ჩიტა-დი-კასტელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩიტა-დი-კასტელო
Città di Castello

ქალაქის ერთ-ერთი მონაკვეთი
გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი უმბრია
კოორდინატები 43°27′39″ ჩ. გ. 12°14′38″ ა. გ. / 43.46083° ჩ. გ. 12.24389° ა. გ. / 43.46083; 12.24389
ფართობი 387.53 კმ²
ცენტრის სიმაღლე 288
მოსახლეობა 40 211 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 104 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 075
საფოსტო ინდექსი 06010, 06011, 06012, 06018
საავტომობილო კოდი PG
ოფიციალური საიტი comune.citta-di-castello.perugia.it
ჩიტა-დი-კასტელო — იტალია
ჩიტა-დი-კასტელო

ჩიტა-დი-კასტელო (იტალ. Città di Castello) — ქალაქი და კომუნა იტალიის ცენტრალურ რეგიონ უმბრიაში. ქალაქ პერუჯიდან მდებარეობს ჩრდილოეთით 56 კმ-ზე, ხოლო ქალაქ ჩეზენადან სამხრეთით 104 კმ-ში.

ქალაქი გაწოლილია მდინარე ტიბრის ზემო დინების ხეობაში, აპენინების მთების გასწვრივ. სავარაუდოდ ჩიტა-დი-კასტელო ეტრუსკული ან უმბრიული წარმოშობისაა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 89 წელს წარმოადგენდა რომაულ მუნიციპს. 550 წელს კი ქალაქი გაღატაკებული იყო ოსტგუთების მიერ.

752 წელს ფრანკთა მეფემ პიპინ მოკლემ ქალაქი ვატიკანს გადასცა, თუმცა ქალაქს ეუფლებოდა პაპთა ორი მხარე: პერუჯა და ფლორენცია. 1375 წელს ჩიტა-დი-კასტელო შეუერთდა ეკლესიის მთავრების წინააღმდეგ აჯანყებაში.

1474 წელს რომის პაპმა სიქსტუს IV ქალაქში გამოუშვა თავისი ნათესავი იულიუს II, რომელმაც მოახდინა ქალაქის ალყაში მოქცევა, თუმცა ჩიტა-დი-კასტელოს მთავრებმა მანამდე არ დათმეს ქალაქი მანამ არ დარწუმუნდნენ რომ არმია არ გადავიდოდა ფედერიკო III და მონტეფელტრო ხელში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]