მირზაანი (ყოფილი ძველი მირზაანი) — დაბა (1945 წლიდან) საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,[4] ისტორიულ ქიზიყში. მდებარეობს ივრის ზეგანზე, ზღვის დონიდან 760 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 672 ადამიანი.[5] მოიპოვებენ ნავთობს.
დაბა მირზაანში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1°, იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,5°, აგვისტოსი - 21,7°; აბსოლიტური მინიმუმია -26°, ხოლო მაქსიმუმი - 35°. ნალექები 650 მმ წელიწადში.
მირზაანი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ჰერეთის ეპარქიას.