განხილვა:ინის ბრაუნაუ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ავსტრიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება საინტერესოა, როგორაა ქსე-ს რუკაზე (თუა დატანილი). საზღვარგარეთის ქვეყნების ორთოგრაფიულ ლექსიკონში ვერ ვნახე, სამაგიეროდ შტირიის მხარის ქალაქი Bruk an der Mur გადმოტანილია პირდაპირ თარგმნის გარეშე ბრუკ-ან-დერ-მური, ვფიქრობ ესეც მასე უნდა გადმოგვეტანა. --ჯაბა ლაბაძე 15:10, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ან თუნდაც შპიტალ-ან-დერ-დრაუ. --ჯაბა ლაბაძე 15:14, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც გამიჩნდა ეს კითხვა, მაგრამ მაინის ფრანკფურტი ხომ გვაქვს? --მიხეილ (მიწერა) 15:15, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაინის ფრანკფურტი ზუსტად მასეა შეტანილი ამ წიგნის 110-ე გვერდზე. --ჯაბა ლაბაძე 15:22, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფრანკფურტი როგორ წერია? ფრანკფურტ-ამ-მაინი? ფრანკფურტსა და მოყვანილ მაგალითებს შორის არის სხვაობა: ან-დერ და ამ (განსხვავება სქესშია). ვვარაუდობ, რომ მამრობითი სქესის მდინარეებზე მდებარე ქალაქების სახელწოდებები (am ...), შედარებით ლაკონურობის გამო ქართულზე გადმოდის თარგმანით, ხოლო მდედრობითი სქესის მდინარეებზე მდებარეები (an der ...) ტრანსკრიფციით. Deu. 15:28, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაინის ფრანკფურტი. --ჯაბა ლაბაძე 15:29, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო, ე. ი. სავარაუდოდ ბრაუნაუც ითარგმნება (ინის ბრაუნაუ), იმიტომ, რომ ინი მამრობითი სქესის მდინარეა. (ისე, არაა გამორიცხული რაიმე მკაცრად განსაზღვრული წესი არ არსებობდეს). Deu. 15:32, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
აი რას გვეუბნება ქსე. ავსტრიის რუკაზე წერია მხოლოდ ბრაუნაუ მდინარის მითითების გარეშე. ქსე, ტ. 1, ვ. 142, თბ., 1975--ცანგალა () 15:34, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

VIVA ქსენია. :) --ჯაბა ლაბაძე 15:42, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბევრი დასახლებაა გერმანიასა და ავსტრიაში, რომლებსაც აქვთ ოფიციალური სახელწოდებები (გავრცელებულისაგან განსხვავებული). გერმანიასა და ავსტრიაში კანონით თითოეულ დასახლებას იმგვარად აქვს შერჩეული ოფიციალური დასახელება, რომ ერთნაირი დასახელების ორი დასახლების არსებობა გამოირიცხოს. ეს კანონი შედარებით ახალია ქსე-ზე. ასე რომ, ქსე-ში (მითუმეტეს რუუკაზე) არაა გამორიხული და დიდი ალბათობითაც მხოლოდ გავრცელებული სახელწოდებაა დატანილი და არა ოფიციალური. Deu. 15:43, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე, ქსე-ზე ახალი და სანდო წყაროს არარასებობის გამო სტატია გადასატანია ბრაუნაუზე ბრაუნაუ-ამ-ინიზე. --ჯაბა ლაბაძე 15:47, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაა გადასატანი. მასეთი წესი არ გვაქვს ჩვენ. თანაც, როგორც უკვე ვთქვი, კანონი, რომლითაც ავსტრიის მსგავსი დასახელების დასახლებებს სახელი შეეცვალათ, ახალია. Deu. 16:00, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მითუმეტეს, რომ სტატია ქსე-ში არაა. რუკაზე კი შემოკლებები ყოველთვისაა :). დარწმუნებული ვარ მაინის ფრანკფურტი რუკაზე მოკლე სახელით ფრანკფურტითაა დატანილი. Deu. 16:02, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში რომ უპირატესობა ახალ წყაროს ენიჭება ეს წესი არ გვაქვს? და თუკი ახალი წყარო არაა ძველს რომ უნდა ვენდოთ ეს ახალია ვიკიპედიაში? --ჯაბა ლაბაძე 16:14, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მემგონი სხვა რამე დავწერე მე. ქსე-ში ნახეთ გერმანიის რუკაზე ფრანკფურტი რა სახელითაა დატანილი. ასევე კარგი იქნება, თუ რუსეთის რუკასაც ნახავთ დონის როსტოვისათვის. Deu. 16:16, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მხოლოდ ფრანკფურტი.--ცანგალა () 16:44, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
გმადლობ, ცანგალა. ე. ი. ვერსადაც ვერ გადავიტანთ :). სათაური მშვენიერია. Deu. 16:47, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიჩნდება სრულიად ლოგიკური შეკითხვა: თუ არსებობს ბრუკ-ან-დერ-მური, შპიტალ-ან-დერ-დრაუ, სანკტ-ფაიტ-ან-დერ-გლანი, ჰალ-ინ-ტიროლი, ვაიდჰოფენ-ან-დერ-იბსი, ვარაუდებს უნდა დავეყრდნოთ? მოიტანეთ რამე წყარო და დამარწმუნეთ, რომ ამ სტატიის სათაური სწორია. --ჯაბა ლაბაძე 19:54, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა, რომ საერთაშორისო ბმულების ძირითად ნაწილში სახელწოდება მშობლიურის მსგავსადაა და არაა გადათარგმნილი (მხოლოდ 5 ენაზეა ნათარგმნი და 2-3-ის წაკითხვა ვერ შევძელი). ჩვენ არცერთი წყარო ამ ქალაქის შესახებ არ გვეუბნება რომ ამის სახელწოდებაა ინის ბრაუნაუ, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა და არსებული რეალობის გამო (არ ვთარგმნით გეოგრაფიულ სახელწოდებებს) ვგონებ სწორი სათაური უნდა იყოს (კარგად ადავხედე საკითხს და შევიცვალე აზრი) ბრაუნაუ-ამ-ინი. რაც შეეხება ამას და ამას ეს გამონაკლისი შემთხვევებია: ხალხში დამკვიდრებულია ამ ფორმით და ითარგმნება. --ჯაბა ლაბაძე 20:09, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ დეუ ვარაუდობდა:

ვიკიციტატა
„მამრობითი სქესის მდინარეებზე მდებარე ქალაქების სახელწოდებები (am ...), შედარებით ლაკონურობის გამო ქართულზე გადმოდის თარგმანით, ხოლო მდედრობითი სქესის მდინარეებზე მდებარეები (an der ...) ტრანსკრიფციით.“

მაგრამ არსებობს სტატია ოდერის ფრანკფურტი (Frankfurt an der Oder), რაც ამ ვარაუდში არ ჯდება. კიდევ ერთხელ მგონია რომ ამ სტატიის სათაური უნდა იყოს ბრაუნაუ-ამ-ინი. არანაირი სქესი არ განსაზღვრავს სტატიის სათაურს. არის ერთი წესი იშვიათი გამონაკლისების გარდა ორიგინალურ სათაურებს არ ვთარგმნით. --ჯაბა ლაბაძე 11:08, 2 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]