ბულგარული აღორძინება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლოვდივის ერთ-ერთი ძველი და ტიპიური უბანი

ბულგარული ეროვნული აღორძინება (ბულგარულად: Българско национално възраждане ან უბრალოდ Възраждане) იყო ბულგარელი ხალხის სოციალურ–ეკონომიკური და ეროვნული განვითარების პერიოდი ოსმანთა 500 წლოვანი ბატონობის დროს.

ბულგარული აღორძინების დასაწყისად მიჩნეულია 1762 წელს პაისი ჰილენდარსკისეული ბულგარეთის ისტორიის პირველი წიგნის „ისტორია სლავენობულგარსკა“ („სლავბულგართა ისტორია“) გამოსვლის თარიღი. ეს ეპოქა იყო მოიცავს საკმაოდ დიდ დროს, რადგან ის საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა ვიდრე ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბულგარეთის სამთავროს დაარსებამდე. 1877-დან 1878 წლამდე მიმდინარე რუსეთი–თურქეთის ომის შედეგად წარმოიშვა ბულგარეთის სახელმწიფო. ამ ომს ბულგარელი ისტორიოგრაფები „რუსეთ-თურქეთის განმათავისუფლებელ ომს“ უწოდებენ.

სექციების სია

[რედაქტირება] ცნების გაგებისათვის

ბულგარული ისტორიოგრაფია ცნებით – აღორძინება მოიხსენიებს ბულგარეთის გათავისუფლების ეპოქას და იგულისხმება მრავალი საუკუნის შემდეგ ბულგარული ეროვნული ცნობიერების ხელახლა აღორძინება, ფაქტიურად ახალი ცნობიერების მქონე ერის დაბადება.

აღორძინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ტრადიციული ზოგად-ევროპული მოვლენის, რენესანსის თანაფარდი ცნება-ტერმინი.

[რედაქტირება] ბულგარული აღორძინების ნიშნები

ბულგარული აღორძინება ჰქვია რადიკალური ცვლილებების ეპოქას ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. საზოგადოებრივი თვალსაზრისით ხსენებულ ეპოქაში ნელ-ნელა იცვლება და იზრდება ბულგარული საზოგადოების სუსტად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება. კულტურულ და სულიერ ცხოვრებაში ორი ტენდენცია შეინიშნება; ერთის მხრივ ახალი ბულგარული საგანმნათლებლო მოძრაობა (новобългарско просветно движение), ხოლო მეორეს მხრივ კი იმატებს მისწრაფება დამოუკიდებელი ეკლესიისათვის. მიზანი იყო კულტურისა და განათლების გათავისუფლება ელინისტური გავლენებისაგან და ახალი, საკუთარი მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნა. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბრძოლა ბერძნული საეკლესიო მმართველობის წინააღმდეგ.

[რედაქტირება] ბულგარული აღორძინების რევოლუციონრები

ბულგარული აღორძინების დროიდან შემორჩენილი ტრადიციული სახლი ბოჟენციში

[რედაქტირება] ბულგარული აღორძინების აქტივისტები

(„ამღორძინებელი“, „ამღორძინებლები“ - ბულგარულად Възрожденец, ან აგრეთვე „გამღვიძებლები“ - ბულგარულად Будители - სულიერი წინამძღოლი და მასწავლებელი)

[რედაქტირება] ეროვნული აღორძინების აღსანიშნავი ორი დღე ბულგარეთში

  • 1 ნოემბერი არის ბულგარეთში „ეროვნული გაღვიძების დღე“ (ბულგარულადДен на народните будители)
  • 3 მარტი არის „ბულგარეთის გათავისუფლების დღე ოსმალთა ბატონობისაგან“ (ბულგარულადДен на Освобождението на България от османско иго)

[რედაქტირება] ბულგარული აღორძინების პერიოდები

ბულგარული აღორძინება სამ პერიოდად დაიყოფა:

  1. ადრეული პერიოდი, რომელიც 1762 წლიდან XIX საუკუნის დასაწყამდე,
  2. საშუალო პერიოდი – 1820-1850 წწ. ოსმალური რეფორმებიდან ყირიმის ომამდე,
  3. გვიანდელი პერიოდი, რომელიც 1878 წლამდე, ანუ ოსმალთა ბატონობის დასასრულამდე.

მაგრამ არსებობს ბულგარული აღორძინების აგრეთვე სხვა დაყოფაც:

  1. ინტელექტუალური აღორძინება (1830-დან 1840-მდე). ამ ფაზის მთავარი მოვლენა ქრისტიანული სკოლების დაარსება.
  2. ბულგარული მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (1805-დან 1860-მდე). ამ ბრძოლის პიკს წარმოადგენდა მოწოდება ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესახებ და მოწოდება ბერძენთა სულიერი დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებად. (ბულგარული საეგზარქოს დაარსება 1870 წელს). (იხ. ბულგარული მართლმადიდებელი ეკლესია)
  3. რევოლუციური მოძრაობის შექმნა, რომელიც გამოდიოდა როგორც ეროვნული გათავისუფლების იდეით, ასევე სოციალური საკითხების მოგვარების მოთხოვნით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Илия Тодев: Към друго минало или пренебрегвани аспекти на българското национално Възраждане. ИК „ДБ Мария“, 2001
  • Hans-Joachim Härtel, Roland Schönfeld: Bulgarien. Vom Mittelalter bis zur Gegenwart. 1998, Regensburg, ISBN 3-7917-1540-2.
  • Hans-Dieter Döpmann: Kirche in Bulgarien von den Anfängen bis zur Gegenwart. Biblion Verlag, München, 2006, ISBN 3-932331-90-7[1]
  • Sigrun Comati: Bulgarische Landeskunde. Helmut Buske Verlag, Hamburg, 2003, ISBN 3-87548-327-8.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

(ბულგარულ ენაზე)

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე


შეცდომა ციტირებაში არსებული ტეგისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references/>; $2

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე