მიშელ ფუკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიშელ ფუკო (ფრანგ. Michel Foucault [miˈʃɛl fuˈko]),დ. 15 ოქტომბერი, 1926, პუატიე — გ.25 ივნისი 1984, პარიზი) — ფრანგი ფილოსოფოსი, კოლეჟ დე ფრანსის შემეცნებათა სისტემების ისტორიის კათედრის გამგე. ფუკოს ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეცნიერების განვითარებას: მისი გავლენა შეეხო ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ასევე მთელ რიგ გამოყენებითი და პროფესიული ცოდნის სფეროებს.

მიშელ ფუკო ყველაზე უკეთ ცნობილია სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტების/დაწესებულებების კრიტიკული ანალიზისთვის (მათ შორის ფსიქიატრიის, მედიცინისა და ციხეების სისტემის) და მისი შრომისთვის სექსუალობის ისტორიაში. ფუკოს ნაშრომი ძალაუფლებაზე და ურთიერთობაზე ძალაუფლებას, ცოდნასა და "დისკურსს" შორის ფართო დისკუსიისა და გამოყენების საგანი გახდა. ხშირად მოიხსენიებენ როგორც პოსტმოდერნისტს ან პოსტსტრუქტურალისტს, თუმცა 1960-იან წლებში ის უფრო ხშირად სტრუქტურალისტურ მოძრაობასთან ასოცირდებოდა. ფუკო მოგვიანებით განუდგა სტრუქტურალიზმს, ამ უკანასკნელთა მიერ ფორმალიზმისკენ გადახრის გამო, და ყოველთვის უარყოფდა პოსტსტრუქტურალისტურ და პოსტმოდერნისტულ იარლიყს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Braver, Lee. A Thing of This World: a History of Continental Anti-Realism. Northwestern University Press: 2007. This study covers Foucault and his contribution to the history of Continental Anti-Realism.
  • Carrette, Jeremy R. (ed.). Religion and culture: Michel Foucault. (Routledge, 1999).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: