მონოგამია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოგამია (ბერძნ. monos „ერთი“, gamos „ქორწინება“), ერთქორწინება, ოჯახისა და ქორწინების ისტორიული ფორმა. წარმოიშვა პირველყოფილი საზოგადოების რღვევის ხანაში წყვილადი ქორწინებიდან და შემდომში ქორწინების გაბატონებული ფორმა გახდა.

ბოლოდროინდელი აღმოჩენების საფუძველზე ბიოლოგები სამიტი ტიპის მონოგამიას ანსხვავებენ: სოციალური მონოგამია, სექსუალური მონოგამია და გენეტიკური მონოგამია. სოციალური მონოგამია მიუთითებს ორი ადამიანის თანაცხოვრებაზე, რომელთაც სექსუალური ურთიერთობა აქვთ და ერთად შრომობენ ძირითადი რესურსების (საკვები, ტანსაცმელი, ფული, სხვა საჭირო ნივთები) დაგროვებაში. სექსუალური მონოგამია მიუთითებს ორ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთის გარდა გამორიცხავს ნებისმიერ სხვა სექსუალურ პარტნიორს. გენეტიკური მონოგამია მიუთითებს ფაქტზე, რომ ორ პარტნიორს ერთმანეთთან მხოლოდ საერთო მემკვიდრე (შვილი) აკავშირებს.

მონოგამია ცხოველებში[რედაქტირება]

მონოგამია ცხოველებში სქესთა შორის ურთიერთობა, რომლის დროსაც გარკვეული წყვილები მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროით იქმნება და მამალი შთამომავლობაზე ზრუნვაშიც მონაწილეობს. მონომაგია ახასიათებს ფრინველების უმრავლესობას, ძუძუმწოვრებს და სხვა. მონოგამიას ზოგჯერ ისეთ ურთიერთობასაც აკუთვნებენ (მწერებში და სხვა უხერხემლოებში), რომლის დროსაც ორივე სქესი ან მარტო მამალი, ერთჯერადი შეწყვილების შემდეგ მალევე კვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 97, თბ., 1984


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.