სესარის დეპარტამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სესარის დეპარტამენტი
Departamento del Cesar
დროშა
Flag of Cesar.svg
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სტატუსი დეპარტამენტი
მოიცავს 25 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი ვალიედუპარი
შექმნის თარიღი 21 დეკემბერი, 1967
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2013)
1 004 064[1] კაცი (მე-16 ადგილი)
სიმჭიდროვე 44 კაცი/კმ²
ფართობი 22 905 კმ² (22-ე ადგილი)
სესარის დეპარტამენტი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 CO-CES
[www.gobcesar.gov.co ოფიციალური საიტი]
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Cesar department

სესარი (ესპ. Departamento del Cesar) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის რეგიონში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლა-გუახირის დეპარტამენტი, დასავლეთით — მაგდალენასა და ბოლივარის დეპარტამენტები, სამხრეთით — სანტანდერის, დასავლეთით კი ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტები. აღმოსავლეთით საზღვარი აქვს ვენესუელასთან. დედაქალაქია ვალიედუპარი.

რეგიონი თავდაპირველას მრავალი ადგილობრივი ტომით იყო დასახლებული. პირველი ევროპელი, რომელიც დაზვერვის მიზნით მიადგა მის ნაპირებს ესპანელი კაპიტანი პედრო დე ვადილიო იყო. თუმცა რეგიონი 1532 წელს უმოწყალოდ დაიპყრო გერმანელმა ამბროსიო ალფინგერმა. 1550 წელს დაარსდა პირველი სოფელი ვალიე-დე-უპარი.

სესარის დეპარტამენტი ოფიციალურად 1967 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა.

დეპარტამენტის ეკონომიკა ეფუძნება აგრარულ სექტორს, ასევე მნიშვნელოვანია მომსახურების სფერო, კომერცია და სამთო-მოპოვება.

სესარის დეპარტამენტი 25 მინიციპალიტეტისაგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. DANE. წაკითხვის თარიღი: February 13, 2013.