მყრალა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მყრალა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Mephitis mephitis | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მყრალა (Mephitis mephitis) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 28-38 სმ, კუდისა — 18—44 სმ, მასა — 0,8—2,5 კგ აღწევს. ტერფითმავალია. ბალნიანი საფარველი ხშირი და ფუმფულაა, განსაკუთრებით კუდზე. ფერად უფრო შავ-თეთრია. კუდის ძირში აქვს ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ მეტად მყრალ ნივთიერებას. საფრთხის შემთხვევაში მყრალა ამ სითხეს აფრქვევს თავდასხმელის მიმართულებით. გავრცელებულია სამხრეთ კანადიდან ცენტრალურ ამერიკამდე. ცხოვრობს ნაირგვარ სავარგულებში. იკვებება პატარ-პატარა ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით, მწერებით. მრავლდება ზამთრის დამლევს. მაკეობა 63 დღემდე გრძელდება. 4—10 ნაშიერს შობს. ერთი წლისა სქესობრივად მწიფდება. მყრალას ძვირფასი ბეწვი აქვს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 240, თბ., 1984 წელი.