ძაღლისებრნი
| ძაღლისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
კოიოტი (Canis latrans)
|
||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Canidae | ||||||||||
| გვარი | ||||||||||
|
||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
ძაღლისებრნი (Canidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 40 (ფენეკი) — 160 სმ (მგელი), შესაბამისად მასა 2-80 კგ აღწევს. აქვთ მეტნაკლებად წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, გრძელი და ფუნთუშა კუდი, მეტნაწილად რბილი და ფუნთუშა ბალანი, წინა თათებზე 5-5 (გამონაკლისია აფთრისებრი ძაღლი, რომელსაც 4-4 თითი აქვს), ხოლო უკანაზე — 4-4 თითი, მაგარი და რბილი ბრჭყალები. ცნობილია 15-მდე გვარი. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა: მგელი, მელა, ტურა და ენოტისებრი ძაღლი (აკლიმატიზებულია). გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისა, ახალი ზელანდიისა, მადაგასკარისა, სულავესისა და ზოგიერთი სხვა ოკეანური კუნძულისა. იკვებებიან ცხოველებით (ზოგი მცენარეულობითაც). მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-1 უსუსურ ლეკვს. ძაღლისებრთა უმრავლესობას ძვირფასი ბეწვი აქვს. ბევრ მათგანს სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების განადგურებით. ზოგიერთი (მგელი და სხვ.) ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას შინაური ცხოველების განადგურებით.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 265, თბ., 1987 წელი.