აზიმ აზიმზადე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აზიმ ასლან-ოღლუ აზიმზადე (დ. 25 აპრილი/7 მაისი, 1880, სოფ. ნოვხანი, ბაქოს მახლობლად — გ. 15 ივნისი, 1943, ბაქო, აზერბაიჯანი) აზერბაიჯანელი გრაფიკოსი. აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი (1927). აზერბაიჯანული სატირული გრაფიკის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
სპეციალური განათლება არ მიუღია. მისი კარიკატურები და სატირული ნახატები სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე 1906 ქლიდან ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალში 1929-1936 წლებში იყო აზერბაიჯანის სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორი. აზიმზადეს მთავარი ნამუშევრებია: „ძველი ბაქოს ტიპები“ (1937), „ღარიბების რამაზანი“, „მდიდრების რამაზანი“ (1938, ყველა — აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი, ბაქო) და სხვა ნამუშევრები. ომის წლებში აზიმზადემ შექმნა მრავალი ანტიფაშისტური კარიკატურა. მუშაობდა თეატრის მხატვრად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Наджафов М., Азим Азимзаде, Баку, 1965;
- ქსე, ტ. 1, გვ. 212, თბ., 1975
სტატიის 