ნატალია იარესკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია იარესკო
ნატალია იარესკო
უკრაინის მე-15 ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი 2014 – 14 აპრილი 2016
პრემიერ-მინისტრი  არსენი იაცენიუკი
წინამორბედიალექსანდრ შლაპაკი
მემკვიდრეალექსანდრ დანილიუკი

დაბადებული24 აპრილი 1965 (56 წლის)
ელმჰერსტი, ილინოისი, აშშ
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
შვილებიდარია და ქრისტინა
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა

ნატალია (ნატალია ენ) იარესკო (ინგლ. Natalie Ann Jaresko, უკრ. Наталія Іванівна Яресько. დ. 24 აპრილი, 1965, ელმჰერსტი, ილინოისის შტატი, აშშ) — უკრაინის ფინანსთა მინისტრი  (2 დეკემბერი, 201414 აპრილი, 2016).

მეწარმე. საინვესტიციო კომპანია Horizon Capital-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია იარესკო დაიბადა 1965 წლის 24 აპრილს ქალაქ ელმჰერსტში, ილინოისი, აშშ, უკრაინელი ემიგრანტების ოჯახში.[3][4][5]

1979 წლიდან 1983 წლამდე სწავლობდა Addison Trail High School-ში.

1987 წელს ბუღალტერიაში მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი  დეპოლის კერძო უნივერსიტეტში (ჩიკაგო, ილინოისი).

1989 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში მიიღო მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში.

1989-1991 წლებში გახლდათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის (ვაშინგტონი, აშშ) საბჭოთა კავშირის განყოფილების, ევროპისა და კანადის დეპარტამენტის თანამშრომელი ეკონომიკურ საკითხებში.

1991-1992 წლებში  — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკური ბიუროს (ვაშინგტონი, აშშ) მრჩეველი.

1992-1995 წლებში — უკრაინაში (კიევი) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე.[6]

1995 წელს იგი გადავიდა ინვესტიციების რეგიონალურ მენეჯერად მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში  Western NIS Enterprise Fund-(WNISEF), რომელიც მოქმედებს დსთ-ს ტერიტორიაზე, 2001 წელს იგი ხელმძღვანელობდა WNISEF-ს . WNISEF შეიქმნა აშშ-ის კონგრესის მიერ და ფინანსდება აშშ-ის მთავრობის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. 2006 წელს ნატალია იარესკომ დააარსა თავისი კომპანია Horizon Capital. Horizon Capital-ის პირველმა ფონდმა Emerging Europe Growth Fund (EEGF) (EEGF) შეაგროვა $132 მილიონი. 2008 წელს ამოქმედდა ფონდი EEGF II 370 მილიონი აშშ დოლარის საერთო მოცულობით.

Horizon Capital  ფლობდა წილებს კომპანიებში: Agro-Soyuz, Datagroup, Vitmark-Ukraine, Inkerman (უკრაინაში ღვინის უდიდესი მწარმოებელი), Shvidko, TCS Bank, MTBank (ბელორუსია), Vostokfinance Group, Biopharma და ა.შ.

იარესკო გახლდათ პრეზიდენტ იუშჩენკოს საგარეო ინვესტიციების მრჩეველთა საბჭოს წევრი  და უკრაინის მინისტრთა კაბინეტთან არსებული უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის უკრაინის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტის წევრი.

2013 წელს იყო აქტივ-ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ნატალია იარესკო უკრაინის უმაღლეს რადაში, 2016 წელი

2014 წლის 1 დეკემბერს ანდრეი სადოვიმ უარი განაცხადა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, რომელიც მას შესთავაზეს არსენი იაცენიუკის მეორე მთავრობაში. თანამდებობაზე მან  ნატალია იარესკოს კანდიდატურა დაასახელა. სადოვოის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იარესკო დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის ბოლო 20 წელია უკრაინაში ცხოვრობს, იგი გახლავთ  ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და კარგად იცნობს უკრაინულ რეალობას. 2 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატალია იარესკოს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. მასთან ერთად უკრაინის მოქალაქეები გახდნენ სხვა ქვეყნებიდან მოწვეული მომავალი მინისტრები ალექსანდრე კვიტაშვილი და აივარას აბრომავიჩუსი.[7][8][9]

იმავე დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, რომელშიც ნატალია იარესკომ ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ამ თანამდებობაზე იგი ატარებს შეხვედრებს უკრაინის უცხოელ კრედიტორებთან, რათა ახსნას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების სირთულე და ისაუბროს მთავრობის მზადყოფნაზე შემდგომი რეფორმებისთვის.

2014 წლის მოვლენების შემდეგ უკრაინა დეფოლტის ზღვარზე იყო. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნ. იარესკომ შეძლო ინვესტორებთან შეთანხმების მიღწევა 19,3 მილიარდი დოლარის სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციისა და 3,8 მილიარდი დოლარის ჩამოწერის შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა დეფოლტის თავიდან აცილება. 15,6 მილიარდი დოლარის ევროობლიგაციებზე გადახდების ოდენობა გადაიდო 2019-2027 წლებისთვის, საშუალო კუპონით 7,75% (2019 წლის მონაცემებით,  ყოველწლიურად დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარის გადახდა უწევთ).[10]

ნატალია იარესკო დაასახელეს  უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსენი იაცენიუკის შემცვლელად. 2015 წლის დეკემბერში მან განაცხადა, რომ თუ შსთავაზებდნენ  მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას, იგი არ დასთანმხდებოდა.  2016 წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ლოჟკინმა კვლავ დაასახელა იარესკო პრემიერ მინისტრის პოსტზე კანდიდატებს შორის.

2015 წლის ოქტომბერში იარესკომ გამოაცხადა, რომ თუ უკრაინის მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებს არ განახორციელებდა, ის თანამდებობას დატოვებდა.

2015 წელს იგი უფრო მეტად დაკავებული იყო ქვეყნის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის პრობლემით.

2016 წლის 14 აპრილს იაცენიუკის მეორე მთავრობა გადააყენეს. ნატალია იარესკომ დატოვა ფინანსთა მინისტრის პოსტი, გროისმანის ახალ მთავრობაში ამ თანამდებობაზე დაინიშნა ალექსანდრე დანილიუკი.[11]

2016 წლის მაისში იარესკო თავმჯდომარეობდა კიევში ახლად ჩამოყალიბებული ასპენის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს, ეს გახლავთ საზოგადოებრივი არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ლიდერობის პროგრამების საქმიანობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.

2016 წლის ოქტომბერში ნატალია იარესკო გახდა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის წევრი,  (Atlantic Council Dinu Patriciu Eurasia Center ვაშინგტონი, აშშ), არასამთავრობო კვლევითი ცენტრი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, რომელიც უზრუნველყოფს და ემსახურება ნატოს განვითარების იდეოლოგიას, ამჟამად იგი კანადა-უკრაინის სავაჭრო პალატის (CUCC) უფროსი მრჩეველია.[12][13][14]

2017 წელს იგი დაინიშნა პუერტო- რიკოს ფისკალური ზედამხედველობის ორგანოს (PROMESA) ხელმძღვანელად.[15]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2003 წელს მიენიჭა უკრაინის პრეზიდენტის   ოლღა მოციქულთასწორის სახელობის III ხარისხის ორდენი "უკრაინის ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელშეწყობისთვის აქტიური მუშაობისთვის, მისი დადებითი საინვესტიციო იმიჯის ფორმირებისთვის". [16]
  • 2009 წელს მიენიჭა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მედალი "უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის".
  • 2010 წელს ჟურნალ Focus-ის რეიტინგის მიხედვით იგი შევიდა უკრაინის ყველაზე გავლენიანი უცხოელი ქალების ტოპ ათეულში.
  • იმავე წელს გაზეთ "დელოს"მიხედვით,  „უკრაინელი საქმიანი ქალების ტოპ ასეული“-ს სათავეში მოექცა. [17]
  • 2011 წელს უკრაინის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში  44-ე ადგილი დაიკავა. [18]
  • 2011 წელს კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისგან მიიღო ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ორდენი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს ორი ქალიშვილი — დარია და ქრისტინა. ქრისტინა იელის უნივერსიტეტის სტუდენტია 2016 წლიდან. ქმარი — იგორ ფიგლუსი (Ihor Figlus) — ყოფილი ბიზნეს პარტნიორი და Horizon Capital-ის თანადამფუძნებელი, მაგრამ მოგვიანებით დატოვა კომპანია და დაკავებული იყო საშინაო საქმეებითა და ბავშვებით.[19]

2010 წელს იარესკომ განქორწინება შეიტანა განცხადება. შედეგად ფიგლუს ჩამოერთვა მშობლის უფლება  ბავშვისთვის ალიმენტის  გადახდაზე უარის თქმის გამო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New Cabinet formed in Ukraine[მკვდარი ბმული], UNIAN (14 April 2016)
  2. "Puerto Rico Oversight Board's Jaresko resigns". The Bond Buyer. 3 February 2022. Retrieved 7 February 2022.
  3. "John Jaresko: Obituary"[მკვდარი ბმული]. Chicago Tribune. 30 July 2001.
  4. Forrest, Brett (5 March 2015). "The American Woman Who Stands Between Putin and Ukraine". Bloomberg.
  5. Bergen, Kathy (10 April 2015). "Chicago child of immigrants takes on 'near-impossible' task in Ukraine". Chicago Tribune.
  6. "Яресько Наталія Іванівна" [Nataliya Ivanivna Yaresko: Biography] (უკრაინ). lustration.co.ua. Archived from the original on 9 December 2014. Retrieved 31 December 2014.
  7. "Poroshenko orders to grant citizenship to Jaresko, Kvitashvili and Abromavicius". Interfax-Ukraine. 2 December 2014.
  8. "Foreign-born ministers in Ukraine's new cabinet". BBC News. 5 December 2014.
  9. Bigg, Claire (3 December 2014). "Who Are Ukraine's New Foreign-Born Ministers?".[მკვდარი ბმული] RFERL.
  10. Melinda Haring (12 October 2016) Natalie Jaresko Says $25 Billion More Needed to Make Ukraine’s Reforms Atlantic Council. Retrieved 27 October 2016.
  11. Ukraine elects new Prime Minister Daily Telegraph. Associated Press. 14 April 2016. Retrieved 27 October 2016. The Supreme Rada on Thursday voted 257-50 in favor of Volodymyr Groysman, a compromise choice nominated by President Petro Poroshenko after his apparent first choice, U.S.-born Finance Minister Natalie Jaresko, was rejected by the governing coalition.
  12. "Ex-minister Jaresko: Ukraine back home now, in Europe"[მკვდარი ბმული]. Ukrinform. 21 April 2016. Retrieved 27 October 2016.
  13. "Board of Trustees". დაარქივებული 2018-11-30 საიტზე Wayback Machine. Ukraine Today. 28 May 2016. Retrieved 31 October 2016.
  14. Natalie Jaresko Aspen Institute.
  15. "Archived copy". Archived from the original on 6 June 2017. Retrieved 28 March 2017.
  16. Указ президента Украины от 5 июня 2003 года № 479/2003 «Про відзначення державними нагородами України» (უკრ.)
  17. 10 самых влиятельных иностранок в Украине. Рейтинг Фокуса. 23.11.2010  (რუს.)
  18. Рейтинг: «Топ-100 украинских бизнес-леди»  (რუს.)
  19. Дочь Яресько будет учиться в Йеле