ანსელმო ალიეგრო ი მილა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ანსელმო ალიეგრო ი მილა | ||
| კუბის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 იანვარი 1959 – 2 იანვარი 1959 | ||
| წინამორბედი | ფულხენსიო ბატისტა | |
| მემკვიდრე | კარლოს მანუელ პიედრა | |
|
|
||
| დაბადებული | 8 დეკემბერი, 1899 იაგუახაი, კუბა |
|
| გარდაცვლილი | 22 ნოემბერი, 1961 მაიამი, ფლორიდა, აშშ |
|
| მეუღლე | ანა დურანი | |
ანსელმო ალიეგრო ი მილა (ესპ. Anselmo Alliegro y Milá; დ. 8 დეკემბერი, 1899, იაგუახაი, კუბა — გ. 22 ნოემბერი, 1961, მაიამი, ფლორიდა, აშშ) — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1 დღით 1959 წლის 1-დან — 2 იანვრამდე. მან შეცვალა ფულხენსიო ბატისტა. მის შემდეგ კი კარლოს მანუელ პიედრა გახდა პრეზიდენტი.
ანსელმო ალიეგრო ი მილა 1944 წელს იყო კუბის პრემიერ-მინისტრი. ასევე იყო ქალაქ ბარაკოას მერი, კუბის კონგრესის წარმომადგენელი 1925, 1940 და 1945 წლებში. 1942 წელს იყო განათლების მინისტრი, ასევე ეკავა შინაგან-საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობები.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Otero, Juan Joaquin (1954). Libro De Cuba, Una Enciclopedia Ilustrada Que Abarca Las Artes, Las Letras, Las Ciencias, La Economia, La Politica, La Historia, La Docencia, Y ElProgreso General De La Nacion Cubana - Edicion Conmemorative del Cincuentenario de la Republica de Cuba, 1902-1952. (Spanish)
- Jimenez, Guillermo (2006). Los Propietarios De Cuba 1958. Editorial de Ciencias Sociales, Havana, Cuba. ISBN 9590608302. (Spanish)