ფილიპინის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფილიპინების ზღვა)
ფილიპინის ზღვა

ფილიპინის ზღვაწყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის დასავლეთით მდებარე განაპირა ზღვა, რომელიც გადაჭიმულია ფილიპინის კუნძულების აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. მისი ზედაპირის ფართობია 5 მლნ კმ². სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ფილიპინის არქიპელაგი, აღმოსავლეთით მარიანას კუნძულები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კაროლინის კუნძულები, ჩრდილოეთით იაპონიის კუნძულები - ჰონსიუ, სიკოკუ, კიუსიუ, ჩრდილო-დასავლეთით რიუკიუს კუნძულები და ტაივანი უკიდურეს დასავლეთში.

ფილიპინის ზღვას საკმაოდ კომპლექსური და განსხვავებული წყალქვეშა რელიეფი აქვს. ამ ზღვის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი კიდევ ისაა, რომ აქ მდებარეობს ზღვის ღრმა ღარი, რომელიც მოიცავს ფილიპინისა და მარიანას ღარებს. ეს უკანასკნელი პლანეტის უღრმესი წერტილია.

1944 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ ზღვაში მიმდინარეობდა საზღვაო შეტაკება იაპონიასა და აშშ-ს შორის, რომელსაც ფილიპინის ზღვის ბრძოლა უწოდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]