ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი
კინოფილმის პოსტერი
კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი:

ჯორჯ ლუკასი

პროდიუსერი:

გერი კერტცი
ჯორჯ ლუკასი
რიკ მაკ-კალუმი
(სპეციალური გამოცემა)

სცენარის ავტორი:

ჯორჯ ლუკასი

მთავარ როლებში:

მარკ ჰემილი
ჰარისონ ფორდი
კერი ფიშერი
პიტერ კაშინგი
ალეკ გინესი

კომპოზიტორი:

ჯონ უილიამსი

დისტრიბუტორი:

20th Century Fox
Lucasfilm

ხანგრძლივობა:

ორიგინალური ვერსია:
121 წთ.
სპეციალური გამოცემა:
124 წთ.

ქვეყანა:

დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

11,000,000 აშშ დოლარი

ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი (ინგლ. Star Wars Episode IV: A New Hope), რომელიც თავდაპირველად გამოვიდა სათაურით ვარსკვლავური ომები, — 1977 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი სერიიდან ვარსკვლავური ომები. რეჟისორ ჯორჯ ლუკასის მიერ გადაღებული ეს ეპოქალური ფილმი იქცა მსგავსი ჟანრის ფილმებს შორის ნამდვილ რევოლუციად, რომელიც გავლენა იქონია ზოგადად ამ კინოჟანრის განვითარებასა და პოპ-კულტურაზე.

ფილმის მოქმედება მიმდინარეობს შორეულ გალაქტიკაში, უცნობ დროს. აჯანყებულების გუნდი ებრძვის ბოროტ იმპერიას, რომელსაც დართ ვეიდერი მართავს. ამბავი ვითარდება მოხალისის, ლუკ სკაიუოკერის ისტორიის ირგვლივ. მას წვრთნის ჯედაების ოსტატი ობი-ვან კენობი, რომელიც მასში აღვიძებს ინტერესს თავისი რეალური წარსულისა და მომავლისადმი.

თავად ეს ფილმი შეიქმნა მანამდე პოპულარული ფილმების ფლეშ გორდონი და აკირა კუროსავას ფილმების გავლენით. მუშაობა სცენარზე დაიწყო 1973 წელს. 11 მილიონი დოლარის ბიუჯეტით გადაღებულმა ფილმმა, რომლის გაგრძელებაც ჯერ კიდევ არ იყო გეგმებში, შემქმნელებს და სადისტრიბუციო კომპანიას მოუტანა 460 მილიონიანი შემოსავალი მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან - 337 მილიონი. ფილმმა მიიღო 10 ოსკარი, მათ შორის - წლის ფილმის კატეგორიაში.

ფილმი რამდენჯერმე გამოიცა სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის ყველაზე ცნობილია 1997 წლის სპეციალური, ვრცელი ვერსიები და 2004 წლის DVD გამოცემები.

[რედაქტირება] სიუჟეტი

შორეულ გალაქტიკაში იმპერიაც ცდილობს სამყაროს დამონებას. მის ჯარებს ებრძვის აჯანყებულთა მცირე რაზმები. მათ შორის არის პრინცესა ლეა, გალაქტიკური სენატის წევრი. იმპერიის ძალები, დართ ვეიდერის მეთაურობით იპყრობენ მას, რათა დაადგინონ, სადაც მდებარეობს აჯანყებულთა ბაზა. ამასობაში პრინცესა ასწრებს ორი დროიდის, R2-D2 და C-3POს პლანეტა ტატუინზე, ვინმე ბენ კენობისთან გაგზავნას, თხოვნით, რომ დაეხმაროს მას.

დროიდები მოხვდებიან ლუკ სკაიუოკერთან. R2-D2 ეძებს კენობის, ისევე, როგორც ლუკი და მეორე დროიდი. უდაბნოში ისინი გადააწყდებიან თავად კენობის, რომელიც სთხოვს ლუკს, გაჰყვეს პლანეტა ალდერაანზე, ლეიას დასახმარებლად. ის სკაიუოკერს გადასცემს მისი მამის კუთვნილ ლაზერის ხმალსაც. ლუკის ზიზღს იმპერიის წარმომადგენელთა მიმართ აორმაგებს მათი ჯარების მიერ მის აღმზრდელთა მოკვლა.

გზად კოსმოპორტში აღმოჩნდება, რომ კენობი ფლობს ჯედაის ძალებს. კოსმოპორტში მოგზაურები ქირაობენ კონტრაბანდისტ მფრინავ ჰენ სოლოსა და მის ხომალდ 'ათასწლიან შევარდენს'. სოლოს აქვს პრობლემები ადგილობრივ კრიმინალ ჯაბა ჰატთან, მაგრამ იგი მას ჰპირდება ძველი ვალის დაბრუნებას.

ამავე დროს დართ ვეიდერი ლეას აიძულებს, აჯანყებულთა ბაზის ადგილსამყოფელის შესახებ უამბოს. იგი თავისას მიაღწევს, თუმცა მანამდე მუქარის სახით ააფეთქებს პრინცესას მშობლიურ პლანეტა ალდერაანს.

ჰენ სოლო და მისი მგზავრები ბრუნდებიან ჰიპერსივრცობრივი ნახტომიდან და აპირებენ ალდერაანზე დაშვებას. პლანეტისგან აღარაფერია დარჩენილი. ამ დროს იმპერიის ხომალდზე მათ ხომალდს შეამჩნევენ და კინეტიკურ სხივის დახმარებით იზიდავენ სიკვდილის ვარსკვლავთან.

გმირები მტრებს ემალებიან კონტრაბანდის შესანახ განყოფილებაში. მოგვიანებით ისინი შედიან ბაზაზე. ობი-ვანი აპირებს კინეტიკური სხივის გათიშვას, ხოლო ლუკი და ჰენი ეძებენ ლეიას. ჰენი თავდაპირველად უარზეა, თუმცა ლუკი ჰპირდება, რომ პრინცესა მისთვის ჯილდოს არ დაიშურებს.

ლეიას გათავისუფლების შემდეგ ყველა ბრუნდება ხომალდზე, თუმცა ობი-ვანი სხივის გათიშვის შემდეგ დერეფანში დარტ ვეიდერს ხვდება, რომელიც მას კლავს. ლუკი და სხვები ლეიას მითითებით აჯანყებულთა ბაზაზე მიემგზავრებიან. მაგრამ იმპერია მათ თვალს ადევნებს სპეციალური გადამცემის დახმარებით, რომელიც ჰენის ხომალდზე იქნა დამაგრებული.

აჯანყებულთა ბაზაზე მიმდინარეობს ფართომასტაბიანი მომზადება სიკვდილის ვარსკვლავზე მომავალი დარტყმისათვის. R2D2-ს მეხსიერებაში შენახულია ბაზის სქემები, რომელთა მიხედვით შესაძლოა მისი ’სუსტი წერტილების’ პოვნა. ჰენი, რომელმაც ყველას თავი მოაწონა ამ მოგზაურობისას უარს ამბობს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ვინაიდან აპირებს ჯაბა ჰატთან დაბრუნებას და ვალის გადახდას.

ამასობაში სიკვდილის ვარსკვლავი უახლოვდება იავინ IV-ს, სადაც აჯანყებულთა ბაზა მდებარეობს. მისი დამცავი არის გარღვევა შეუძლებელია, თუმცა ერთად-ერთი ’სუსტი წერტილია’ სავენტილაციო გასასვლელი, რომელიც რეაქტორის გზად მდებარეობს. მაგრამ მისი შესასვლელი დაცულია იმპერიული გამანადგურებლებით და სხვა დამცავი სისტემებით. მხოლოდ ძალიან გამოცდილ პილოტს შეუძლია იქ შეღწევა.

ლუკი თავად მიემართება სხვებთან ერთად. ფრენის დროს განადგურებული მისი თითქმის ყველა დამხმარე, თავად კი უკან მოჰყვება დართ ვეიდერის ხომალდი, მაგრამ ამ დროს ლუკის დასახმარებლად ჰენ სოლო მოდის, რომელიც ვეიდერის ხომალდს ერთი გასროლით მოისვრის. ლუკი წარმატებით აგდებს ასაფეთქებელს რეაქტორში.

იმ დროს, როდესაც ბაზიდან გაშვებულმა სხივმა უნდა გაანადგუროს იავინ IV, სიკვდილის ვარსკვლავი ფეთქდება. ლუკი, ჰენი და სხვები ბრუნდებიან უკან. ფილმის უკანასკნელი სცენის დროს ლეია ლუკს და ჰენს აჯილდოვებს სპეციალური მედლებით.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე