Nokia
| Nokia Corporation | |
|---|---|
| ტიპი: | საერთაშორისო კომპანია |
| დევიზი: | Connecting people |
| დაფუძნდა: | 1865 |
| მდებარეობა: | ესპოო, ფინეთი |
| პროდუქცია: | მობილური ტელეფონები, სმარტფონები, სხვადასხვა პროდუქცია GSM ქსელისთვის |
| ბრუნვა: | |
| თანამშრომელი: | 68 321 კაცი (2007) |
| ვებ-გვერდი: | nokia.საერთაშორისო nokia.საქართველო |
ნოკიას კორპორაცია (ინგლ. Nokia Corporation) — ფინური მრავალფუნქციური საკომუნიკაციო კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკთან ახლოს, კეილანიემში, ესპოოში მდებარეობს. ნოკია ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო კომუნიკაციებზე და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 112 262 ათასი დასაქმებული ჰყავს. საკუთარ ნაწარმს 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და წლიური ფინანსური ბრუნვა 51,1 მილიარდი ევრო აქვს. 2007 წელს, ნოკიამ 8 მილიარდი ევროს მოგება ნახა.
ნოკია მსოფლიო მასშტაბით მობილური სატელეფონო აპარატების წარმოებით ერთპიროვნული ლიდერია. 2008 წლის მონაცემებით ნოკია მობილური ტელეფონის მსოფლიო ბაზრის 38,6% ეკავა, რითაც მას პირველი ადგილი ეკავა და უსწრებდა სამსუნგს (16,3%), მოტოროლას (8,7%), LG-ის (8,4%), სონი ერიქსონს (7,6%) და სხვებს (20,4%). ნოკია მობილურებს ყველა უმთავრესი ბაზრისთვის უშვებს. მისი ნაწარმი მხარდაჭერილია როგორც GSM, CDMA, ასევე W-CDMA (UMTS) პროტოკოლებით.
ისტორია [რედაქტირება]
საწარმო 1865 წელს დააარსა ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამმა (1838-1916) ტამპერეში, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში და თავიდან ქაღალდის ნაწარმს უშვებდა, რომელიც ექსპორტზე რუსეთში და დიდ ბრიტანეთში იგზავნებოდა. XX საუკუნის დასაწყისში საწარმომ რეზინის ჩექმების და საბურავების წარმოება დაიწყო. დღეს ამ სახის პროდუქციას ნოკიას შვილობილი კომპანია Nokian Tyres უშვებს.
დღევანდელი Nokia Corporation 1967 წელს Nokia Company-ის - ქაღალდების მწარმოებელი პირველი ფაბრიკის - ფინურ კომპანია Rubber Works-სთან და ასევე ფინურ კომპანია Cable Works-სთან გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ნოკიას ძველი ტელეფონების გალერეა
- ნოკიას მუზეუმი
- nokia.com.ge — ნოკიას ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში „სავაჭრო სახლი გოლეთიანი“
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||