როკითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
როკითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თემი როკითი
კოორდინატები 42°06′40″ ჩ. გ. 42°47′40″ ა. გ. / 42.11111° ჩ. გ. 42.79444° ა. გ. / 42.11111; 42.79444
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 477[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
როკითი — საქართველო
როკითი
როკითი — იმერეთის მხარე
როკითი

როკითისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: დიდველა).[2] მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 140 მეტრი, ბაღდათიდან 10 კილომეტრი. 1980-იანი წლებისთვის სოფელში შემორჩენილი იყო ძელქვის ცალკეული ეგზემპლარები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1684 წელს სოფელთან გაიმართა როკითის ბრძოლა, რომელშიც იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიის მთავარი გიორგი III გურიელი და შეინარჩუნა ტახტი. XIX საუკუნის 30-იან წლებში სოფელი მეჩხრად იყო დასახლებული. დიუბუა დე მონპერემ სოფელში, ერთ-ერთ მამულში ნახა ზეთისხილის ხე, რაც იშვიათობა იყო. იოჰან გიულდენშტედტის ცნობით ზეთისხილის მოშენება ამ მიდამოებში სცადეს ახალციხელმა ოსმალებმა, მაგრამ უშედეგოდ.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას შუა საუკუნეების ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ეკლესია შემკულია რელიეფებითა და ქართული წარწერებით. გარსშემოვლებული ჰქონდა მომწვანო ქვიშაქვის გალავანი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 477 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 619 279 340
2014[1] 477 225 252

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.