ეპოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპოსი (ბერძნ. epos — სიტყვა, თხრობა) — სინამდვილის ასახვა თხრობითი გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს. ადამიანისა და მისი ცხოვრების ასახვის ტიპის ეპოსი იყო პროზაულ და პოეტურ ფორმებად: დიდი, საშუალო და მცირე. დასავლეთის კულტურაში ეპოსის უძველესი და უთვალსაჩინოესი ნიმუშებია ილიადა, ოდისეა და ნიბელუნგენიადა, ხოლო აღმოსავლეთში — მაჰაბჰარატა, რამაიანა და შაჰნამე.

ეპოსის ჟანრებია: ეპოპეა, სიმღერა (ხალხური ეპოსი), მოთხრობა, რომანი, პოემა, ბალადა, ნოველა, იგავ-არაკი, ეტიუდი, ესე.

მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრები: მემუარი, დღიური, ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, მოგზაურობა, ნარკვევი, საგმირო ეპოსი.

ზეპირი ეპოსი და მსოფლიო ხალხთა ეპოსი[რედაქტირება]

პირველი ეპიკური ნაწარმოებები დაკავშირებულია წერა-კითხვამდელ საზოგადოებებთან და ზეპირ პოეტურ ტრადიციებთან. ამ ტრადიციებში პოეზია გადაეცემა მსმენელებსა და ერთი შემსრულებლიდან მეორეს წმინდა ზეპირი ფორმით. მსოფლიო ხალხურ ეპოსს განეკუთვნება ნაწარმოებები, რომელიც ლიტერატურულ შედევრებს არ წარმოადგენენ, თუმცა მსოფლიო ხალხთა კულტურის შემადგენელი ნაწილია. ისინი თავდაპირველად ზეპირ ლიტერატურას წარმოადგენდნენ, ხოლო მოგვიანებით კი ჩაწერილ იქნა ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ.

ეპოსი მწიგნობარ საზოგადოებებში[რედაქტირება]

მწიგნობარ საზოგადოებაში ხშირად იყენებდნენ ეპოსის ფორმატს და ადრეული დღემდე მოღწეული ევროპული მაგალითია ვირგილიუსის „აენიდა“, რომელშიც ჰომეროსის თხრობის სტილია განმეორებული. აღმოსავლეთში დაწერილი ეპოსის კარგი მაგალითია ფირდოუსის „შაჰნამე“, სპარსეთში.

მნიშვნელოვანი ეპიკური პოემები[რედაქტირება]

  • მე-10 საუკუნე:
  • ფირდოუსის შაჰნამე
  • ბჰაგავატა პურანა (სანსკრიტი "უფლის ნაამბობი")
  • მე-11 საუკუნე:
  • დიგენის აკრიტას (ბიზანტიური ეპიკური პოემა)
  • როლანდის სიმღერა
  • მეფე გესარის ეპოსი (ტიბეტი, მე-11 საუკუნეში დაიწერა ადრეული წყაროებიდან)
  • მე-12 საუკუნე: შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი
  • მე-13 საუკუნე: ნიბელუნგენლიდი (გერმანიკული მითოლოგია)

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Jan de Vries: Heroic Song and Heroic Legend ISBN 0-405-10566-5
  • Cornel Heinsdorff: Christus, Nikodemus und die Samaritanerin bei Juvencus. Mit einem Anhang zur lateinischen Evangelienvorlage, Untersuchungen zur antiken Literatur und Geschichte 67, Berlin/New York 2003, ISBN 3-11-017851-6
  • Fallon, Oliver. Bhatti’s Poem: The Death of Rávana (Bhaṭṭikāvya). New York 2009: Clay Sanskrit Library, [1]. ISBN 978-0-8147-2778-2, ISBN 0-8147-2778-6
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეპოსი&oldid=2577273“-დან