ განაცხადა, „მე მხოლოდ მოთამაშე არ ვარ პანათინაიკოსისთვის, მე ვარ ასევე მისი ფანი.“ ახალ სეზონში, მან 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა საბერძნეთის ჩემპიონატში და თასზე. ის ასევე იყო „პანათინაიკოსის“ კაპიტანი.

2011 წლის 21 თებერვალს „ოლიმპიაკოსმა“ დაამარცხა 2-1 „პანათინაიკოსი“ და ოლიმპიაკოსის ათობით გულშემატკივარი შეიჭრა მოედანზე. მათ დაარტყეს სისეს, როგორც მის თანაგუნდელებს, სედრიკ კანტეს, სიმაო ჟუნიორს, ჟოსუ სერიეგის და ალექსანდროს ცოვრასს. სისემ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა რასისტულ გამოხდომებს ოლიმპიაკოსის გულშემატკივრების მხრიდან და ის დატოვებდა საბერძნეთის სუპერლიგას 2010-11 წლების სეზონში.[50] სისემ ასევე განაცხადა, რომ „პანათინაიკოსი“ მოიგებდა დერბის, რომ არა მსაჯის, დიმიტრის კალოპულოსის გადაწყვეტილება, რომელმაც „პანათინაიკოსს“ არ ჩაუთვალა გოლი. მან განაცხადა, რომ დაკარგა მოთმინება საეჭვო მსაჯობის გამო საბერძნეთში: „მე მივიღე გადაწყვეტილება, საკმარისია. მე ვერ გავაგრძელებ ამ პირობებში თამაშს.[51] ერთი თვის შემდეგ, სისემ გაიტანა 50-ე გოლი „პანათინაიკოსის“ მაისურით. მან აღნიშნა თავისი გოლი „პანათინაიკოსის“ ფან-კლუბის მაისურით.

ლაციო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისე გადაბარგდა სერია A-ს კლუბ „ლაციოში“ 2011 წლის 12 ივლისს €5.8 მილიონის საფასურად.[52][53] იტალიურ კლუბთან მან გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[54] მისი დებიუტი ლაციოში შედგა 2011-12 წლების სეზონის ევროპის ლიგის მატჩში მაკედონური „რაბოტნიჩკის“ წინააღმდეგ 18 აგვისტოს, გაიტანა 2 გოლი 6-0 მოგებულ მატჩში, რომში.[55] სისემ ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი „მილანთან“ ფრედ, 2-2 დასრულებულ მატჩში სან-სიროზე 9 სექტემბერს.[56]

ქუიზნ პარკ რეინჯერსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 31 იანვარს სისემ ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ქუიზნ პარკ რეინჯერსთან“. ის იყო მეოთხე ახალი ფეხბურთელი კლუბში მარკ ჰიუზის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ.[57] მან გოლი გაიტანა თავის სადებიუტო მატჩში „ატონ ვილასთან“, რომელიც დამთავრდა ფრედ, 2-2 ვილა პარკზე 1 თებერვალს.[58] სისე მსაჯმა გააძევა მოედნიდან უხეშობის გამო, „ვულვერჰემპტონ უონდერერსის“ ფეხბურთელისთვის, როჯერ ჯონსონისთვის ყელში ხელის მოჭერის გამო.[59] ათი კაცით დარჩენილმა „ქპრ-მ“ დათმო მატჩი 2-1. 2012 წლის 21 მარტს სისემ „ქპრ-ს“ მაისურით გაიტანა გოლი თავის ყოფილ კლუბთან, „ლივერპულთან“ 3-2 მოგებულ მატჩში.[60] სამი დღის შემდეგ, ის მეორეჯერ გააძევეს მოედნიდან თავის პირველ ხუთ მატჩში „ქპრ-ში“, როდესაც მიიღო წითელი ბარათი „სანდერლენდის“ ფეხბურთელის ფრაიზერ კემპბელისთვის ფეხის ჩარტყმის გამო.[61] დისკვალიფიკაციის შემდეგ ის დაბრუნდა მოედანზე 2012 წლის 29 აპრილს, როდესაც გაიტანა პრესტიჟის გოლი „ჩელსისთან“ 1-6 წაგებულ მატჩში სტემფორდ ბრიჯზე. სისემ მეხუთე გოლი გაიტანა „სტოკ სიტისთან“ მოგებულ მატჩში, რომელიც მეხუთე იყო მისთვის „ქპრ-ში“.[62] 2012 წლის 13 მაისს სისემ გათანაბრა ანგარიში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში. ეს იყო მეექვსე გოლი რვა მატჩში „ქპრ-ში“. სიტიმ ბოლო წუთებზე გაიტანა ორი გოლი და მოიგო მატჩი 3-2, მაგრამ „ქპრ“ გადარჩა ჩამოქვეითებას, „ბოლტონი“-„სტოკის“ მატჩის ფრედ, 2-2 დასრულების გამო.[63]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვდებოდა, სისე თამაშობდა საფრანგეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.[64] ის თამაშობდა 2001 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც მათ მიაღწიეს მეოთხედფინალამდე, სისემ გაიტანა ექვსი გოლი ხუთ მატჩში.[64] ირანის ახალგაზრდულ ნაკრებთან მან შეასრულა ჰეთ-თრიკი 18 ივნისს, სადაც მისმა ნაკრებმა გაიმარჯვა 5-0 გახსნით მატჩში,[65] ორი გოლი გაიტანა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კარში 27 ივნისს.[66] 2004 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე სისემ გაიტანა ორი გოლი პორტუგალიის ნაკრების კარში და ანგარიში გახადა 2-1.[67] ის გააძევეს მოედნიდან მარიო სერჟიოსთვის ფეხის ჩარტყმის გამო. საფრანგეთის ნაკრებმა დათმო მატჩი პენალტების სერიაში, მატჩის დამატებით დროში 3-3 დამთავრების შემდეგ.[68] ამის გამო მას ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და მოუხდა ჩემპიონატის დარჩენილი მატჩების გამოტოვება.[69]

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისეს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 21 წლის ასაკში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, დავიდ ტრეზეგეს ნაცვლად შევიდა მოედანზე 48-ე წუთზე, 2002 წლის 18 მაისს.[70] საფრანგეთის მწვრთნელმა როჟე ლემერმა სისე შეიყვანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 23-კაციან სანაკრებო განაცხადში.[71] ჩემპიონატზე მან ითამაშა ყველა მატჩში ჯგუფურ ეტაპზე, სენეგალის,[72] ურუგვაის,[73] და დანიის ნაკრებებთან,[74] შეცვლაზე შემოვიდა სამივე მატჩში, მაგრამ საფრანგეთის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშა ასპარეზობას. სისემ პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში 2002 წლის 7 სექტემბერს გაიტანა კვიპროსის ნაკრების კარში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში.[75] სისე იყო საფრანგეთის ნაკრების განაცხადში, როდესაც მათ მოიგეს კონფედერაციის თასი 2003 წელს. მან ერთადერთი გოლი გაიტანა კოლუმბიის ნაკრების კარში პენალტის ნიშნულიდან, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ასევე იმ მატჩში, 2003 წლის 18 ივნისს.[76]

ევრო 2004-ზე დისკვალიფიკაციის შემდეგ, სისეს შემდეგი გათამაშება იყო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში.[77] თუმცა, საფრანგეთის ბოლო საკონტროლო მატჩში ჩინეთის ნაკრებთან 2006 წლის 7 ივნისს, მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტან ჟენგ ჟისთან ორთაბრძოლისას მიიღო ფეხის მძიმე ტრავმა.[78] „მძიმე მოსასმენი იყო ჯიბრილის ასეთი ყვირილი,“ განაცხადა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ. „დავკარგე თანაგუნდელი და მეგობარი, მაგრამ ის ძლიერია, დაბრუნდება.“ სისეს დასჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის გამოც მოუწია მას ტურნირის გამოტოვება.[79] 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სისემ ნაკრების მაისურით მონაწილეობა მიიღო სამ მატჩში,[15] მაგრამ ვერ მოიპოვა ადგილი ნაკრების განაცხადში ფინალურ ეტაპზე.[80]

მას შემდეგ, რაც აღიდგინა ფორმა და გოლების გატანა დაიწყო პანათინაიკოსში, 2010 წლის მარტში, სისე გამოიძახეს ნაკრებში ესპანეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, რომელიც გაიმართა პარიზში. 2010 წლის 11 მაისს საფრანგეთის მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა სისე შეიყვანა ნაკრების 23-კაციან განაცხადში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამხრეთ აფრიკაში. 22 ივნისს სისე სასტარტო შემადგენლობაში იყო ჯგუფური ეტაპის მატჩში სამხერთ აფრიკის ნაკრებთან.[81]

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლებულია 2012 წლის 6 მაისს[82]

საკლუბო კარიერა
კლუბი სეზონი ლიგა 1 საფრანგეთის თასი საფრანგეთის ლიგის თასი ევროთასები სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ოსერი 1998–99 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0
1999–00 2 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0
2000–01 25 8 4 5 2 1 4 1 0 0 35 15
2001–02 29 22 0 0 2 2 0 0 0 0 31 24
2002–03 33 14 6 6 0 0 6 1 0 0 45 21
2003–04 38 26 3 1 4 1 7 2 0 0 52 30
კლუბი სეზონი პრემიერ ლიგა ინგლისის თასი საფეხბურთო ლიგის თასი ევროთასები სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლივერპული 2004–05 16 4 0 0 0 0 9 1 0 0 25 5
2005–06 33 9 6 2 0 0 13 6 5 2 57 19
კლუბი სეზონი ლიგა 1 საფრანგეთის თასი საფრანგეთის ლიგის თასი ევროთასები სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
მარსელი (იჯარით) 2006–07 21 8 4 7 0 0 0 0 0 0 25 15
მარსელი 2007–08 35 16 3 2 2 1 10 3 0 0 50 22
2008–09 2 0 0 0 0 0 1 0 0 0 3 0
კლუბი სეზონი პრემიერ ლიგა ინგლისის თასი საფეხბურთო ლიგის თასი ევროთასები სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
სანდერლენდი (იჯარით) 2008–09 35 10 1 1 2 0 0 0 0 0 38 11
კლუბი სეზონი საბერძნეთის სუპერლიგა საბერძნეთის თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
პანათინაიკოსი 2009–10 28 23 6 1 0 0 12 5 0 0 46 29
2010–11 33 20 4 2 0 0 6 0 0 0 43 22
კლუბი სეზონი სერია A იტალიის თასი იტალიის სუპერთასი ევროთასები სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლაციო 2011–12 18 1 2 1 0 0 7 3 0 0 27 5
კლუბი სეზონი პრემიერ ლიგა ინგლისის თასი საფეხბურთო ლიგის თასი ევროთასები სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ქპრ 2011–12 7 5 0 0 0 0 0 0 0 0 7 5
ჯამში 354 165 39 28 12 5 75 22 5 0 485 220

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 8 ოქტომბერი, 2011[83]
საფრანგეთის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
2002 7 1
2003 9 2
2004 3 1
2005 8 5
2006 3 0
2007 5 0
2008 2 0
2009 0 0
2010 3 0
2011 1 0
Total 41 9

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1. 7 სექტემბერი, 2002 GSP სტადიონი, ნიქოზია, კვიპროსი კვიპროსის დროშა კვიპროსი 2–1 მოგება ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
2. 30 აპრილი, 2003 სტად დე ფრანსი, პარიზი, საფრანგეთი ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 5–0 მოგება ამხანაგური
3. 22 ივნისი, 2003 სტად დე ფრანსი, პარიზი, საფრანგეთი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 5–0 მოგება 2003 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი
4. 8 სექტემბერი, 2004 ტორვოსლური, ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 2–0 მოგება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
5. 31 მაისი, 2005 სტად მუნიციპალ სენტ-სიმფორიენი მეცი, საფრანგეთი უნგრეთის დროშა უნგრეთი 2–1 მოგება ამხანაგური
6. 9 ნოემბერი, 2005 სტად დ'ონორ დე დილონი, ფორტ-დე-ფრანსი, მარტინიკა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 3–2 მოგება ამხანაგური
7. 3 სექტემბერი, 2005 ტორვოსლური, ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 3–0 მოგება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
8. 3 სექტემბერი, 2005 ტორვოსლური, ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 3–0 მოგება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
9. 8 ოქტომბერი, 2005 სტად დე სვისი, ბერნი, შვეიცარია შვეიცარიის დროშა შვეიცარია 1–1 ფრე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსერი

ლივერპული

პანათინაიკოსი

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2001–02
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2003–04
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი UNFP-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2001–02
  • საბერძნეთის დროშა საბერძნეთი საბერძნეთის ჩამპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2010
  • საბერძნეთის დროშა საბერძნეთი საბერძნეთის ჩამპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Djibril's life. Sportstar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  2. A Brief History of Frodsham. Main Street Community Church. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  3. Herbert, Ian (19 May 2005). „Football's lord of the manor bans hunting on his nine acres“. The Independent. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  4. 4.0 4.1 „Jude is latest footballer's wife“. BBC. 18 June 2005. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  5. Djibril Cissé. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  6. Baby joy for Djibril Cissé. Liverpool Echo (28 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  7. „Star Cisse admits assaulting wife“. BBC News. 27 January 2006.
  8. „Cisse cautioned for assault“. The Guardian. London. 27 January 2006.
  9. „Striker in lap-dancing bar arrest“. BBC. 1 April 2009. ციტირების თარიღი: 19 April 2009.
  10. Taxi 4. The Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 19 April 2009.
  11. 11.0 11.1 Djibril Cissé Bio. ESPNsoccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  12. Djibril Cissé. ESPNsoccernet. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Djibril Cissé. EuroSport. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  14. Olympique Lyonnais 2–1 AJ Auxerre French. Ligue de Football Professionnel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 19 September 2011.
  15. 15.0 15.1 Djibril Cissé. Soccerbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  16. „Liverpool tie up Cissé deal“. BBC Sport. 26 May 2005. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  17. 17.0 17.1 Djibril Cissé. Football Heroes. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  18. Cisse on fast track to stardom. World Cup Japan Korea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 17 September 2008.
  19. Harlow, Phil (1 November 2004). „Cissé 'faces anxious injury wait'. BBC Sport. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  20. Cissé ‘could have lost leg’ after horror injury. Irish Examiner (2 December 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  21. „Injury puts Cissé out for season“. BBC Sport. 31 October 2005. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  22. 22.0 22.1 „Quick recovery expected for Cissé“. BBC News. 8 June 2006. ციტირების თარიღი: 9 June 2006.
  23. „Juventus 0–0 Liverpool“. BBC Sport. 13 April 2005. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  24. „Liverpool 2–1 Aston Villa“. BBC Sport. 15 May 2005. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  25. „AC Milan 3–3 Liverpool (aet)“. BBC Sport. 25 May 2005. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  26. „Cissé may seek move from Anfield“. BBC Sport. 5 October 2005. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  27. Dunn, Alex. (3 July 2006) Cissé a reluctant leaver. Sky Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  28. Scott, Martin (7 June 2006). „Cissé agrees Marseille move“. London. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  29. „Cissé injury upsets Benitez plans“. BBC News. 8 June 2006. ციტირების თარიღი: 9 June 2006.
  30. „Marseille seal Cissé loan signing“. BBC Sport. 12 July 2006. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  31. Picard, Laurent (20 October 2006). „Cissé back in training“. Sky Sports. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  32. OM 2–1 ASSE: OM’s strong finish!. Olympique de Marseille (22 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  33. Haond, Patrick; Laurent Picard (10 April 2006). „Papin backing under-fire Cissé“. Sky Sports. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  34. French Ligue 1 – Season 06/07 Review. Betting Mood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  35. Coupe de France 2006/2007. Football Database. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  36. „Cissé seals switch to Marseille“. BBC Sport. 7 July 2007. ციტირების თარიღი: 15 September 2008. |first=-ს აკლია |last= (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: რიცხვითი სახელები: ავტორების სია (link)
  37. „Cissé seeks English return“. Sky Sports. 8 June 2008. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  38. „Man City's Cissé move turned down“. BBC Sport. 8 January 2008. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  39. Marseille 6–1 Caen. ESPNsoccernet (26 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  40. „Cissé completes Sunderland switch“. BBC Sport. 21 August 2008. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  41. Standley, James (23 August 2008). „Tottenham 1–2 Sunderland“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  42. Burton, Chris (24 August 2008). „Cissé seeks permanent deal“. Sky Sports. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  43. Keane — Cissé Can Earn Record Move. Goal (14 September 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 200dont want cisee 2 go8-09-14.
  44. Phillips, Owen (25 October 2008). „Sunderland 2–1 Newcastle“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 27 October 2008.
  45. Wilson, Scott. (22 December 2008) Cisse still keen on Cats deal. The Northern Echo. ციტირების თარიღი: 24 December.
  46. Nick Alexander. (18 April 2009) Sunderland 1 Hull City 0. Sunderland A.F.C.. ციტირების თარიღი: 19 April 2009.
  47. „Striker Cisse leaves Sunderland“. BBC Sport. 25 May 2009. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
  48. „Panathinaikos sign Cisse and Katsouranis“. Reuters. 26 June 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 10 August 2009.
  49. „Cisse joins Panathinaikos“. RTÉ Sport. 26 June 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 10 August 2009.
  50. Panathinaikos striker Djibril Cissé says he was racially abused by Olympiakos fans. Daily Reporter (21 February 2011). ციტირების თარიღი: 21 February 2011.[მკვდარი ბმული]
  51. Cisse ready to quit Greek Soccer. ekathimerini.com (21 February 2011). ციტირების თარიღი: 21 February 2011.
  52. Cissé signing adds to Lazio's attacking options. UEFA (12 July 2011). ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  53. Cisse signs for Lazio, Stankevicius joy. ESPNsoccernet (12 July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  54. „Cissé va signer à la Lazio“. L'Équipe (French). 12 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  55. Lazio 6–0 Rabotnicki. UEFA. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  56. „AC Milan fight back to draw with Lazio“. CNN. 9 September 2011. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  57. „QPR finalise Djibril Cisse swoop“. ESPN. 31 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 31 January 2012.
  58. Magowan, Alistair (1 February 2012). „Aston Villa 2–2 QPR“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 1 February 2012.
  59. Doyle, Paul (4 February 2012). „Kevin Doyle gives Wolves victory after QPR's Djibril Cissé sees red“. guardian.co.uk. London. ციტირების თარიღი: 5 February 2012.
  60. „QPR 3 - 2 Liverpool“. BBC Sport. 21 March 2012. ციტირების თარიღი: 21 March 2012.
  61. „Mark Hughes hits out at Djibril Cisse after costly red card“. BBC Sport. 24 March 2012. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  62. Jurejko, Jonathan (6 May 2012). „QPR 1–0 Stoke“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 12 May 2012.
  63. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2012-05-19.
  64. 64.0 64.1 Djibril Cissé. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  65. Iran — France. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  66. France — Germany. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  67. Cissé puts France in control. UEFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  68. Portugal overcome the odds. UEFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  69. Leicester, John (6 December 2003). „Cissé likely to miss Euro 2004 after ban“. The Guardian. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  70. „France's record falls“. BBC Sport. 18 May 2002. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  71. „French World Cup squad announced“. CBA Sports. 7 May 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  72. France — Senegal. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  73. France — Uruguay. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  74. Denmark — France. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  75. Cyprus 1–2 France. Soccerbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  76. France — Colombia. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  77. „Chimbonda named in France squad“. BBC Sport. 14 May 2006. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  78. „Cissé out of Cup with broken leg“. BBC Sport. 7 June 2006. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  79. „Notes: France's Cissé out, replaced by Govou; Rooney trains with England“. USA Today. 6 August 2006. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  80. „France leave out Cissé & Flamini“. BBC Sport. 28 May 2008. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  81. „France keep uncapped pair in trimmed World Cup squad“. BBC Sport. BBC. 17 May 2010. ციტირების თარიღი: 16 June 2010.
  82. Djibril Cissé.
  83. Djibril Cissé. National Football Teams. ციტირების თარიღი: 9 September 2011.