შინაარსზე გადასვლა

ივანე ვაზოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე ვაზოვი
ბულგ. Иван Вазов
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1850(1850-07-09)[1] [2]
დაბადების ადგილი სოპოტი, ოსმალეთის იმპერია[3]
გარდაცვალების თარიღი 22 სექტემბერი, 1921(1921-09-22)[1] [4] [5] [6] [7] [2] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფია, ბულგარეთის სამეფო[8] [9]
დასაფლავებულია Saint Sophia Church
ფსევდონიმი Пейчин, Добринов, Ц-в, Д. Н-ров, Боянец, Белчин და Н-чев
საქმიანობა პოეტი[10] [11] [12] [7] , რომანისტი, მწერალი[8] [13] [14] [15] [7] [16] [2] , დრამატურგი, მოსამართლე, მთარგმნელი[17] , პოლიტიკოსი, პროზაიკოსი და კრიტიკოსი[7]
ენა ბულგარული ენა
მოქალაქეობა ბულგარეთი
ჟანრი ეპოსი და ლირიკა
Magnum opus დამონებულნი, Q12291024?, Q104013834? და Epic of the Forgotten
ჯილდოები წმინდა კირილესა და მეთოდეს ორდენი, honorary citizen of Sofia და honorary doctor of Sofia University
მეუღლე Atina Bolyarska
პარტნიორ(ებ)ი Evgenia Mars
გავლენა მოახდინეს

ივან ვაზოვი (ბულგარულად – Иван Минчев Вазов, სამეცნიერო ტრანსლიტერაციით Ivan Minčev Vazov) დ. 9 ივლისი [ ძვ. სტ. 27 ივნისი ], 1850 — გ. 22 სექტემბერი, 1921) — ბულგარელი პოეტი, პროზაიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

ივან ვაზოვი იყო არამარტო მწერალი, არამედ ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ბულგარული ეროვნული აღორძინების ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი. მის შემოქმედებაში ასახვა ჰპოვა ბულგარეთის ისტორიის ორი ეპოქის აღორძინებისა და გათავისუფლებისშემდგომი ბულგარეთის ცხოვრებამ.

ივან ვაზოვი იყო განათლების მინისტრი კონსერვატიული სახალხო პარტიიდან 1897 წლის 7 სექტემბრიდან 1899 წლის 30 წლამდე.

სამშობლოში ბულგარული ლიტერატურის პატრიარქად წოდებული ივან ვაზოვის სახელს ატარებს სოფიის ეროვნული თეატრი.

იგი დაიბადა ბალკანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშენებულ ბულგარეთის პატარა ქალაქ სოპოტში. მამამისი, მინჩო ვაზოვი, შეძლებულ ვაჭართა წრეს ეკუთვნოდა. ივან ვაზოვის სიტყვებით „...იგი სარგებლობდა ხალხის პატივისცემით, რომელიც მას ხშირად მიმართავდა რჩევა-დარიგებისათვის თვით ყველაზე უფრო ინტიმურ საკითხებზედაც კი“. მინჩო ვაზოვი გატაცებული ყოფილა პოეზიითა და ისტორიით. საღამოობით — იგონებდა ივან ვაზოვი — იგი შემოიკრებდა შვილებს და ამღერებდა რევოლუციურ სიმღერებს და ვუმღეროდი მას: „სადა ხარ შენ, ერთგულო სიყვარულო ხალხისა“, „მოისურვა ამაყმა ნიკიფორემ“ და სხვ.

მწერლის დედა, სიბა ვაზოვა, თავის დროისათვის ფრიად განათლებული ადამიანი იყო, სიცოცხლით აღსავსე, ენერგიული, შესანიშნავი გარეგნობის მქონე, მშვენიერი ხმით დაჯილდოებული, იგი „მთელ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა“. სიბა ვაზოვამ არა მხოლოდ შთაუნერგა თავის ვაჟს წიგნებისადმი სიყვარული, არამედ ყოველმხრივ ხელს უწყობდა და შეჰხაროდა ჭაბუკი ივანე ვაზოვის პოეზიით გატაცებას.

თავის შემოქმედებაში ივან ვაზოვმა ლიტერატურული შემოქმედების ლამის ყველა ჟანრი მოიცვა; პოეზია, დრამატურგია, მოთხრობა, რომანი, ბელეტრისტიკა, პროზა. მანვე თავის ავტობიოგრაფიაში ლიტერატურული ფორმა მისცა საკუთარ ცხოვრებას.

ივან ვაზოვის სახლი სოპოტში
ივან ვაზოვის ძეგლი მწერლის მშობლიურ სოპოტში
სოფიის ივან ვაზოვის სახელობის ეროვნული თეატრის შენობის ფასადი
  • „დამონებულნი“ (ბულგარულად «Под игото») თარგმნილია ქართულად.
  • „ახალი მიწა“ (ბულგარულად «Нова земя»)
  • „სვეტოსლავ ტერტერი“ ბულგარულად «Светослав Тертер»)
  • „გრამადა“ (ბულგარულად «Грамада»)
  • „ზაგორკა“ (ბულგარულად «Загорка»)
  • „ჩემი მეზობელი ქალი გმიტრა“ (ბულგარულად «Моята съседка Гмитра»)
  • „ზიჰრა“ (ბულგარულად «Зихра»)
  • „ფერიათა სამფლობელოში“ (ბულგარულად «В царството на самодивите»)
  • „სინაის ვარდი“ (ბულგარულად «Синайска роза»)
  • „ძია იოცო ხედავს“ (ბულგარულად «Дядо Йоцо гледа»)
  • „ერთი ბულგარელი ქალი“ (ბულგარულად «Една българка»)
  • „სახიფათო მოგზაურობა“ (ბულგარულად «Апостолът в премеждиe»)
  • „მოვა კი ?!“ (ბულგარულად «Иде ли?»)
  • „პეიზაჟი“ (ბულგარულად «Пейзаж»)
  • „ბნელი გმირი“ (ბულგარულად «Тъмен герой»)
  • „მეგაზეთე კაცი, თუ?!“ (ბულგარულად «Вестникар ли?»)
  • „ჰაჯი აქილევსი“ (ბულგარულად «Хаджи Ахил»)
  • „გაკვეთილი“ (ბულგარულად «Урок»)
  • „ახალი გადასახლება“ (ბულგარულად «Ново преселение»)
  • „ტრავიატა“ (ბულგარულად «Травиата»)
  • „ჰამამობის კანდიდატი“ (ბულგარულად «Кандидат за хамама»)
  • „ენაწყლიანი სტუმარი საქვეყნო ტრაპეზზე“ (ბულგარულად «Сладкодумен гост на държавната трапеза»)
  • „მარიცა ხმაურობს“ (ბულგარულად «Шуми Марица»)
  • „წმიდა გზა“ (ბულგარულად «Чистият път»)
  • „ლევსკი უსიყვარულო მხარიდან“ (ბულგარულად «Левски из „Немили-недраги“»)
  • „უმტერ–მოყვროდ სოფელი“ (ბულგარულად «Негостолюбиво село»)
  • „პავლე ფერტიგატი“ (ბულგარულად «Павле Фертигът»)
  • „XX საუკუნის ბოლო დღე “ (ბულგარულად «Последният ден на XX век»)
  • „მოთხრობები“ (ბულგარულად «Разкази») 1881–1901
  • „შტრიხები და ფერები“ (ბულგარულად «Драски и шарки»)
  • „ნანახ–გაგონილი “ (ბულგარულად «Видено и чуто»)
  • „ჭრელი სამყარო“ (ბულგარულად «Пъстър свят»)
  • „მოთხრობები“ (ბულგარულად «Разкази») 1901–1921

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Olomouc City Library regional database
  3. http://www.virtualtourist.com/travel/Europe/Bulgaria/Oblast_Grad_Sofiya/Sofia-379460/Things_To_Do-Sofia-Aleksander_Nevski_Cathedral-BR-2.html
  4. http://www.britannica.com/EBchecked/topic/624238/Ivan-Vazov
  5. Encyclopædia Britannica
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 The Fine Art Archive — 2003.
  8. 8.0 8.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118804057 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. http://www.lonelyplanet.com/travel-tips-and-articles/76194
  10. http://www.poemhunter.com/ivan-vazov/biography/
  11. http://www.worldatlas.com/webimage/countrys/europe/bulgaria/bgfamous3.htm
  12. http://www.worldatlas.com/webimage/countrys/europe/bulgaria/bgfamous4.htm
  13. http://muse.jhu.edu/journals/comparative_critical_studies/v004/4.2kostova.pdf
  14. https://muse.jhu.edu/journals/comparative_critical_studies/v004/4.2kostova.html
  15. JSTOR — 1995.
  16. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  17. Bibliothèque nationale de France Record #119278067 // BnF catalogue généralParis: BnF.