კიევის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიევის დაარსება 482 წელს.

კიევის ისტორიაუკრაინის უდიდესი ქალაქის კიევის ისტორიის, დაახლოებით 1200 წლიანი პერიოდი. ისტორიული ხელნაწერების მიხედვით კიევი დააარსა სამმა ძმამ : კიიმ, შეკმა, ხორივმა და მათმა დამ ლიბედმა, ამ ქალაქის სახელიც სწორედ უფროსი ძმის კიის სახელიდან მოდის, რომელსაც მის საპატივსაცემლოდ ეწოდა კიევი. არსებობს სხვა გადმოცემაც, რომელიც გვაუწყებს რომ დიდი ქალაქის წარმოშობა მდინარე დნეპრის ბორცვოვან ნაპირებზე ანდრია პირველწოდებულის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები.

ქალაქის დაარსების კონკრეტული რიცხვი უცნობია. ზოგი ვარაუდის თანახმად თანამედროვე ქალაქის ადგილას პირველი სლავური დასახლება ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა. 882 წელს კიევი კიევის რუსეთის დედაქალაქი გახდა და X—XII საუკუნეებში როგორც რუსეთის ცენტრმა აყვავების პიკს მიაღწია. 1204 წლის მონღოლური შემოსევის შემდეგ ის განადგურდა და დაეცა. მომდევნო საუკუნეებში ის მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრის როლს ასრულებდა ლიტვის დიდი სამთავროს, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის და რუსეთის სამეფოს შემადგებლობებში, ეს ბოლო შემდგომში რუსეთის იმპერიად გარდაიქმნა.

კიევი საგრძნობლად გაიზარდა ინდუსტრიული რეცოლუციის დროს XIX საუკუნის ბოლოს. სამოქალაქო ომის დროს ქალაქი რამდენიმე შეიარაღებული დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა და რამდენიმე უკრაინული სახელმწიფოს დედაქალაქად ყოფნაც მოასწრო. 1921 წლიდან შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, 1934 წელს გახდა საბჭოთა უკრაინის დედაქალაქი. დიდი სამამულო ომის დროს ქალაქი საგრძნობლად დაზიანდა, ბევრი ძველი ღირსშესანიშნაობა კი დაიკარგა ქალაქის ცენტრის „სტალინური“ რეკონსტრუქციის დროს. ომის შემდეგ კიევი საბჭოთა კავშირში სიდიდით მესამე ქალაქი გახდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია საბჭოთა კავშირის დაშლიდან, 1991 წლიდან.

პრეისტორიული პერიოდი[რედაქტირება]

ტრიპოლური კულტურის გავრცელების არეალი ძვ. წ. 5000 — 2650 წ.წ.

არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებენ, რომ კიევის ოლქის ტერიტორიაზე დასახლებები არსებობდნენ უკვე 15 - 20 ათასი წლის უკან[1]. ენეოლითისა და ნეოლითის პერიოდები წარმოდგენილია ტრიპოლური კულტურით[2], რომლის ძეგლებს და პერიოდებს მკვლევარები სამ ეტაპად ყოფენ : ადრეული (4500 - 3500), შუა (3500 - 2750) და გვიანდელი (2750 - 2000 წწ ჩვ. წ. აღ-მდე). ბრინჯაოს ხანის პერიოდში კიევის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისთვის დამახასიათებელია ბელოგრუდოვის კულტურა. ხოლო კიევის ოლქის ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრის - ახ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილისთვის ზარუბინეცის კულტურაა დამახასიათებელი.[3] რკინის ხანა დღევანდელი კიევისა და კიევის ოლქის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ჩერნიახოვის კულტურის სახით,[4] რომელსაც აგრეთვე „კიევურ კულტურასაც“ უწოდებენ. ის არსებობდა II—III სს. ზღვარიდან IV—V სს. ზღვარამდე ტყიან და უტყეო ველებზე, დასავლეთით ქვემო დუნაიდან დნეპრის მარცხენა სანაპირომდე, აღმოსავლეთით კი ჩერნიგოვის ოლქამდე.[5]

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ტოპონიმმა „კიევმა“ მეცნიერებაში ერთაზროვანი ახსნა ვერ ჰპოვა. ისტორიული ხელნაწერის თანახმად ქალაქის სახელი მისი დამაარსებელის სახელიდან მოდის. XII საუკინის დასაწყისის ნაწარმოებში „თავდაპირველ ნაწარმოებში“ ნათქვამია რომ კიევი სამი ძმის კიის, შჩეკის, ხორივის და მათი და ლიბედის დაარსებულია, როგორც პოლონთა (აღმოსავლეთ პოლონელები) ტომის ცენტრად. სახელი უფროსი ძმის საპატივსაცემლოდ ეწოდა. ქალაქი იმ დროს სამთავრო კარისგან და კოშკისგან შედგებოდა. იგივე ლეგენდის ვარიანტი ჰყავს მოყვანილი სომეხ ავტორს ზენობ გლაკს ნაწარმოებში „ტარონის ისტორია“, სადაც ნათქვამია კუარას (კიევის) დაარსების შესახებ პოლუნების (პოლონების) ქვეყანაში კუარის, მენტეის და ხერეანის მიერ.[6]

ხალხური ეტიმოლოგია კიევის დასახელებას ხსნის იმით, რომ მისი პირველი მაცხოვრებლები იყვნენ მუშები (მეკიანეები), რომლებიც დნეპრზე გადასასვლელს ემსახურებოდნენ. გადასვლელი ფსკერზე ჩამაგრებულ ბოძებზე (კიებზე) ხეფენილს წარმოადგენდა. მსგავსი ტოპონიმები სხვა სლავურ მიწებზეც არის გავრცელებული (მაგალითად სოფელი კიიევო ხორვატიაში, კუავიის ოლქი პოლონეთში). ჰარვარდის მეცნიერი ომელიან პრიცაკი ამ ტოპონიმის წარმოშობას თურქულ ან ებრაულად თვლიდა.[7] არსებობს აგრეთვე არზი რომ ქალაქი ხაზარების მიერ არის დაარსებული, ამ აზრს გ. ვერნადსკი იზიარებდა[8].

ადრეული ისტორია[რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრების შედეგები ადასტურებენ, რომ ჯერ კიდევ V-VII საუკუნეებში დნეპრის მარჯვენა ნაპირზე არსებობდნენ დასახლებები, რომლებსაც ზოგი მკვლევარი ქალაქური ტიპის დასახლებად მიიჩნევს. ამ მიდამოებში აღმოჩენილ იქნა გამაგრებების, საცხოვრებლების ნარჩენები, V-VII საუკუნის კერამიკა, იმპერატორ ანასტასი I-ის (491-518) და იუსტინიანე I-ის (527-565) ბიზანტიური მონეტები, ამფორები და მრავალრიცხოვანი იუველირული ნაკეთობები.[9][10] ეს კონცეპცია, გამყარებული 1983 წელს კიევის 1500 წლისთავის აღნიშვნით, ფართოდ აღიარებულად მიიჩნევა. თუმცა, „საიუბილეო კონცეპციის“ საპირისპიროდ ისტორიკოსების და არქეოლოგების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც ადრე, ეყრდნობიან რა არქეოლოგიურ მონაცემებს მიიჩნევს, რომ კიევის როგორც ქალაქის წარმოშობა მიმდინარეობდა IX და X საუკუნეების მიჯნაზე[11]; ამასთან ვერ ხედავენ საფუძველს ქალაქის გენეტიკურ მემკვიდრეობაზე V-VIII საუკუნებიის დასახლებებთან.[12] მათი აზრით მხოლოდ X საუკუნეში შეერთდნენ ცალკეული დასახლებები და შექმნეს ქალაქური ტიპის დასახლება.[13]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მსოფლიოს ყველა მონარქი: კიევის დიდი სამეფო. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-11-20-ში.
  2. მ. უ. ვიდეიკო Трипільська цивілізація. — კიევი: 2003.
  3. უ. ბრეი, დ. ტრამპი (თარგმანი რუს. გ. ა. ნიკოლაევის) არქეოლოგიური ლექსიკონი. — მოსკოვი: Прогресс, 1990. — გვ. 368. — ISBN 5-01-002105-6
  4. ვ. ვ. სედოვი სლავები ადრეულ შუა საუკუნეებში. — მოსკოვი: 1995. — გვ. 416. — ISBN 5-87059-021-3
  5. ბ. ვ. მაგამედოვი, ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთის ჩერნიახოვის კუტლურა. — კიევი: 1987.
  6. მ. უ. ბრაიჩევსკი როდის და როგორ წარმოიქმნა კიევი. — კიევი: Наукова думка, 1964. — გვ. 96 (181).
  7. პ. ბ. გოლდენი The World of the Khazars.
  8. ამ ჰიპოთეზის კრიტიკა პ. პ. ტოლოჩკო მითი კიევის ხაზარ-იუდეველების მიერ დაარსების შესახებ.
  9. Енциклопедія історії України. Інститут історії України Національної академії наук України.
  10. П. П. Толочко Новые археологические исследования Киева (1963—1978) // Новое в археологии Киева. — 1981.
  11. Два этапа формирования древнерусского государства. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-10-24-ში.
  12. А. В. Комар Русь в IX-X веках: Археологическая панорама // Киев и Правобережное Поднепровье. — Москва, Вологда: Древности Севера. — გვ. 301-324.
  13. М. Г. Рабинович Из истории городских поселений восточных славян // История, культура, фольклор и этнография славянских народов. — Москва: 1968. — გვ. 134.