ივანე ვაზოვი
| ივან ვაზოვი Иван Минчев Вазов |
|
![]() ივან ვაზოვი (1850–1921) |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| გარდაცვალების თარიღი: | |
| ეროვნება: |
ბულგარელი |
| საქმიანობა: |
პოეტი, პროზაიკოსი |
ივან ვაზოვი (ბულგარულად – Иван Минчев Вазов, სამეცნიერო ტრანსლიტერაციით Ivan Minčev Vazov) დ. 27 ივნისი, 1850 – გ. 22 სექტემბერი, 1921), ბულგარელი პოეტი, პროზაიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
ივან ვაზოვი იყო არამარტო მწერალი, არამედ ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ბულგარული ეროვნული აღორძინების ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი. მის შემოქმედებაში ასახვა ჰპოვა ბულგარეთის ისტორიის ორი ეპოქის აღორძინებისა და გათავისუფლებისშემდგომი ბულგარეთის ცხოვრებამ.
ივან ვაზოვი იყო განათლების მინისტრი კონსერვატიული სახალხო პარტიიდან 1897 წლის 7 სექტემბრიდან 1899 წლის 30 წლამდე.
სამშობლოში ბულგარული ლიტერატურის პატრიარქად წოდებული ივან ვაზოვის სახელს ატარებს სოფიის ეროვნული თეატრი.
იგი დაიბადა ბალკანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშენებულ ბულგარეთის პატარა ქალაქ სოპოტში. მამამისი, მინჩო ვაზოვი, შეძლებულ ვაჭართა წრეს ეკუთვნოდა. ივან ვაზოვის სიტყვებით „...იგი სარგებლობდა ხალხის პატივისცემით, რომელიც მას ხშირად მიმართავდა რჩევა-დარიგებისათვის თვით ყველაზე უფრო ინტიმურ საკითხებზედაც კი“. მინჩო ვაზოვი გატაცებული ყოფილა პოეზიითა და ისტორიით. საღამოობით — იგონებდა ივან ვაზოვი — იგი შემოიკრებდა შვილებს და ამღერებდა რევოლუციურ სიმღერებს და ვუმღეროდი მას: „სადა ხარ შენ, ერთგულო სიყვარულო ხალხისა“, „მოისურვა ამაყმა ნიკიფორემ“ და სხვ.
მწერლის დედა, სიბა ვაზოვა, თავის დროისათვის ფრიად განათლებული ადამიანი იყო, სიცოცხლით აღსავსე, ენერგიული, შესანიშნავი გარეგნობის მქონე, მშვენიერი ხმით დაჯილდოებული, იგი „მთელ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა“. სიბა ვაზოვამ არა მხოლოდ შთაუნერგა თავის ვაჟს წიგნებისადმი სიყვარული, არამედ ყოველმხრივ ხელს უწყობდა და შეჰხაროდა ჭაბუკი ივანე ვაზოვის პოეზიით გატაცებას.
თავის შემოქმედებაში ივან ვაზოვმა ლიტერატურული შემოქმედების ლამის ყველა ჟანრი მოიცვა; პოეზია, დრამატურგია, მოთხრობა, რომანი, ბელეტრისტიკა, პროზა. მანვე თავის ავტობიოგრაფიაში ლიტერატურული ფორმა მისცა საკუთარ ცხოვრებას.
სექციების სია |
[რედაქტირება] რომანები
- „დამონებულნი“ (ბულგარულად «Под игото») თარგმნილია ქართულად.
- „ახალი მიწა“ (ბულგარულად «Нова земя»)
- „სვეტოსლავ ტერტერი“ ბულგარულად «Светослав Тертер»)
[რედაქტირება] პოემები
- „გრამადა“ (ბულგარულად «Грамада»)
- „ზაგორკა“ (ბულგარულად «Загорка»)
- „ჩემი მეზობელი ქალი გმიტრა“ (ბულგარულად «Моята съседка Гмитра»)
- „ზიჰრა“ (ბულგარულად «Зихра»)
- „ფერიათა სამფლობელოში“ (ბულგარულად «В царството на самодивите»)
- „სინაის ვარდი“ (ბულგარულად «Синайска роза»)
[რედაქტირება] მოთხრობები
- „ძია იოცო ხედავს“ (ბულგარულად «Дядо Йоцо гледа»)
- „ერთი ბულგარელი ქალი“ (ბულგარულად «Една българка»)
- „სახიფათო მოგზაურობა“ (ბულგარულად «Апостолът в премеждиe»)
- „მოვა კი ?!“ (ბულგარულად «Иде ли?»)
- „პეიზაჟი“ (ბულგარულად «Пейзаж»)
- „ბნელი გმირი“ (ბულგარულად «Тъмен герой»)
- „მეგაზეთე კაცი, თუ?!“ (ბულგარულად «Вестникар ли?»)
- „ჰაჯი აქილევსი“ (ბულგარულად «Хаджи Ахил»)
- „გაკვეთილი“ (ბულგარულად «Урок»)
- „ახალი გადასახლება“ (ბულგარულად «Ново преселение»)
- „ტრავიატა“ (ბულგარულად «Травиата»)
- „ჰამამობის კანდიდატი“ (ბულგარულად «Кандидат за хамама»)
- „ენაწყლიანი სტუმარი საქვეყნო ტრაპეზზე“ (ბულგარულად «Сладкодумен гост на държавната трапеза»)
- „მარიცა ხმაურობს“ (ბულგარულად «Шуми Марица»)
- „წმიდა გზა“ (ბულგარულად «Чистият път»)
- „ლევსკი უსიყვარულო მხარიდან“ (ბულგარულად «Левски из „Немили-недраги“»)
- „უმტერ–მოყვროდ სოფელი“ (ბულგარულად «Негостолюбиво село»)
- „პავლე ფერტიგატი“ (ბულგარულად «Павле Фертигът»)
- „XX საუკუნის ბოლო დღე “ (ბულგარულად «Последният ден на XX век»)
[რედაქტირება] კრებულები
- „მოთხრობები“ (ბულგარულად «Разкази») 1881–1901
- „შტრიხები და ფერები“ (ბულგარულად «Драски и шарки»)
- „ნანახ–გაგონილი “ (ბულგარულად «Видено и чуто»)
- „ჭრელი სამყარო“ (ბულგარულად «Пъстър свят»)
- „მოთხრობები“ (ბულგარულად «Разкази») 1901–1921
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- http://www.slovo.bg/vazov/ Творби на Иван Вазов в свободната библиотека Словото (ბულგარულ ენაზე)
- http://www.liternet.bg/publish2/vchernokozhev/progonenite.htm Вихрен Чернокожев. Прогонените «Песни за Македония» (ბულგარულ ენაზე)
- http://www.bnr.bg/RadioBulgaria/Emission_English/Theme_Culture/Material/Vazovheritage.htm Ivan Vazov’s place in Bulgaria’s heritage (ინგლისურ ენაზე)
- http://www.sofiaecho.com/article/ivan-vazov---the-revolutionary-poet/id_6711/catid_30 Ivan Vazov - The revolutionary poet (ინგლისურ ენაზე)
- http://www.slovo.bg/showauthor.php3?ID=14&LangID=1 Textes d'Ivan Vazov disponibles en bulgare sur le site Slovoto (ფრანგულ ენაზე)
- http://liternet.bg/publish/vazov/index.html Textes, biographie et photo d'Ivan Vazov en bulgare sur le site Liternet (ფრანგულ ენაზე)
