ენსხედე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ენსხედე
ნიდერლ. Enschede
ITC Space.JPG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
პროვინცია ოვერეისელი
კოორდინატები 52°13′12″ ჩ. გ. 6°53′47″ ა. გ. / 52.22000° ჩ. გ. 6.89639° ა. გ. / 52.22000; 6.89639
ფართობი 142,75 კმ²
მოსახლეობა 157 587 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 118 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2

ენსხედე მდებარეობა ნიდერლანდი

Red pog.svg

ენსხედე (ნიდერლ. Enschede) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ ნიდერლანდში, ოვერეისელის პროვინციაში, ტვენტეს რეგიონში. 1935 წლამდე მუნიციპალიტეტი მხოლოდ ქალაქ ენსხედეს მოიცავდა, მაგრამ ამ დროისათვის, სწრაფი ინდუსტრიული ექსპანსიის გამო მას შეუერთეს გარსშემორტყმული ლონეკერის მუნიციპალიტეტი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 157 587 ადამიანს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება]

ენსხედეს ისტორიის საწყისების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ შუა საუკუნეების ადრეულ წლებში, ძველი ბაზრის გარშემო დასახლება არსებობდა, სადაც განთავსებული იყო ეკლესია, ბაზარი და გამაგრებული არისტოკრატიული სახლი.

1325 წელს, უტრეხტის ეპისკოპოსმა ენსხედეს ქალაქის სტატუსი მიანიჭა, რასაც დასახლებისთვის კედლის შემორტყმა მოჰყვა. იქიდან გამომდინარე, რომ ქვის კედლის აშენება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ენსხედეს თხრილების, მესერებისა და ხის ზღუდეებისგან შექმნილი თავდაცვითი სისტემა შემოავლეს.

ვინაიდან შუა საუკუნეების ევროპულ ქალაქთა უმრავლესობა და მათ შორის ენსხედეც ძირითადად ხისგან იყო აგებული, მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა ხანძარი. მართლაც, 1517, 1750 და 1862 წლების ხანძრებმა ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ენსხედე ერთ-ერთი პირველი ნიდერლანდური ქალაქი იყო, რომელიც გერმანელებმა აიღეს, რადგან იგი გერმანიასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ენსხედე საფეიქრო წარმოების ყოფილი ცენტრია. როდესაც ამ ინდუსტრიამ უფრო იაფი გარემოს გამო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადაინაცვლა, ენსხედე ნიდერლანდების ერთ-ერთ უღარიბეს ქალაქად იქცა.

ბოლო დროს გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და დიდი მაღაზიები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]