მერი ასტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ასტორი
ინგლ. Mary Astor

სტუდიური ფოტო, 1933 წ.
დაბადების სახელი ინგლ. Lucile Vasconcellos Langhanke
დაბადების თარიღი 3 მაისი 1906
ქუინსი, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 25 სექტემბერი, 1987 (87 წლის)
ვუდლენდ-ჰილზი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მსახიობი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები ოსკარი (1942)
ხელმოწერა

მერი ასტორი (ინგლ.Mary Astor, ნამდვილი სახელი  ლუსილ ვასკონსელოს  ლანგჰანკე  3 მაისი, 1906 – გ. 25 სექტემბერი, 1987)— ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი. მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში 1941 წლის ფილმში "დიდებული ტყუილი". განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ბრიჯიტ ო'შონესის როლმა ფილმში „მალტის შევარდენი“ (1941).[1]

მომავალი მსახიობი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც 1920-იანი წლების დასაწყისში  თავისი ხანგრძლივი კინოკარიერა დაიწყო მუნჯი ფილმებით. ხმოვანი კინოს მოსვლასთან ერთად ის გადავიდა ხმოვან ფილმებში, მაგრამ 1930-იანი წლების შუა პერიოდში  მისი კარიერა ამ მიმართულებით თითქმის განადგურდა სკანდალების გამო.  ასტორს მშობლებმა უჩივლეს, მოგვიანებით ბრალი დასდეს მეუღლის ღალატში. იგი იძულებული გახდა ყოფილ ქმრის წინააღმდეგ  ებრძოლა ქალიშვილის მეურვეობისთვის. პირად ცხოვრებაში ყველა ამ სირთულის გადალახვის შემდეგ, ასტორმა განაგრძო წარმატებული ეკრანული კარიერა, საბოლოოდ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის  ფილმში  „დიდებული ტყუილი“ (1941). მან ხელი მოაწერა შვიდწლიან კონტრაქტს Metro-Goldwyn-Mayer-თან და განაგრძო მსახიობობა კინოსა და ტელევიზიაში, ასევე აქტიურად გამოდიოდა  სცენაზე 1964 წლამდე, ვიდრე პენსიაზე არ გავიდა.[2] [3][4]

ასტორი ასევე ხუთი რომანის ავტორია. მისი ავტობიოგრაფია ბესტსელერი გახდა, ისევე როგორც მისი ბოლო წიგნი, "ცხოვრება ფილმში" (1969), რომელიც მან თავის კარიერას მიუძღვნა. რეჟისორმა ლინდზი ანდერსონმა მის შესახებ 1990 წელს დაწერა: [5]

ვიკიციტატა
„როდესაც კინოს მოყვარული ორი ან სამი პიროვნება იკრიბება, მაშინ ამას მხოლოდ ერთი სახელი აქვს — მერი ასტორი. ყველა თანხმდება, რომ ამ მსახიობს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, მისი თვისებები იმდენად ღრმა იყო, რომ რეალურად თითქოს თავისი ბრწყინვალე შესრულებით ყველაფერს ანათებდა.“

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლარკ გეიბლთან ერთად ფილმში "წითელი მტვერი"
მერი ასტორი ფილმში "დიდებული ტყუილი"

მერი ასტორი, დაბ. ლუსილ ვასკონსელოს  ლანგჰანკე, იყო ოტო ლუდვიგ ლანგჰანკეს (2 ოქტომბერი, 1871 - 3 თებერვალი, 1943) და ჰელენ მარი დე ვასკოსელოსის (19 აპრილი, 1881 - 18 იანვარი, 1947) ერთადერთი შვილი. მისი მამა, გერმანელი, გერმანიიდან 1891 წელს  ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში და გახდა აშშ-ს მოქალაქე. დედა ჯექსონვილში დაიბადა. მას ჰქონდა პორტუგალიური და ირლანდიური ფესვები. ლანგჰანკე და დე ვასკოსელოსი დაქორწინდნენ 1904 წლის 3 აგვისტოს ლაიონსში (რაისის ოლქში, კანზასი).

ასტორის მამა ილინოისში ქუინსის საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო, სანამ შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში არ ჩაერთო. მოგვიანებით ის  ფერმერი გახდა. დედა, რომელსაც ყოველთვის სურდა მსახიობობა, ასწავლიდა დრამატურგიას და ორატორობას.  გოგონა სწავლობდა სახლში და აკადემიაში. მან ფორტეპიანოზე დაკვრა  მამისგან ისწავლა, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ყოველდღიურ მეცადინეობას მუსიკაში. ეს გაკვეთილები მას სამომავლოდ გამოადგა, თავად უკრავდა ფორტეპიანოზე ფილმებში „დიდებული ტყუილი“ და „შემხვდი სენტ-ლუისში“.

შვილებთან ერთად, 1944 წ.

1919 წელს ასტორმა თავისი ფოტო გააგზავნა ჟურნალ Motion Picture Magazine-ში სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. როდესაც გოგონა 15 წლის იყო, მამა გერმანული ენის მასწავლებლად მიიწვიეს ჩიკაგოს საჯარო სკოლაში და მთელი ოჯახი იქ გადავიდა.  ლუსილი ესწრებოდა დრამის გაკვეთილებს და სამოყვარულო თეატრალურ სპექტაკლებში მონაწილეობდა. მომდევნო წელს მან კვლავ გაუგზავნა თავისი ფოტო Motion Picture Magazine-ს და ამჯერად უკვე ფინალისტი გახდა, შემდეგ კი მეორე ადგილი დაიკავა  სილამაზის ეროვნულ კონკურსზე. იმისათვის, რომ ასტორი მსახიობი გამხდარიყო, მამამისმა ოჯახი გადაიყვანა ნიუ-იორკში და 1920 წლის სექტემბრიდან 1930 წლის ივნისამდე განაგებდა მისი ქალიშვილის ყველა საქმეს, რომელიც მის კარიერას უკავშირდებოდა.

მერი ასტორი, 1924

მანჰეტენის ფოტოგრაფი ჩარლზ ალბინი იმდენად მოიხიბლა ასტორის ფოტოთი, რომ ახალგაზრდა გოგონას მისთვის პოზირება სთხოვა. შემდგომში ალბინის  ფოტოები ნახა ამერიჯული კინოკომპანია «Famous Players-Lasky»-ს წარმომადგენელმა ჰარი დურანტმა. შედეგად,  ლუსილმა გააფორმა ექვსთვიანი კონტრაქტი Paramount Pictures-თან. პარამაუნტის აღმასრულებელ დირექტორ ჯესი ლასკის, კინორეცენზენტ ლუელა პარსონსსა და პროდიუსერ უოლტერ ვანგერს შორის მოლაპარაკებების დროს, ლუსილ ლანჰანკეს სახელი შეიცვალა მერი ასტორით.[6]

მერი ასტორის საფლავი

ასტორი პირველ კინოგასინჯებზე გააგზავნა ლილიან გიშმა, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გოგონას მიერ წაკითხულმა შექსპირმა. მისი დებიუტი კინო ეკრანზე შედგა ფილმში "სენტიმენტალური ტომი". (1921), მაგრამ სცენები მისი მონაწილეობით საბოლოო მონტაჟის შემდეგ ფილმში ვერ მოხვდა. მერი რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა. მან  კრიტიკოსთა ყურადღება მოკლემეტრაჟიან  ფილმში „მდაბიო მოსამსახურე“ (1921) შესრულებული როლით. მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო"ჯონ სმიტი" (1922), რასაც იმავე წელს მოჰყვა „ადამიანი, რომელიც ღმერთს თამაშობდა“. 1923 წელს მერი და მისი მშობლები გადავიდნენ ჰოლივუდში, სადაც მრავალი სირთულის მიუხედავად,  ხმოვანი კინოს შემოსვლის შემდგომაც წარმატებით გააგრძელა მოღვაწეობა.

45 წლიანი კარიერის ბოლოს მერი ასტორი, რომელმაც 109 მხატვრულ ფილმში ითამაშა,  შეუერთდა აშშ-ს კინომსახიობთა გილდიას და პენსიაზე გავიდა.

მერი ასტორი გარდაიცვალა 1987 წლის 25 სექტემბერს, 81 წლის ასაკში. [7]

ემფიზემით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით. მსახიობი კალვერ სიტიში წმინდა ჯვრის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კინოინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მერი ასტორს მიენიჭა ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. მისი ნომერია 6701.[8]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mary Astor // Encyclopædia Britannica
  2. Mary Astor not actress by accident Career planned The Montana Standard. Montana, Butte. August 24, 1936. p. 5. Retrieved February 20, 2016 – via Newspapers.com.
  3. "Walk of Fame Stars, Mary Astor". walkoffame.com. Hollywood Chamber of Commerce. Archived from the original on April 3, 2016. Retrieved December 1, 2016.
  4. Astor, Mary (1967). A Life on Film. New York: Delacorte. pp. 125–27.
  5. Lindsay Anderson "Mary Astor", Sight and Sound, Autumn 1990, reprinted in Paul Ryan (ed) Never Apologise: The Collected Writings, London: Plexus, 2004, pp. 431–36, 431
  6. Motion Picture and Television Magazine, November 1952, page 33, Ideal Publishers
  7. Thomas, Bob (September, 1987). Maltese Falcon Star Mery Astor dies at 81 The Salina Journal. Kansas Salina p. 8. Retrieved February 20, 2016 – via Newspapers.com
  8. Brownlow, Kevin; Gill, David (1980). Hollywood: A Celebration of the American Silent Film (video). Thames Video Production.