ფერდინანდ დე სოსიური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერდინანდ დე სოსიური
Ferdinand de Saussure by Jullien.png
ფერდინანდ დე სოსიური
მშობლ. სახელი Ferdinand de Saussure
დაიბადა 26 ნოემბერი 1857
ჟენევა, შვეიცარია
გარდაიცვალა 22 თებერვალი 1913
ვიუფლან-სიურ-მორჟი, შვეიცარია
ხელმოწერა Ferdinand de Saussure signature.png

ფერდინანდ დე სოსიური (ფრანგ. Ferdinand de Saussure; დ. 26 ნოემბერი 1857 ჟენევა, შვეიცარია — გ. 22 თებერვალი 1913 ვიუფლან-სიურ-მორჟი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ენათმეცნიერი. სწავლობდა ჟენევის (1875), ლაიფციგის, ბერლინის (1876-1880) უნივერსიტეტებში. 1881-1891 წლებში ლექციებს კითხულობდა პარიზის „უმაღლეს პრაქტიკულ სკოლაში“; ჟენევის უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული, შემდეგ ორდინარული პროფესორი.

1879 წელს სოსიურმა გამოაქვეყნა „მემუარი ხმოვანთა თავდაპირველი სისტემის შესახებ ინდოევროპულ ენებში“, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდოევროპეისტიკის განვითარებაში. განსაკუთრებით დიდია სოსიურის დამსახურება ენათმეცნიერების თეორიის სფეროში. მისმა „ზოგადი ლინგვისტიკის კურსმა“, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტში 1906-1911 წლებში წაკითხული ლექციების მიხედვით გამოსცეს შარლ ბალიმ და ალბერ სეშემ ავტორის სიკვდილის შემდეგ (I გამოცემა 1916), დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ლინგვისტიკაზე.

ფართო მოცულობის ენობრივი მასალის ანალიზზე დაყრდნობით სოსიურმა სცადა დაეფუძნებნა ფართო ორიენტაციის ახალი ლინგვისტიკა, მოაქცია რა კვლევის ცენტრში ენობრივი სისტემა, რომელიც განხილულია როგორც სემიოლოგიური და სოციალური მოვლენა, ნიშანთა ფსიქიკური სისტემა. სოსიურის მოძღვრებისათვის დამახასიათებელია ენისა (langue) და მეტყველების (parole) დაპირისპირება; სინქრონული (აღწერითი) ენათმეცნიერების წინ წამოწევა დიაქრონიულთან (ისტორიულთან) შედარებით; ენობრივ ნიშანთა ღირებულების ცნების შემოტანა; გარეგანი და შინაგანი ლიგვისტიკის გარჩევა.

სოსიურის იდეები დაედო საფუძვლად მთელ რიგ საენათმეცნიერო მიმდინარეობებს, მათ შორის ლიგვისტურ სტრუქტურალიზმს. სოსიურის მოძღვრებიდან იღებს სათავეს თანამედროვე სემიოლოგია; მისი იდეები გამოხმაურებას პოულობენ საზღვარგარეთულ ლიტერატურათმცოდნეობაში, ეთნოგრაფიასა და ზოგიერთ სხვა დარგში.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Recueil des publications scientifiques, Hdlb., 1922;
  • Cours de linguistique generale, fasc. 1—3, ed. critique par R. Engler, Wiesbaden, 1967—68;
  • Morphologic. Linguistique statique: quelques principes generaux, в кн.: A Geneva School Reader in Linguistics, Bloomington, 1969;
  • Cours de linguistique generale, [3 ed.], [P.], 1972ю

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქობალავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 476, თბ., 1985 წელი.
  • Godel R., Les sources manuscrites du cours de linguistique generale de F. de Saussure, P. — Gen., 1957;
  • Starobinski L., Les mots sous les mots. Les anagammes de F. de Saussure, P., 1971;
  • Wunderli P., Ferdinand de Saussure und die Anagramme. Linguistik und Literatur, Tubingen, 1972.