თამარ მხეიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ მხეიძე
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი 1915
დაბ. ადგილი როკითი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 11 აპრილი 2007
გარდ. ადგილი თბილისი
სამეცნიერო სფერო არაქნოლოგია

თამარ სევერიანეს ასული მხეიძე (დ. 22 დეკემბერი 1915, როკითი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 11 აპრილი 2007, თბილისი) — ქართველი ზოოლოგი. საქართველოს პირველი არაქნოლოგი. ეკუთვნის 30-ზე მეტი სტატია და ერთი წიგნი საქართველოს ობობების შესახებ[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

თამარ მხეიძე გაიზარდა ქუთაისში. მოგვიანებით შეისწავლა ზოოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1990 წლამდე იქ მუშაობდა ლექტორად, რის შემდეგაც აქტიურ მუშაობას შეუდგა, როგორც არაქნოლოგი. თამარ მხეიძე ქორწინებაში იმყოფებოდა ქართველ ლიმნოლოგთან ლავროსი კუტუბიძესთან.

ღვაწლი[რედაქტირება]

თამარ მხეიძე იყო კავკასიისს პირველი არაქნოლოგი. მისი მთავარი ღვაწლი მშობლიური ქვეყნის – საქართველოს ობობების შესწავლაში მდგომარეობს. 30-ზე მეტ სტატიაში მხეიძემ აღწერა ობობების და მთიბავების 40 ახალი სახეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მხეიძე, თამარ (1997): საქართველოს ობობები — სისტემატიკა, ეკოლოგია, ზოოგეოგრაფიული მიმოხილვა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 392 გვ.