ზარუბინეცის კულტურა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზარუბინეცის და პშევორის კულტურების გავრცელების რაიონები І ს. ახ. წ.ა.
   — ზარუბინეცის კულტურა,

ზარუბინეცის კულტურარკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა (ძვ. წ. III ს. — ახ. წ. III საუკუნე), გავრცელებულია დასავლეთ და ცენტრალური უკრაინის, სამხრეთ ბელარუსის და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე[1]. აღმოჩენილია 1899 წ. არქეოლოგ ბიკენტი ხვოიკის მიერ და ეწოდა კიევის ოლქში მდებარე ამავე სახელწოდების სოფლის საპატივცემლოდ.

სექციების სია

[რედაქტირება] გეოგრაფია

კულტურია გავრცელების არეალი მოიცავს პიატსკის პოლესიეს, ზედა და შუა დნეპრისპირეთს.[2]

[რედაქტირება] გენეტიკური კავშირები

ზარუბინეცის კულტურის ფორმირებაზე ძლიერი გავლენა იქონიეს ლატენის კულტურის კელტებმა. გენეტიკურად დაკავშირებულია პშევორის კულტურასთან, დასძლია ავტოქტონური მილოგრადის კულტურა. შეიცვალა ჩერნიახოვის და მონათესავე კიევის კულტურით. არეალის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი ბალტების მოსახლეობასთან ურთიერთქმედების შედეგად, წარმოიქმნება მოშინსკის კულტურა[3], ასევე შენარჩუნდა ლოკალური ვარიანტიც კოლოჩინსკის კულტურის სახით. ერთ ერთი რუსი წამყვანი არქეოლოგი გ. ლებედევი ფიქრობს: «სწორედ ზარუბინეცის კულტურის გაჩენით... იწყება ყველა ის გარდაქმნები ტყის ზონაში, რომლებმაც შემდეგ გამოიწვია პრაღის ტიპის კულტურების (ანუ სლავური, ვ.ე.)».[4] ბელარუსის ტერიტორიაზე გამოყოფენ ამ კულტურის ორ სახესხვაობას — პოლესიის და ზემოდვინის ჯგუფებს.

[რედაქტირება] ეთნიკური კუთვნილება

პ. ნ. ტრეტიაკოვი[5], ვ. ვ. სედოვი[6], ვ. ვ. ხვოიკო[7], ბ. ა. რიბაკოვი [8] თვლიან ამ კულტურას ადრესლავურ კულტურად, ვენედების კულტურად[2] (ვ. პ. კობიჩევი, კ. ლ. ეგოროვი, მ.ბ. შჩუკინი, დ.ა. მაჩინსკი, ა.მ. ობლომოვსკი, რ.ვ. ტერპილოვსკი, დ.ნ. კოზაკი).

ვიკიციტატა
«…ყველაფერი ხდება სულ უფრო ნათელი, რომ პომორიელი ვენედების ექსპანსიამ (?) გამოიწვია არა მარტო პშევორის კულტურის წარმოქმნა, არამედ საბოლოოდ წარმოადგენდა ზარუბინეცის კულტურის ფორმირების ძირთად ფაქტორს ვისლის აღმოსავლეთით დიდ არეალზე გავრცელებაზე»."[9]

[რედაქტირება] მატერიალური კულტურა

ნაძერწი კერამიკა - სამეთუნეო წრის გამოყენების გარეშე, რომელიც ცნობილი იყო მათი დასავლელი მეზობლებისთვის - ლატენის კულტურის კელტებისათვის. სამაროვნებში არის ბრინჯაოს ფიბულები. მოსახლეობა ეწეოდა მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას და ნადირობას. განვითარებული იყო მჭედლობა.

[რედაქტირება] ბმულები

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი.პ. რუსანოვა, VI-IX სს. სლავური სიძველეები დნეპრსა და დასავლეთ ბუგს შორის, მ., 1973
  • ვ.ე. ერემენკო, "კელტური ვუალი" და ზარუბინეცის კულტურა. ეთნოპოლიტიკური რეკონსტრუქციის პროცესების ცდა III-I სს. ძვ. წ.ა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში., სპბ, 1997
  • ი. ბორკოვსკი, Staroslovanská keramika ve Strědni Evropě, Praha, 1940

[რედაქტირება] შენიშვნები

  1. პ.ნ. ტრეტიაკოვი, ძველრუსული ხალხების სათავეებთან. მია, 1970(179), (სლავები და ბალტები დნეპრთან ახალი ერის დასაწყისში - ფ.27-43)
  2. 2.0 2.1 კ.ლ. ეგოროვი, კიევის რუსეთის განათლება
  3. ვ.ვ. სედოვი, გოლიადი
  4. გ.ლებედევი დავბრუნდეთ სათავეებთან
  5. პ.ნ. ტრეტიაკოვი ზემო პოდნეპროვიის ზარუბინეცის ტომების განსახლება
  6. ადრე სლავების წარმოშობა და ისტორია
  7. მ.ი. ჟიხი ადრეულ შუა საუკუნეებში ხორვატების წარმოშობა და განსახლება
  8. ბ.ა. რიბაკოვი ძველი რუსეთის წარმართობა
  9. ვ.პ. კობიჩევი, სლავების ძველი სამშობლოს ძიებაში
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე