ნოკია
ვიკიპედიიდან
| Nokia Corporation | |
|---|---|
| ტიპი: | საერთაშორისო კომპანია |
| დევიზი: | Connecting people |
| დაფუძნდა: | 1865 |
| მდებარეობა: | ესპოო, ფინეთი |
| პროდუქცია: | მობილური ტელეფონები, სმარტფონები, სხვადასხვა პროდუქცია GSM ქსელისთვის |
| ბრუნვა: | |
| თანამშრომელი: | 68 321 კაცი (2007) |
| ვებგვერდი: | nokia.საერთაშორისო nokia.საქართველო |
ნოკიას კორპორაცია (ინგლ. Nokia Corporation) არის ფინური მრავალფუნქციური საკომუნიკაციო კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკთან ახლოს, კეილანიემში, ესპოოში მდებარეობს. ნოკია ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო კომუნიკაციებზე და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 112 262 ათასი დასაქმებული ჰყავს. საკუთარ ნაწარმს 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და წლიური ფინანსური ბრუნვა 51,1 მილიარდი ევრო აქვს. მარტო შარშან[როდის?] ნოკიამ 8 მილიარდი ევროს მოგება ნახა. ნოკია მსოფლიო მასშტაბით მობილური სატელეფონო აპარატების წარმოებით ერთპიროვნული ლიდერია[საჭიროებს წყაროს მითითებას]; მიმდინარე წელს[როდის?] მსოფლიო ბაზრის 39 % დაიპყრო, შარშან კი 36%-ს ფლობდა უკაბელო კომუნიკაციების სფეროში. ნოკია მობილურებს ყველა უმთავრესი ბაზრისთვის უშვებს. მისი ნაწარმი მხარდაჭერილია როგორც GSM, CDMA, ასევე W-CDMA (UMTS) პროტოკოლებით. საქართველოში ნოკიას ოფიციალური ფილიალი სავაჭრო სახლი გოლეთიანია. სავაჭრო სახლი 1998 წლიდან თანამშრომლობს კომპანიასთან.
[რედაქტირება] ბმულები ინტერნეტში
- nokia.com.ge — ნოკიას ოფიციალური ფილიალი „სავაჭრო სახლი გოლეთიანი“

