ბულაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ბულაკანი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი მალოლოსი
შიდა დაყოფა ანგატი (ბულაკანი), ბალაგტასი (ბულაკანი), ბალიუაგი, ბოკაუე, ბულაკანი (ბულაკანი), ბუსტოსი (ბულაკანი), კალუმპიტი, დონია-რემედიოს-ტრინიდადი, გიგინტო, აგონოი (ბულაკანი), მალოლოსი, მარილაო, Meycauayan, ნორსაგარაი, ობანდო (ბულაკანი), პანდი (ბულაკანი), პაომბონგი, პლარიდელი (ბულაკანი), პულილანი, სან-ილდეფონსო (ბულაკანი), San Jose del Monte, სან-მიგელი (ბულაკანი), სან-რაფაელი (ბულაკანი) და სანტა-მარია (ბულაკანი)
კოორდინატები 15°00′00″ ჩ. გ. 121°05′00″ ა. გ. / 15.00000° ჩ. გ. 121.08333° ა. გ. / 15.00000; 121.08333
მმართველი Daniel Fernando
ფართობი 2796.10 კმ²
მოსახლეობა 3 708 890 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 44
საფოსტო ინდექსი 3000–3024
ოფიციალური საიტი http://www.bulacan.gov.ph
ბულაკანი — ფილიპინები
ბულაკანი

ბულაკანი (ტაგ: Lalawigan ng Bulacan) – პროვინცია ცენტრალური ლუსონის რეგიონში, ფილიპინებში. ბულაკანის დედაქალაქია მალოლოსი. ბულაკანი დაარსდა 1578 წლის 15 აგვისტოს.

ბულაკანის პროვინცია მოიცავს 21 მუნიციპალიტეტს და 569 ბარანგაის. პროვინციის საზღვრებში სამი შემადგენელი ქალაქია მოქცეული: მალოლოსი — პროვინციის დედაქალაქი, მეიკაუაიანი და სან-ხოსე-დელ-მონტე. ბულაკანი მდებარეობს ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩრდილოეთით. პროვინციის დასავლეთით პამპანგის პროვინცია მდებარეობს, ჩრდილოეთით — ნუევა-ესიხა, აღმოსავლეთით — აურორა და კესონი, ხოლო სამხრეთით — რისალი და ეროვნული დედაქალაქის რეგიონი. ბულაკანი მდებარეობს მანილის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

2015 წლის აღწერით, ბულაკანის მოსახლეობის რაოდენობა 3 292 071 ადამიანს შეადგენს. იგი ცენტრალური ლუსონის პროვინციებს შორის პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით, ხოლო მესამე ადგილზეა ფილიპინების პროვინციებს შორის, სებუსა და კავიტეს შემდეგ.[2] ქალაქებს შორის ყველაზე მეტი მოსახლეობა სან-ხოსე-დელ-მონტეს ჰყავს, მუნიციპალიტეტებს შორის — სანტა-მარიის მუნიციპალიტეტს, ხოლო ყველაზე ნაკლები მოსახლეობა დონია-რემედიოს-ტრინიდადის მუნიციპალიტეტშია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური კოლონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულაკანი ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო ფილიპინებში, სადაც ესპანელები ჩავიდნენ. 1571 წლის 3 ივნისს ბანგკუსაის ბრძოლაში მაკაბებესა და ჰაგონოის ადგილობრივი ტომების დამარცხების შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში მარტინ დე გოიტი ლუბაოს ჩრდილოეთ ნაწილისკენ გაემართა.

1571 წლის 14 ნოემბერს მარტინ დე გოიტიმ მალოლოსსა და კალუმპიტს მიაღწია, რის შესახებაც მიგელ ლოპეს დე ლეგასპის აცნობა. გენერალ-გუბერნატორის გადაწყვეტილებით კალუმპიტსა და მალოლოსს ენკომიენდის სტატუსი მიენიჭათ და მათ მმართველებად სენრჟანტი ხუან მორონი (ზოგიერთ დოკუმენტში მორონესი) და დონ მარკოს დე ჰერერა დაინიშნენ.[3] ისინი იმ პირველ კონკისტადორებს შორის იყვნენ, რომლებიც ლეგასპისთან ერთად 1565 წელს ჩავიდნენ ფილიპინებში.

მალოლოსის გუბერნატორის რეზიდენცია

1572 წლის 5 აპრილს მალოლოსისა და კალუმპიდის ენკომიენდები გაერთიანდა და მორონისა და ჰერერის მიერ იმართებოდა. იმავე წელს Alcadia de Calumpit ჩამოყალიბდა, რომელიც მაკაბებეს, კანდაბისა და აპალიტის ტერიტორიებსა და მეიტოს, პანდუკოტის, მეისულაოსა და მალოლოსის დასახლებებსაც მოიცავდა. 1575 წლის 28 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორის, ფრანსისკო სანდეს გადაწყვეტილებით კალუმპიტის შემადგენლობაში ჰაგონოიც შევიდა.

1578 წლის 30 აპრილს ბულაკანი ოფიციალურად დაარსდა ავგუსტინელი ბერების მიერ. Alcadia de Calumpit-ის გაუქმებისა და ბულაკანის პროვინციის ოფიციალურად დაარსების შესახებ წყაროები არ არის შემორჩენილი. წყაროების თანახმად Alcadia de Bulacan-ად 1582 წელს ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ, ენკომენდიების რეორგანიზება 1580-1582 წლებში გენერალ-გუბერნატორ რონქუილო დე პენალოსის დროს მოხდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულაკანის ფართობი 2 796.1 კმ²-ია. პროვინცია ცენტრალური ლუსონის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.[4] პროვინციას ჩრდილოეთიდან ნუევა-ეკიხა ესაზღვრება (სან-ისიდრო, გაპანი და გენერალ-ტინიო), ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — აურორის პროვინცია (დინგალანი), აღმოსავლეთიდან — კესონი (გენერალ-ნაკარი), სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — რისალის პროვინცია (როდრიგესი), სამხრეთით — ეროვნული დედაქალაქის რეგიონი (ვალენსუელა, მალაბონი, ნავოტასი, კალოოკანი და კესონ-სიტი), სამხრეთ-დასავლეთით — მანილის ყურე, ხოლო დასავლეთით — პამპანგა (კანდაბა, სან-ლუისი, პამპანგა, აპალიტი, მაკაბებ და მესანტოლი).

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულაკანი ცენტრალური ლუსონის სამხრეთ ნაწილში ნაყოფიერ ვაკეებზეა გადაჭიმული. პროვინციას ანგატისა და პამპანგის მდინარეები სერავს. ბულაკანის აღმოსავლეთი ნაწილი სიერა-მადრეს მთიანეთითაა დაფარული, სადაც ანგატის წყალშემკრები აუზის სატყეო ნაკრძალი მდებარეობს. ანგატის კაშხლის შემდეგ შექმნილი ანგატის ტბა ამ დაცული ტერიტორიის ფარგლებშია მოქცეული. პროვინციის უმაღლესი წერტილი, ორიოდის მთა სიერა-მადრეს მთიანეთის შემადგენლობაშია და ზღვის დონიდან 1 206 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[5]

სიერა-მადრეს მთიანეთის ხედი ორიოდის ხედი მწვერვალიდან
სიერა-მადრეს მთიანეთის ხედი ორიოდის ხედი მწვერვალიდან

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულაკანში მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წელიწადის დანარჩენ პერიოდს მოიცავს. ჩრდილო-აღმოსავლეთი მუსონები ოქტომბრიდნა იანვრამდე ქრის, რომლის დროსაც პროვინციაში მსუბუქი წვიმებია. თებერვლიდან აპრილამდე აღმოსავლეთის ქარებს სიერა-მადრეს მთები ხვდება წინ და მათ მოძრაობას აბრკოლებს. მაისიდან სექტემბრამდე სამხრეთ-დასავლეთი მუსონები ქრის.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულაკანი 21 მუნიციპალიტეტად იყოფა და 3 შემადგენელ ქალაქს მოიცავს. მოსახლეობა პროვინციის სამხრეთ ნახევარშია კონცენტრირებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  3. The Spaniards' First 50 Years in the Philippines, 1565-1615 - A Sourcebook. ციტირების თარიღი: 2013-08-15
  4. Province: Bulacan". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  5. EveryTrail - EveryTrail.