ნანა ალექსანდრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა ალექსანდრია
Nana Alexandria 1970.jpg
ნანა ალექსანდრია, 1970
სახელი ნანა ალექსანდრია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1949
დაბადების ადგილი ფოთი, საქართველო
წოდება გროსმაისტერი ქალთა შორის (1976)
საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1966)
ფიდე რეიტინგი 13600230
საიტი პირადი პროფილი

ნანა გიორგის ასული ალექსანდრია (დ. 13 ოქტომბერი, 1949, ფოთი) — ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (1967), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა სასახლის (ამჟამად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე) აღმზრდელი (მწვრთნელი ვ. ქარსელაძე, 1966 წლიდან — ბ. გურგენიძე). სსრკ (1966, 1968, 1969) და საქართველოს (1964, 1965, 1968) ჩემპიონი. I ადგილი დაიკავა თბილისის (1968), ბელგრადის (1969), ვეიკ-ან-ზეეს (1970) ქალთა საერთაშორისო ტურნირებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (ვრნიაჩკა-ბანია, 1970), საზონათშორისო ტურნირში (ოჰრიდი, 1971), ქალთა IV და VI საჭადრაკო ოლიმპიადაში (1969, 1974). მსოფლიო პირველობის 1969-1972 ციკლის III პრიზიორი და მსოფლიო პირველობის 1972-1975 ციკლის პრეტენდენტი. აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკე. 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. 1979 წლიდან ოლიმპიური რეზერვის (1991 წლიდან ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის) სკოლის დირექტორია.

ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნანა ალექსანდრიას ჰყავს მეუღლე — არქიტექტორი ლევან ბოკერია და ერთი შვილი — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია.

ლიტერატურა[რედაქტირება]