პანაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული პანაი.

პანაი — კუნძული ფილიპინებში, მდებარეობს ვისაიასის კუნძულების დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული დაყოფის თვალსაზრისით კუნძული იყოფა ხუთ პროვინციად: აკლანი, ანტიქუე, კაპისი, ილოილო, და გუიმარასი. კუნძულზე არის ერთი რეგიონი, დასავლეთი ვისაიასი. პანაი მდებარეობს მინდოროს სამხრეთით და ნეგროსის ჩრდილო-დასავლეთით, ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან გამოყოფილია გუიმარის სრუტის მეშვეობით. ნეგროსსა და პანაის შორის მდებარეობს მცირე ზომის კუნძული გუიმარასი. პანაის ჩრდილოეთით მდებარეობს სიბუიანის ზღვა და რამბლონის კუნძულები, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სულუს ზღვა და პანაის ყურე.

კუნძულის ფართობი შეადგენს 12,011 კმ², მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მიხედვით 65-ე ადგილი უკავია. 2007 წლის აღწერის შედეგეგად, მოსახლეობა შეადგენს 3,973,877 ადამიანს. კუნძულზე მოსახლეობით უდიდესი ქალაქია ილოილო (მოსახლ. 418,710).

კუნძული მოქცეულია სუბეკვატორულ სარტყელში. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 3000 მმ-ს. კუნძულზე მიედინება მდინარეები: აკეანი, ბანისა, ილოილო და პანაი.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პანაი&oldid=2690959“-დან