ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი
Departamento del Valle del Cauca
დროშა
Flag of Valle del Cauca.svg
გერბი
Escudo del Valle del Cauca.svg
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სტატუსი დეპარტამენტი
მოიცავს 42 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი კალი
შექმნის თარიღი 16 აპრილი, 1910
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2005)
4 060 196[1] კაცი (მე-3 ადგილი)
სიმჭიდროვე 180 კაცი/კმ²
ფართობი 22 140 კმ² (23-ე ადგილი)
ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 CO-VAC
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Valle del Cauca department

ვალიე-დელ-კაუკა (ესპ. Departamento del Valle del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან და კოლუმბიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეპარტამენტად მიიჩნევა. დედაქალაქია სანტიაგო-დე-კალი. ძალზედ სტრატეგიულია მისი მდებარეობა და ხშირად კოლუმბიის ჭიშკარსაც კი უწოდებენ წყნარ ოკეანეზე. გარდა კალისა, დეპარტამენტის ცხოვრებაზე დიდი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გავლენა აქვ ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ბუენავენტურა, კარტაგო და ტულუა. ვალიე-დელ-კაუკაში მდებარეობს ექვსი დამოუკიდებელი ქალაქი, რომელთა მოსახლეობაც 100 000 ადამიანს აჭარბებს. ბუენავენტურას ნავსადგური ყველაზე დატვირთულია კოლუმბიაში და ყოველწლიურად დაახლოებით 8 500 000 ტონა ტვირთს ატარებს.

დეპარტამენტის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა კონცენტრირებული. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, ბამბა, სოია, სორგო, მთებში ასევე ყავა. აწარმოებენ შაქარს, რომელიც დანარჩენ კოლუმბიასა და მეზობელ ქვეყნებს მიეწოდება.

დეპარტამენტი 42 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. DANE. წაკითხვის თარიღი: February 13, 2013.