ჩოკოს დეპარტამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩოკოს დეპარტამენტი
Departamento de Chocó
დროშა
Flag of Chocó.svg
გერბი
Escudo del Chocó.svg
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სტატუსი დეპარტამენტი
მოიცავს 31 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი კიბდო
შექმნის თარიღი 3 ნოემბერი, 1947
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2013)
490 327[1] კაცი (23-ე ადგილი)
სიმჭიდროვე 11 კაცი/კმ²
ფართობი 46 530 კმ² (მე-9 ადგილი)
ჩოკოს დეპარტამენტი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 CO-CHO
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Chocó department

ჩოკო (ესპ. Departamento de Chocó) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ერთადერთი დეპარტამენტია, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც წყნარ, ისე ატლანტის ოკეანეზე. ესაზღვრება პანამას. დედაქალაქია კიბდო. გამოირჩევა საკმაოდ დიდი აფრო-კოლუმბიური მოსახლეობით.

მრავალფერია ჩოკოს გეოგრაფია. გააჩნია უნიკალური ეკოსისტემები და შეუსწავლელი ბუნებრივი რესურსები. ამავე დროს, მისი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ კოლუმბიაში. როგორც 2007 წელს კოლუმბიურმა მედიამ გაახმოვანა, დეპარტამენტში სამი თვის განმავლობაში 50 ბავშვი მოკვდა შიმშილით. საკმაოდ მწვავეა ინფრასტრუქტურული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მსოფლიოში ყველაზე წვიმიანი დაბლობის სტატუსს ატარებს,[2] დედაქალაქ კიბდოში არ არსებობს წყალმომარაგება.[3]

დეპარტამენტი შეიქმნა 1947 წელს. შედგება 31 მუნიციპალიტეტისგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. DANE. წაკითხვის თარიღი: February 13, 2013.
  2. James J. Parsons (November 1978), "Review of Slavery on the Spanish Frontier: The Colombian Chocó, 1680-1810 by William Frederick Sharp", The Hispanic American Historical Review (Duke University Press) 58 (4): 717–718
  3. ¿Se debe acabar Chocó?“, Semana.com, 31 March 2007. წაკითხვის თარიღი: 7 February 2010. (Spanish)