ვიდადი ნარიმანბეკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიდადი ნარიმანბეკოვი
დაიბადა 13 ივლისი, 1926
დაბადების ადგილი კანი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 13 დეკემბერი, 2001 (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელები
სფერო ფერწერა
ჟანრი პორტრეტი

ვიდადი ნარიმანბეკოვი (აზერ. Vidadi Nərimanbəyov; დ. 13 ივლისი, 1926 წელი, კანი, საფრანგეთი — გ. 13 დეკემბერი, 2001 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — მხატვარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და აზერბაიჯანის სსრ-ს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდადი ნარიმანბეკოვის მამა, ფარმან ნარიმანბეკოვი შუშაში დაიბადა. ის იყო ერთ-ერთი იმ 40 ადამიანიდან ერთ-ერთი, ვინც ევროპაში სასწავლებლად წავიდა აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკიდან.[1] მან ევროპაში ყოფნისას გაიცნო ირმა ლია და მასთან შეხვედრა დაიწყო. ისინი დაქორწინდნენ და დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. ვიდადი ნარიმანბეკოვი 1926 წლის 13 ივლისს კანში დაიბადა.

იგი აზერბაიჯანში 1929 წელს დაბრუნდა მშობლებთან ერთად. დიდმა სამამულო ომმა მათ ოჯახზეც მოახდინა გავლენა და ვიდადის მამა, ფარმანი გადაასახლეს რუსეთის კოლიმის მხარეში, ვიდადი და დედამისი კი კი უზბეკეთში.

1943 წელს ვიდადი ნარიმანბეკოვი შევიდა აზიმ აზიმზადეს სახელობის ფერწერის სკოლაში. 1944 წელს ის გაიწვიეს ჯარში, სადაც ექვსი წელი მსახურობდა. ფერწერის სკოლის დამთავრების შემდეგ 1953-1956 წლებში ვიდადმა სწავლა ვერა მუხინას სახელობის სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო და სამრეწველო აკადემიაში განაგრძო. 1957-1960 წლებში ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ნახატი ,,მძიმე წლები".

ვიდადი ნარიმანბეკოვი 1961 წელს გახდა სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. მას მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ-ს სახალხო არტისტის წოდება 1982 წელს და დიდების ორდენი (შოჰრატის ორდენი) 2001 წელს.[2] ვიდადს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ხელოვნების გამოფენაში და ასევე მას გამართული აქვს პერსონალური გამოფენები საფრანგეთში 1992 და 2000 წლებში. 1977 წლის შემოდგომაზე ვაჟიჰა სამადოვას საგამოფენო დარბაზში ვიდადი ნარიმანბეკოვის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მივიდა ჰეიდარ ალიევი, აზერბაიჯანის სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და ერთი დღის შემდეგ გაზეთებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ვიდადი ნარიმანბეკოვს საპატიო არტისტის წოდება მიენიჭა.[3]

ვიდადის ნამუშევრებში მთავარი თემა ადამიანია. მის ნამუშევრებში ასახულია ბედნიერება, სევდა, სიხარული და სხვა განცდები. ნამუშევარში „მოგონებები“ მკვეთრადაა წარმოდგენილი დაძაბულობა და მღელვარება. მთავარი პერსონაჟია ქალი, რომელიც ქმარს ფრონტზე აცილებს. ნამუშევარი შექმნის დღიდან წარმატებით გამოიფინა 107 ქვეყნის საგამოფენო დარბაზში. ვიდადი ნარიმანბეკოვის პირველი დიდი მოცულობის ტილო იყო ,,გზაზე" (1963).

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მურსალ ნაჯაფოვი ვიდადი ვიდადი ნარიმანბეკოვის შემოქმედებისადმი მიძღვნილ სტატიაში ამბობს: ,,ვიდადი არის ძალიან გულწრფელი ადამიანი, კეთილი, მზრუნველი მეგობარი. მისი სიყვარულისა და აღიარების ორი ძირითადი ასპექტია: შრომა და პასუხისმგებლობა. ის ეძებდა, ეძებდა და სიზმარში აცოცხლებდა თავის გამოუქვეყნებელ კომპოზიციებს. ყველა მისი ნაწარმოების თემაა შრომა, პატრიოტიზმი, უბრალოება და გულწრფელობა."

ვიდადი ნარიმანბეკოვს პერსონალური გამოფენები გამართული აქვს ყოფილ სსრკ-ში, ასევე უნგრეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ალჟირში, ფინეთში და 20 სხვა ქვეყანაში.

მხატვარი გარდაიცვალა 2001 წლის 13 დეკემბერს ბაქოში. 2006 წელს აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ვიდადის 90 წლის საიუბილეო გამოფენა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vidadi Narimanbekov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-15. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
  2. Fransız əsilli Azərbaycan rəssamı - "Bizim karifeylər"dən Vidadi Nərimanbəyov az. ციტირების თარიღი: 2021-10-30
  3. Vidadi Nərimanbəyov: Həyatı. ციტირების თარიღი: 2021-10-30
  4. Vidadi Narimanbekov: Art withstanding test of time en (2016-07-19). ციტირების თარიღი: 2021-10-30