კარლოს სესპედესი
| კარლოს სესპედესი | ||
| კუბის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 13 აგვისტო 1933 – 5 სექტემბერი 1933 | ||
| წინამორბედი | ალბერტო ერერა ი ფრანჩი | |
| მემკვიდრე | რამონ გრაუ | |
|
|
||
| დაბადებული | 12 აგვისტო, 1871 ნიუ-იორკი, აშშ |
|
| გარდაცვლილი | 28 მარტი, 1939 ჰავანა, კუბა |
|
კარლოს მანუელ დე სესპედეს ი კესადა (ესპ. Carlos Manuel de Céspedes y Quesada; დ. 12 აგვისტო, 1871, ნიუ-იორკი, აშშ – გ. 28 მარტი, 1939, ჰავანა, კუბა) — კუბელი მწერალი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. კუბის პრეზიდენტი 1933 წელს. ქვეყანას განაგებდა ხერარდო მაჩადოს ხელისუფლების დამხობის შემდეგ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. იგი არის ათწლიანი ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კარლოს მანუელ დე სესპედესის შვილი.
1885 წლამდე სწავლობდა ნიუ-იორკში. შემდეგ დედამისმა კარლოსი და მისი ტყუპისცალი და წაიყვანა გერმანიაში. 1895 წელს დაბრუნდა კუბაში და 1895-1898 წლებში მონაწილეობდა კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
1902-1908 წწ. კუბის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტია. შემდეგ ის შეუერთდა კუბის დიპლომატიურ სამსახურს და სხვადასხვა დროს წარმოადგენდა თავის ქვეყანას იტალიაში, არგენტინაში, საბერძნეთში, აშშ-ში, მექსიკაში, ესპანეთში.
გარდაიცვალა 1939 წლის 28 მარტს გულის შეტევით დაკრძალულია ჰავანაში, კოლონის სასაფლაოზე.