ჟილ დელეზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟილ დელეზი (ფრანგ. Gilles Deleuze), (დ. 18 იანვარი, 1925 — გ. 4 ნოემბერი, 1995) — XX საუკუნის დასასრულის ფრანგი ფილოსოფოსი. 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე, დელეზმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი დაწერა ფილოსოფიის, ლიტერატურის, კინოს და სახვითი ხელოვნების შესახებ. მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომია წიგნი „კაპიტალიზმი და შიზოფრენია: ანტი-ოიდიპოსი“, რომელიც მან ფელიქს გვატარისთან ერთად დაწერა.