ივანე ტურგენევი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ტურგენევი
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1818
დაბადების ადგილი არიოლი,რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 3 სექტემბერი, 1883
გარდაცვალების ადგილი ბუჯივალი,საფრანგეთი
ჟანრი მოთხრობები,რომანები,დრამები,ელეგია
მიმდინარეობა რეალიზმი

ხელმოწერა

ივანე ტურგენევი სერგის ძე (დ. 28 ოქტომბერი (9 ნოემბერი), 1818, არიოლი (რუსეთის ფედერაცია) — გ. 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1883, ბუჟივალი (პარიზის მახლობლად) — რუსი მწერალი,პოეტი,მთარგმნელი,იმპერატორის კარზე არსებული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით.იგი მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენელია. პუშკინი,გოგოლი,დოსტოევსკი,ტოლსტოი,ჩეხოვი და ტურგენევი ერთად რუსული ლიტერატურის ოქროს საუკუნის წარმომადგენლები არიან.

ივანეს მამა ხელმოკლე აზნაური იყო. მდიდარი აზნაურის ქალიშვილზე ვ. ლუტოვინაზე დაქოწინენის შემდეგ სამხედრო სამსახური მიატოვა. ტურგენევები ჯერ სპასკოე-ლუტოვინოვოში ცხოვრობდნენ, 1827 წლიდან მოსკოვში გადასახლდნენ. ტურგენევი თავდაპირველად მოსკოვის, მერე პეტერბურგის და ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა. გაწაფებით დაეწაფა ანტიკურ ლიტერატურას, ფილოსოფიას. 1841 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მოსკოვში დასახლდა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1834 წლიდან დაიწყო.

ტოპონიმები [რედაქტირება]

ივანე ტურგენევის სახელობის მრავალი ქუჩაა:რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსიაში. მისი სახელობის მოედანი არის სანქტ-პეტერბურგში. მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურს ტურგენევი ჰქვია. ტურგენევის სახელობისაა ასევე ერთ-ერთი ჩანჩქერი ალმათში.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 10, გვ.78, თბ., 1986

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]