ბრემ სტოკერის დრაკულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დრაკულა
Dracula“
რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა[1]
პროდიუსერი ფრენსის ფორდ კოპოლა[2]
ფრედ ფუჩსი
სცენარის ავტორი ჯეიმზ ვ. ჰარტი
ფრენსის ფორდ კოპოლა
ნაწარმოები დრაკულა
ბრემ სტოკერი
როლებში ენტონი ჰოპკინზი, გერი ოლდმენი, კიანუ რივზი, უინონა რაიდერი
კომპოზიტორი ვოიცეხ კილარი
ენი ლენოქსი
ოპერატორი მიხაელ ბალჰაუსი
სტუდია American Zoetrope
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 13 ნოემბერი, 1992
ხანგრძლივობა 128 წთ
ქვეყანა აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუმინეთი
ენა ინგლისური, ბერძნული, რუმინული, ბულგარული, ლათინური
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი[3][4]
შემოსავალი 215 862 692 აშშ დოლარი

ბრემ სტოკერის დრაკულა (ინგლ. Bram Stoker's Dracula აგრეთვე ცნობილი როგორც დრაკულა) — 1992 წლის ამერიკული გოთიკური საშინელებათა-მელოდრამა ჟანრის თრილერი, რომლის პროდიუსერი, ნაწილობრივ სცენარის ავტორი და რეჟისორია ფრენსის ფორდ კოპოლა. ფილმი დაფუძვნებულია ბრემ სტოკერის ამავე სახელწოდების რომანზე.[1] ფილმში თამაშობენ: ენტონი ჰოპკინზი, გერი ოლდმენი, კიანუ რივზი, უინონა რაიდერი და სხვა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ვამპირ გრაფ დრაკულას უყვარდა ქალი, სახელად ელიზაბეტა. 1462 წელს, თურქებთან ბრძოლიდან დაბრუნებისას დრაკულა გაიგებს, რომ ელიზაბეტამ თავი მოიკლა, რადგან მას დრაკულას სიკვდილის შესახებ ამცნეს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ დრაკულა ტოვებს ტრანსილვანიას და ინგლისში მიემგზავრება. იქ ის გაიცნობს მშვენიერ მინა მიურეის, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ელიზაბეტას. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება, მაგრამ მინა დანიშნულია და ცოლად მიჰყვება ახალგაზრდა ადვოკატ ჯონათან ჰარკერს. დრაკულა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და ეს მას შურისძიებისაკენ უბიძგებს. მას შემდეგ რაც, რამდენიმე ადამიანი გახდება დრაკულას მსხვერპლი, პროფესორი აბრაამ ვან ჰელსინგი საბოლოოდ დარწმუნდება ვამპირების არსებობაში და მათზე ნადირობას დაიწყებს. ამაში მას ეხმარება ჯონათან ჰარკერიც, რადგან მისი მეუღლე მთლიანად დრაკულაზე ფიქრითაა შეპყრობილი.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „A look inside Hollywood and the movies. : REALLY SCARY KIDS : Before the Crypt Opens on Dracula, a Little Surgery“. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-11-22.
  2. „COMMENTARY : A Shtick Through the Heart : Francis Ford Coppola's sympathetic Count Dracula is a radical departure from previous versions. It's enough to scare horror-film traditionalists“. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-11-22.
  3. „A look inside Hollywood and the movies. : BITE THIS : Coming Soon From Coppola: More Hearts of Darkness“. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-11-22.
  4. „How a Scribe and a Damsel Saved 'Dracula' from Cable“. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-11-22.