ბატაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბატაანი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა ბალანგა (ბატაანი), აბუკაი, ბაგაკი, დინალუპიანი, ერმოსა (ბატაანი), ლიმაი (ბატაანი), მარიველესი, მორონგი (ბატაანი), ორანი (ბატაანი), ორიონი (ბატაანი), პილარი (ბატაანი) და სამალი (ბატაანი)
კოორდინატები 14°40′48″ ჩ. გ. 120°27′00″ ა. გ. / 14.68000° ჩ. გ. 120.45000° ა. გ. / 14.68000; 120.45000
მმართველი Albert S. Garcia
დაარსდა 1754
ფართობი 1372.98 კმ²
მოსახლეობა 853 373 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 47
საფოსტო ინდექსი 2100–2114
ოფიციალური საიტი http://bataan.gov.ph
ბატაანი — ფილიპინები
ბატაანი

ბატაანი (ტაგალ. Lalawigan ng Bataan) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ცენტრალური ლუსონის რეგიონში. დედაქალაქია ბალანგა, ხოლო უდიდესი სამთავრობო ერთეული ― მარიველესი. პროვინცია ბატაანის ნახევარკუნძულს მოიცავს. ჩრდილოეთიდან სამბალესი და პამპანგა ესაზღვრება, დასავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ჩრდილო-დასავლეთიდან ― სუბიკის ყურე, ხოლო აღმოსავლეთით ― მანილის ყურე.

ბატაანის ბრძოლა ისტორიაში ცნობილია როგორც ამერიკელ და ფილიპინელ ჯარისკაცთა უკანასკნელი ბრძოლა იაპონიის საიმპერატორო არმიის წინააღმდეგ. ბატაანის სასიკვდილო მარშს სახელი პროვინციის მიხედვით ეწოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატანიის ნახევარკუნძულის პირველი მკვიდრები აიტა მაგბეკენები იყვნენ. ისინი დღევანდელი ფილიპინელების ერთ-ერთი პირველი ნეგრიტოსი წინაპრები არიან. XVI საუკუნესი ბატაანში სამხრეთ ლუსონიდან ტაგალები მიგრირდნენ და აიტა მაგბეკენები პროვინციის მთიან ტერიტორიებზე გადასახლდნენ.

კოლონიური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1647 წელს ესპანეთისგან კუნძულების ჩამორთმევის მიზნით ფილიპინებზე ნიდერლანდების საზღვაო ძალები გადავიდნენ. მათ ბატაანში აბუკაის მკვიდრთა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

ისტორიკოს კორნელიო ბასკარას დოკუმენტების თანახმად, ბატაანის პროვინცია 1757 წლის 11 იანვარს დააარსა გენერალ-გუბერნატორმა პედრო მანუელ არანდიამ. პროვინციამ პამპანგისა და მარიველესის ტერიტორიები მოიცვა.[2][3]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წლის მარტი: ალმოდებული სახლები იაპონელთა მიერ ბატაანის დაბომბვის შემდეგ

1941 წელს ფილიპინებში იაპონელთა შეჭრამდე ბატაანი კუნძულ კორეგიდორის სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა.[4] კუნძულზე აშშ-ის არმიამ სხვადასხვა შეიარაღებასთან ერთად მილიონ გალონამდე ბენზინი განათავსა. ნახევარკუნძულის სამხრეთ ბოლოში, მარიველესის პორტში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ბატარა ბაზა შექმნეს.

1941 წლის დეკემბერში ფილიპინებში იაპონიის საიმპერატორო არმია შეიჭრა და აშშ-ისა და ფილიპინების გაერთიანებული ძალები დაამარცხა. გენერალმა დაგლას მაკართურმა ჯარები დამხმარე ძალების მისვლამდე ბატაანის ნახევარკუნძულზე გადაიყვანა. 1942 წლის 7 იანვარს იაპონიის საიმპერატორო არმიამ ნახევარკუნძულის ალყა დაიწყო.[5] ბატაანის კამპანია უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-ის არმიაში ცხენოსნები (სკაუტთა 26-ე ფილიპინური კავალერია) საბრძოლო ერთეულად გამოიყენეს. ბატაანის ჯარების რაციონი უფრო და უფრო მცირდებოდა, რის გამოც ცხენები დახოცეს და მოშიმშილე ჯარისკაცების საკვებად გამოიყენეს.[6]

9 აპრილს ამერიკელთა და ფილიპინელთა ძალების უმრავლესობა დანებდა, რაცას ბატაანიდან კაპასამდე 106 კმ-იანი იძულები მარში მოჰყვა, რომელსაც შემდეგში ბატაანის სასიკვდილო მარში ეწოდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატაანის პოლიტიკური რუკა

პროვინციის საერთო ფართობი 1 372.98 კმ²-ია და მთლიანად ბატაანის ნახევარკუნძულზე გადაჭიმული. ჩრდილოეთიდან სამბალესი და პამპანგა ესაზღვრება, დასავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ჩრდილო-დასავლეთიდან ― სუბიკის ყურე, ხოლო აღმოსავლეთით ― მანილის ყურე. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1 253 მეტრზე მთა ნატიბი მდებარეობს.[3]

პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო სანაპირო ვაკეა გადაჭიმული, ხოლო დასავლეთ სანაპიროზე კლდეები და მაღლობები ჭარბობს.[3]

ბატაანი 11 მუნიციპალიტეტსადა ერთ შემადგენელ ქალაქს მოიცავს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის აღწერით, ბატაანის მოსახლეობა 853 373 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 620 ადამიანია კმ²-ზე. ადგილობრივთა დემონიმია ბატაენიო.

ბატაანის სამი მთავარი ეთნიკური ჯგუფია: ტაგალები, კაპამპანგანები და აიტა მაგბეკენები. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ჯგუფი პროვინციის აბორიგენი მოსახლეობაა, დღეისთვის ბატაანის მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ. კაპამპანგანები მეტწილად პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. მათი მცირე ნაწილი პროვინციულ პროვინციულ დედაქალაქში ცხოვრობს.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატაანის ნახევარკუნძულის ხედი მანილის ყურიდან

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (SANGGUNIANG PANLALAWIGAN) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ბატაანის პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი ალბერტ რეიმონდ ს. გარსიაა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — კრისტინა მ. გარსია.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატაანში რამდენიმე ელექტროსადგური ფუნქციონირებს. გამომუშავებული ენერგია ძირითადად ლუსონს მიეწოდება. მძლავრი სადგურები წიაღისეულ საწვავზე მუშაობს, როგორებიცაა ნავთობი და ნახშირი, განახლებადი ენერგიის წყაროებიც გამოიყენება, როგორიცაა მზის ენერგია.

პროვინციის ტერიტორიაზე რამდენიმე ნავსადგური მდებარეობს: მარიველესის ტერმინალი, ლუკანინის, ლამაოს, კაპინპინის პორტები და სუბიკის ყურის საერთაშორისო პორტი. ფუნქციონირებს სუბიკის ყურის საერთაშორისო აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Cornelio R. Bascara. 2010. A History of Bataan (1587–1900). UST Publishing
  3. 3.0 3.1 3.2 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Bataan“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 32. ISBN 971-630-037-9. 
  4. "Fall of the Philippines," Louis Morton
  5. "Bataan: Our Last Ditch," Lt. Col. John Whitman, USA.
  6. Intereviews 26th Cavalry, Jerry Kruth, researching Bataan, 2001.