ზურიკო დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურიკო დავითაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
15 თებერვალი, 2001 (2001-02-15) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბორდო
ნომერი 30
ახალგაზრდული კარიერა
2013–2017 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 დინამო თბ. 6 (0)
2018–2019 ლოკომოტივი თბ. 29 (3)
2019–2020 რუბინი 28 (2)
2020–2021   როტორი 20 (0)
2021–2022 არსენალი ტულა 20 (3)
2022–2023 დინამო ბათუმი 14 (6)
2022–2023   ბორდო 30 (5)
2023– ბორდო 34 (6)
ეროვნული ნაკრები
2016–2018 საქართველო 17-წლ. 12 (7)
2017–2018 საქართველო 19-წლ. 9 (4)
2019–2023 საქართველო 21-წლ. 5 (1)
2019– საქართველო 34 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

ზურიკო დავითაშვილი (დ. 15 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.

თბილისის „ლოკომოტივი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ იმიტომ გადავიდა, რომ მას დინამოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.[2]

იმავე წელს The Guardian-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.[3]

2019 წლის თებერვალში საწვრთნელი შეკრება ყაზანის „რუბინთან“ გაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი მას შემდეგ გაფორმდებოდა, როდესაც ფეხბურთელი თვრამეტი წლის ასაკს მიაღწევდა, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი არ გაფორმებულა და დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, რომლის მაისურით საქართველოს პირველობის 29 მატჩი ჩაატარა და თავის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

იმავე 2019 წელს ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.[4]

ყაზანის „რუბინი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ პირველი ტურის მატჩში შედგა. შეხვედრაში, რომელიც ფრედ (1–1) დამთავრდა, დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 66-ე წუთზე იგი ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.

რუსეთის პირველობის ფარგლებში „რუბინის“ მაისურით მან სულ 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

„როტორი“ და „არსენალი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 20 აგვისტოს დავითაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ 2020–21 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. 2021 წლის 16 ივლისს, მისი კონტრაქტი „რუბინთან“ ურთიერთშეთანხმებით შეწყდა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ მან ხელი კონტრაქტს ტულის „არსენალთან“ მოაწერა.

ბათუმის „დინამო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც ფიფამ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება მისცა. ზღვისპირელთა რიგებში ზურიკოს დებიუტი ჰქონდა იმავე წლის აპრილში, „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, როდესაც ირაკლი ბიძინაშვილი შეცვალა და მინდორზე 26 წუთს დაჰყო. დავითაშვილის სადებიუტო შეხვედრა ბათუმელთა რიგებში მათივე გამარჯვებით 5–2 დასრულდა.[5]

ბათუმელთა მაისურით დავითაშვილმა საქართველოს პირველობის 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ოთხ საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

„ბორდო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „ბორდოში“ გადავიდა. ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს 17 სექტემბერს „დიჟონთან“ გამარჯვების მოპოვებაში (2–1). ასევე, კლუბისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლები შეაგდო „სოშოს“ (2–1) და „ლავალის“ (3–0) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.

2023 წლის იანვრის ბოლოს გამოცემა France Bleu-მ საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის კლუბის, „ბორდოს“ გამოსვლა შეაფასა და გუნდის გამორჩეულ მოთამაშეებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.[6][7]

22 წლის ქართველმა შემტევმა 36-ე სათამაშო კვირაში „გენგამის“ წინააღმდეგ — 3–0 მოგებულ მატჩში სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა, გოლის გატანა მოახერხა, საგოლე პასიც გააკეთა და როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში შესანიშნავად მოქმედებდა, საბოლოო ჯამში კი 8.1 კოეფიციენტით შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამასთან, Sofascore-ს ვერსიით საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.[8]

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში სადებიუტო, 2022–23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.[9]

2022–23 წლების სეზონის შემდეგ, ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით მას კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.[10][11]

26 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა 0–0 დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემეტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ მწვრთნელმა, დევიდ გიონმა სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „გენგამს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ, რაფალ სტრაჩეკმა მაროკოელი შემტევის, ამინ ელ უაზანის დარტყმული პენალტი მოიგერია. „ბორდოს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერების მიზნით ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე ჟერემი ლივოლანის ნაცვლად შეუშვა. ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო და შესვლიდან რამდენიმე წუთში ეფექტური დრიბლინგით თამაშის გამწვავება სცადა, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, რასაც მეტოქე მცველი გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.[12][13]

28 ოქტომბერს, ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ბორდომ“ „როდეზს“ უმასპინძლა და მოგების შანსი ვერ გამოიყენა — 2–2. ქართველმა შემტევმა მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. „ბორდო“ 2–0-ს იგებდა, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. მატჩის ბოლოს „როდეზს“ მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში „ბორდომ“ მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.[14][15]

4 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „ბასტიამ“ „ბორდოს“ უმასპინძლა და 3–1 დაამარცხა. ამ წაგების შემდეგ „ბორდო“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა — 13 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. ჟირონდელთა სასტარტო თერთმეტეულში ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა. ასევე, მეორე ტაიმში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, თუმცა მსაჯმა, რომელსაც პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.[16][17]

11 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ბორდომ“ შინ „ანესი“ 3–1 დაამარცხა. ჟირონდულმა კლუბმა წარუმატებელი, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ სასტარტოში ითამაშა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მისი საგოლე პასით ვიპოტნიკმა „ბორდო“ დააწინაურა — 2–1. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.[18]

25 ნოემბერს, „ბორდომ“ მე-15 ტურის მატჩში სტუმრად „პარიზი“ დაამარცხა — 2–1. ჟირონდელებმა ანგირიში მალევე გახსნეს, უკვე მე-7 წუთზე გაეტან ვაისბეკმა შეაგდო. თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მე-12 წუთზე ილან კებალმა გამოიჩინა თავი. გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა 92-ე წუთზე გაიტანეს. მატჩის გმირი იოან ბარბე გახდა. ზურიკო დავითაშვლმა ბორდოელთა შემადგენლობაში მინდორზე 85 წუთს დაჰყო და საკმაოდ აქტიური იყო. ერთ ეპიზოდში ჩინებული პასი მისცა ალბერ ტელისს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გატანა ვერ შეძლო. ამ შეხვედრის შემდეგ „ბორდო“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-13 ადგილზე დამკვიდრდა.[19][20]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2016–2018 წლებში საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში გამართულ 12 შეხვედრაში ზურიკომ 7 გოლი შეაგდო.

მან ასევე, მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა. ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარში მის მიერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გატანილი იშვიათი სილამაზის გოლი, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯგუფური ეტაპის მოსაგებად. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. 2019–20 წლებში მან სულ ექვს შეხვედრაში დაიცვა ქვეყნის პირველი ნაკრების ღირსება.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, 2021 წლის 8 სექტემბერს გაიტანა. სულ 2021 წელს დავითაშვილმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ რვა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ სამი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის, ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.

2023 წელს ათჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და აქედან რვაჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში.

2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. მეორე პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.[21][22][კომ. 1]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 11 ნოემბერი, 2023
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო თბილისი 2017 საქართველოს
ეროვნული ლიგა
6 0 6 0
ლოკომოტივი
თბილისი
2018 19 3 19 3
2019 10 0 10 0
სულ 29 3 0 0 29 3
რუბინი ყაზანი 2019–20 რუსეთის
პრემიერლიგა
26 2 26 2
2020–21 2 0 2 0
სულ 28 2 0 0 28 2
როტორი   2020–21 რუსეთის
პრემიერლიგა
20 0 20 0
არსენალი ტულა 2021–22 20 3 3 1 23 4
დინამო ბათუმი 2022 ეროვნული ლიგა 14 6 4[ა] 1 18 7
ბორდო 2022–23 საფრანგეთის
ლიგა 2
30 5 2 1 32 6
2023–24 14 1 14 1
სულ 44 6 2 1 46 7
სულ ჯამში 161 20 5 2 4 1 170 23
  1. ორი მატჩი და ერთი გოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ორი მატჩი უეფა-ს კონფერენს ლიგაზე

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 26 მარტი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
2019 2 0
2020 4 0
2021 8 2
2022 8 1
2023 10 3
2024 2 0
ჯამში 34 6

სანაკრებო მატჩები და გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 05.09.2019 სტამბოლი სამხრეთი კორეა სამხრეთ კორეის დროშა 2–2 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 73 წუთის შემდეგ 73' [23]
2 15.11.2019 სანქტ-გალენი შვეიცარია შვეიცარიის დროშა 1–0 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 85 წუთის შემდეგ 85' [24]
3 08.09.2020 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია ერთა ლიგა [25]
4 12.11.2020 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–1 ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია ერთა ლიგა შეცვლაზე შესვლა after 90+2 წუთი 90+2' [26]
5 15.11.2020 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–2 სომხეთის დროშა სომხეთი ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 56 წუთის შემდეგ 56' [27]
6 18.11.2020 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–0 ესტონეთის დროშა ესტონეთი ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 66 წუთის შემდეგ 66' [28]
7 06.06.2021 ენსხედე ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 3–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46' [29]
8 02.09.2021 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–1 კოსოვოს დროშა კოსოვო მსოფ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 77 წუთი 77' [30]
9 05.09.2021 ბადახოსი ესპანეთი ესპანეთის დროშა 4–0 საქართველოს დროშა საქართველო მსოფ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 69 წუთის შემდეგ 69' [31]
10 08.09.2021 სოფია ბულგარეთი ბულგარეთის დროშა 4–1 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური გოლი 77' შეცვლაზე შესვლა after 59 წუთი 59' [32]
11 09.10.2021 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 0–2 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი მსოფ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 90 წუთი 90' [33]
12 12.10.2021 პრიშტინა კოსოვო კოსოვოს დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო მსოფ. შეს. გოლი 82' შეცვლაზე შესვლა after 72 წუთი 72' [34]
13 11.11.2021 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 შვედეთის დროშა შვედეთი მსოფ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70' [35]
14 15.11.2021 გორი საქართველო საქართველოს დროშა 1–0 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 61 წუთის შემდეგ 61' [36]
15 25.03.2022 ზენიცა ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა 0–1 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75' [37]
16 29.03.2022 ტირანა ალბანეთი ალბანეთის დროშა 0–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75' [38]
17 05.06.2022 რაზგრადი ბულგარეთი ბულგარეთის დროშა 2–5 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა გოლი 4' შეცვლაზე გამოყვანა 74 წუთის შემდეგ 74' [39][40]
18 09.06.2022 სკოპიე ჩრდ. მაკედონია ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა 0–3 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71' [41][42]
19 12.06.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ერთა ლიგა შეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63' [43]
20 23.09.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 78 წუთის შემდეგ 78' [44]
21 26.09.2022 გიბრალტარი გიბრალტარი გიბრალტარის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა შეცვლაზე შესვლა after 61 წუთი 61' [45]
22 17.11.2022 შარჯა მაროკო მაროკოს დროშა 3–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 62 წუთის შემდეგ 62' [46]
23 25.03.2023 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 6–1 მონღოლეთის დროშა მონღოლეთი ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64' [47]
24 28.03.2023 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ნორვეგიის დროშა ნორვეგია ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 59 წუთის შემდეგ 59' [48]
25 17.06.2023 ლარნაკა კვიპროსი კვიპროსის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. გოლი 84' შეცვლაზე შესვლა after 74 წუთი 74' [49]
26 20.06.2023 გლაზგო შოტლანდია შოტლანდიის დროშა 2–0 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64' [50]
27 08.09.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–7 ესპანეთის დროშა ესპანეთი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46' [51]
28 12.09.2023 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 67 წუთის შემდეგ 67' [52]
29 12.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი ამხანაგური გოლი 9'43' შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46' [53]
30 15.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–0 კვიპროსის დროშა კვიპროსი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 71 წუთი 71' [54]
31 16.11.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–2 შოტლანდიის დროშა შოტლანდია ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 79 წუთი 79' [55]
32 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60' [56]
33 21.03.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 77 წუთი 77' [57]
34 26.03.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–0 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 104 წუთი 104'[ა] [58]
  1. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟია. თბილისის „ლოკომოტივის“ გარდა სულიკო დავითაშვილი ასევე თამაშობდა თბილისის „მერანში“, ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და თბილისის „ამერში“. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 2002 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს თასი, ამას გარდა კიდევ ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს, ამჯერად უკვე თბილისის „ამერის“ შემადგენლობაში — 2006 და 2007 წლებში. 2002 და 2004 წლებში სულიკო დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდს და გუნდის აკადემიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ავტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით „ლოკომოტივის“ აკადემიის გუნდმა წაუგებლად ჩაატარა 19-წლამდელთა ლიგის B ჯგუფი, შემდეგ კი ოქროს ლიგა და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. 2018 წელს მისმა გუნდმა 28 შეხვედრაში 139 გოლი გაიტანა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.[4]

2023 წლის ნოემბერში ზურიკო დავითაშვილს და მის მეუღლეს მია გზირიშვილს ვაჟი შეეძინათ. მშობლებმა პირველ შვილს დათი დაარქვეს.[59]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დროშა საქართველო 17-წლ.
  • ყაზახეთის პრეზიდენტის თასის ფინალისტი: 2017[60]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2017[61]
  • საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2018[62]
  • საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[63]
  • თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[4]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის თებერვალში უეფამ თავისივე საიტის რეპორტიორთა მიერ შედგენილი 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეისონ გრინვუდი, „არსენალის“ გაბრიელ მარტინელი, „ბარსელონას“ ანსუ ფატი და სხვები.[64]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
AFS · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
მედია
„პრაიმ თაიმი“ · „სარბიელი“ · 1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge · WorldSport.ge

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბორდოში გადავიდა
  2. ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“
  3. Next Generation 2018: 60 of the best young talents in world football
  4. 4.0 4.1 4.2 საუკეთესონი რკინიგზაში // „ლელო“, 03.01.2019, № 001, გვ. 3.
  5. ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100
  6. დავითაშვილს ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლია
  7. ფრანგული გამოცემა: „დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა“
  8. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
  9. „დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს და თავისუფლებასაც მიიღებს“
  10. Zuriko, bordelais jusqu’en 2027! // girondins.com
  11. ზურიკო ბორდოში კიდევ 4 წლით // „სარბიელი“
  12. Guingamp 0–0 Bordeaux / Stade du Roudourou // soccerway
  13. დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა
  14. Bordeaux 2–2 Rodez / Stade Matmut-Atlantique // soccerway
  15. დავითაშვილის „ბორდომ“ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა
  16. Bastia 3–1 Bordeaux / Stade Armand-Césari // soccerway
  17. ზურიკოს პენალტი არ დაუნიშნეს — „ბორდო“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა
  18. ზურიკოს მესამე საგოლე პასი — „ბორდომ“ ცუდი სერია დაასრულა
  19. Paris 1–2 Bordeaux / Stade Charléty // soccerway
  20. „ბორდომ“ მოიგო, დავითაშვილმა 85 წუთი ითამაშა
  21. მადლობა, რომ საქართველო ვართ - როგორ დავწერეთ ისტორია
  22. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა
  23. Korea Republic 2–2 Georgia / Friendlies // soccerway
  24. Switzerland 1–0 Georgia / UEFA European Championship Qualifiers
  25. Georgia 1–1 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  26. Georgia 0–1 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  27. Georgia 1–2 Armenia / UEFA Nations League // soccerway
  28. Georgia 0–0 Estonia / UEFA Nations League // soccerway
  29. Netherlands 3–0 Georgia / Friendlies // soccerway
  30. Georgia 0–1 Kosovo / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  31. Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  32. Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies // soccerway
  33. Georgia 0–2 Greece / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  34. Kosovo 1–2 Georgia / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  35. Georgia 2–0 Sweden / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  36. Georgia 1–0 Uzbekistan / Friendlies // soccerway
  37. Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies // soccerway
  38. Albania 0–0 Georgia / Friendlies // soccerway
  39. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  40. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  41. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  42. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  43. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League // soccerway
  44. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  45. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  46. Morocco 3–0 Georgia / Friendlies // soccerway
  47. Georgia 6–1 Mongolia / Friendlies // soccerway
  48. Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024 // soccerway
  49. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  50. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  51. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024 // soccerway
  52. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  53. Georgia 8–0 Thailand / Friendlies // soccerway
  54. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024 // soccerway
  55. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024 // soccerway
  56. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  57. Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024 // soccerway
  58. Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers // soccerway
  59. ზუკა დავითაშვილი მამა გახდა // primetime.ge
  60. President Cup 2017 // atozwiki.com
  61. Определены лучшие игроки Кубка Президента Р // kff.kz
  62. GFF AWARDS 2018 - გამარჯვებულები
  63. სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
  64. დავითაშვილი უეფამ დააფასა // „სარბიელი“