ინის ბრაუნაუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინის ბრაუნაუ
Braunau am Inn
Stadtplatz Braunau am Inn.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მხარე ზემო ავსტრია
კოორდინატები 48°15′31″ ჩ. გ. 13°02′07″ ა. გ. / 48.25861° ჩ. გ. 13.03528° ა. გ. / 48.25861; 13.03528
ფართობი 24,8 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 351
მოსახლეობა 16 182 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 653 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 07722
საფოსტო ინდექსი 5280
ოფიციალური საიტი http://www.braunau.at

ინის ბრაუნაუ მდებარეობა ავსტრია

Red pog.svg

ინის ბრაუნაუ (გერმ. Braunau am Inn) — ქალაქი ავსტრიაში, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, ინვიერტელის რეგიონში. მდებარეობს 90 კმ-ით დასავლეთით ლინციდან და 60 კმ-ით ჩრდილოეთით ზალცბურგიდან, გერმანიის ბავარიის მხარის საზღვართან. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 16 182 ადამიანს შეადგენს. ამ ქალაქში, 1889 წელს დაიბადა ადოლფ ჰიტლერი.

ისტორია[რედაქტირება]

დასახლება პირველად 810 წელს მოიხსენიება, ქალაქის სტატუსი კი 1260 წელს მიიღო, შედეგად, ის ავსტრიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი გამაგრებული ქალაქი და მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გზაჯვარედინი გახდა, რაც ძირითადად მარილით ვაჭრობასა და მდინარე ინზე გემებით ტვირთების გადაზიდვას მოიცავდა.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემი მემორიალური ქვა ჰიტლერის დაბადების ადგილის წინ

ისტორიის მანძილზე, ბრაუნაუმ ოთხჯერ შეიცვალა მფლობელი. 1779 წლამდე ბავარიელების იყო, სანამ ამ წელს, ტეშენის ხელშეკრულებით ავსტრიის ხელში გადავიდოდა. როგორც ძირითადად ბავარიელებით დასახლებული ქალაქი, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბავარიულ აჯანყებაში ავსტრიული ოკუპაციის წინააღმდეგ ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის დროს. 1809 წელს, პრესბურგის ზავით, ბრაუნაუ კვლავ ბავარიელების გახდა. 1816 წელს, ნაპოლეონის ომების შემდგომი ევროპის რეორგანიზაციის დროს, ბავარიელებმა ქალაქი ავსტრიელებს დაუთმეს, სანაცვლოდ კი აშაფენბურგი მიიღეს. ამის შემდეგ, ბრაუნაუ ავსტრიულია.

ბრაუნაუში მდებარეობს XV საუკუნის, 99 მეტრი სიმაღლის წვეტის მქონე წმინდა სტეფანეს ეკლესია, რომელიც ავსტრიაში სიმაღლით მესამეა. ციხესიმაგრის ნაშთებში გახსნილია მუზეუმი, კვლავ შესაძლებელია ქალაქის ძველი კედლების ხილვა. ასევე მუზეუმი ფუნქციონირებს XVIII საუკუნის შეკეთებულ საჯარო აბანოში.

1889 წლის 20 აპრილს, რანსჰოფენში, რომელიც შემდეგ ინის ბრაუნაუმ მიიერთა, დაიბადა ადოლფ ჰიტლერი. 1892 წელს მან და მისმა ოჯახმა ბრაუნაუ დატოვა და პასაუში გადავიდა. 1989 წელს, ძველმა მაიორმა გერხარდ სკიბამ, ინიციატივა გამოთქვა, რომელიც შემდეგ განახორციელა კიდეც და იმ სახლის წინ, სადაც ჰიტლერი დაიბადა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალური ქვა დადგა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]