ენოტისებრნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენოტისებრნი
ჩვეულებრივი ენოტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: ენოტისებრნი
ლათინური სახელი
Procyonidae
გვარები



ენოტისებრი (Procyonidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა. პატარა, ხუთთითიანი, თათითმავალი ცხოველებია. აქვთ ხშირი ბალანი, მოკლე ფეხები, გრძელი კუდი. ცნობილია 7 გვარი; აქედან მხოლოდ ერთი (პანდა) გვხვდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, დანარჩენი დასავლეთ ნახევარსფეროში ბინადრობს. მ. შ. აღსანიშნავია ცხვირა დათვი, ბამბუკის დათვი, ენოტი და სხვა. საყურადღებოა ენოტი (Procyon lotor), რომელიც გავრცელებულია მექსიკასა და აშშ-ში. ცხოვრობს ტყეში. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით (მეტწილად თევზითა და ბაყაყით) და მცენარეებით. მძუნაობს იანვარ-თებერვალში. მაკეობა გრძელდება 63 დღე. აქვს ძვირფასი ბეწვი, რის გამოც აკლიმატიზებულია ბელარუსში, ყირგიზეთში და აზერბაიჯანში. ზოგჯერ შემოდის საქართველოს ფარგლებშიც. კერძოდ ლაგოდეხის რაიონში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 4, გვ. 160, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები