მაგდალენას დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
მაგდალენას დეპარტამენტი
Departamento del Magdalena
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი სანტა-მარტა
კოორდინატები 10°11′00″ ჩ. გ. 74°14′00″ დ. გ. / 10.18333° ჩ. გ. 74.23333° დ. გ. / 10.18333; -74.23333
დაარსდა 1825
ფართობი 23 188 კმ²
მოსახლეობა 1 235 425[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 53 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი gobmagdalena.gov.co

მაგდალენა (ესპ. Departamento del Magdalena) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვის სანაპიროსთან. სახელი ეწოდა მდინარე მაგდალენასგან. დედაქალაქია სანტა-მარტა. შედიოდა კოლუმბიის შეერთებული შტატების ისტორიული სახელწმიფოს შემადგენლობაში.

მაგდალენას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლა-გუახირის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — სესარის დეპარტამენტი. დასავლეთიდან მდინარე მაგდალენა გამოჰყოფს ატლანტიკოსა და ბოლივარის დეპარტამენტებისაგან.

დეპარტამენტი 30 მუნიციპალიტეტისაგან შედეგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.