ქრისტეს ვნებანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ქრისტეს ვნებანი“
რეჟისორი მელ გიბსონი
პროდიუსერი ბრიუს დეივი
მელ გიბსონი
სტივენ მაკ-ივიტი
ენზო სისტი
სცენარის ავტორი ბენედიქტ ფიცჯერალდი
მელ გიბსონი
უილიამ ფულკო (თარგმანი)
ეფუძნება ვნებანი, ახალი აღთქმა, ბიბლია
როლებში ჯეიმზ კევიზელი
მაია მორგენსტერნი
მონიკა ბელუჩი
ჰრისტო შოპოვი
კომპოზიტორი ჯონ დებნი
ოპერატორი კალებ დეშანელი
მონტაჟი ჯონ რაიტი
სტუდია Icon Productions
დისტრიბუტორი Newmarket Films (აშშ) Alliance Atlantis (კანადა)
გამოსვლის თარიღი
  • 25 თებერვალი, 2004 (2004-02-25)
ხანგრძლივობა 126 წთ.[1]
(ხელახალი გამოსვლა: 122 წთ.)[2]
ქვეყანა აშშ
ენა არამეული
ლათინური
ებრაული
ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 611,899,420 აშშ დოლარი

ქრისტეს ვნებანი (ინგლ. The Passion of the Christ) — 2004 წლის ამერიკული ეპიკური დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი არის მელ გიბსონი. მთავარ როლში მონაწილეობს ჯეიმზ კევიზელი, რომელიც განასახიერებს იესო ქრისტეს. ფილმი აღწერს ქრისტეს ცხოვრების ბოლო, მოკლე პერიოდს, რომელიც ცნობილია ქრისტეს ვნებანის სახელით. სიუჟეტი ვითარდება უმეტესწილად ახალი აღთქმის, კეძოდ კი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების მიხედვით. ფილმში ასევე გამოყენებულია სხვა რელიგიური ნაშრომები და ჩანაწერები, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე გერმანელი კათოლიკე ღვთისმეტყველის, ნეტარი ანა კატერინა ემერიკის ხილვები.

ფილმში ასახულია იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი 12 საათი. მოქმედება იწყება ბიბლიური ისტორიის მონაკვეთით, რომელიც ცნობილია როგორც აგონია ბაღში (რომელიც გადმოსცემს გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობის მოვლენებს) და მთავრდება ქრისტეს სასწაულებრივი მკვდრეთით აღდგომით. შიგადაშიგ წარმოდგენილია მოკლე რეტროსპექტული კადრები, რომლებიც ასახავენ მაცხოვრის ბავშვობას, ახალგაზრდობას, ქადაგებას გალილეის მთაზე, თორმეტ მოციქულთა სწავლებასა და საიდუმლო სერობას. ფილმში პერსონაჟების სალაპარაკო ენა ძირითადად არის ლათინური და რეკონსტრუირებული არამეული, რამდენიმე სცენაში კი გამოყენებულია ებრაული ენა. ამ ფილმის გახმოვანება აკრძალულია მსოფლიო მასშტაბით, თუმცა იგი წარმოდგენილია ქართული, ინგლისური, რუსული და სხვა ენების სუბტიტრებით.

მელ გიბსონის ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი კამათი და კრიტიკა გამოიწვია, გაკეთდა უამრავი არაერთგვაროვანი განხილვა. ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, გადამეტებული ძალადობის სცენები ხელს უშლის იმას, რომ ფილმის მთავარი სათქმელი მაყურებლამდე მივიდეს. დაისვა კითხვა იმაზე, არის თუ არა უტყუარი ის არაბიბლიური კათოლიკური მასალა, რომელიც გამოყენებულია ფილმში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ფილმი იყო მთავარი კომერციული ჰიტი, რომლის შემოსავალმა, ჯერ კიდევ კინოთეატრებში ჩვენების დროს, მიაღწია 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტს. ამიტომ ის გახდა ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე R-რეიტინგის (17 წელს ქვევით მყოფი მოზარდებისთვის არ არის მიზანშეწონილი მეურვის თანხლების გარეშე R-რეიტინგის ფილმის ყურება) ფილმი აშშ-ში და ყველა დროის ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე არაინგლისურენოვანი კინემატოგრაფიული ნამუშევარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Passion of the Christ (18). British Board of Film Classification (2004-02-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-22. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  2. The Passion – Recut (15). British Board of Film Classification (2005-02-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2013-06-02.