ჟაკ ლაკანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ ლაკანი

ჟაკ ლაკანი, სრული სახელი - ჟაკ-მარი-ემილ ლაკანი (ფრანგ. Jacques-Marie-Émile Lacan; დ. 13 აპრილი, 1901 — გ. 9 სექტემბერი, 1981) — ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი და ექიმი. მისი ნაშრომები ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდით გამოირჩევა, სადაც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას და მათემატიკას. ლაკანზე დიდი გავლენა მოახდინეს ფროიდის, სოსიურის და ლევი-სტროსის ნაშრომებმა. ლაკანმა ფროიდის ნააზრევი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა სტრუქტურალისტური და პოსტსტრუქტურალისტური თეორიების ჭრილში, რითაც ფსიქოანალიზი პოსტსტრუქტურალისტურ თეორიად აქცია.

ლაკანის თანახმად „მე“ ვერასდროს დაიკავებს არაცნობიერის ადგილს და ვერც ვერასდროს შეძლებს მის მართვას, ვინაიდან ”მე” მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, თვით არაცნობიერის წარმოსახვის ნაყოფია. ლაკანისეული ფსიქოანალიზის მიხედვით, არაცნობიერი ყველაფრის საფუძველია.

ლაკანი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ უყალიბდება ჩვილს ილუზია საკუთარი თავის, როგორც ერთიანი ცნობიერი არსების შესახებ, რომელიც სიტყვა „მე“-თი გამოიხატება. ლაკანისთვის ცენტრალური კონცეფციაა არაცნობიერი, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა ფაქტორს მართავს და ენას ჰგავს.

რესურსები ინტერნებში[რედაქტირება]