კაუკის დეპარტამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაუკის დეპარტამენტი
Departamento del Cauca
დროშა
Flag of Cauca.svg
გერბი
Escudo del Cauca.svg
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სტატუსი დეპარტამენტი
მოიცავს 38 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი პოპაიანი
შექმნის თარიღი 15 ივნისი, 1857
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2013)
1 354 744[1] კაცი (მე-11 ადგილი)
სიმჭიდროვე 46 კაცი/კმ²
ფართობი 29 308 კმ² (მე-13 ადგილი)
კაუკის დეპარტამენტი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 CO-CAU
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Cauca department

კაუკა (ესპ. Departamento del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთით — ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ტოლიმის, აღმოსავლეთით — უილის, სამხრეთით — ტოლიმის დეპარტამენტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი პუტუმაიოსა და კაკეტის დეპარტამენტები. ფართობი 29 308 კმ²-ია, რა მხრივაც კოლუმბიის დეპარტამენტებს შორის სიდიდით მე-13 ადგილზეა. დედაქალაქია პოპაიანი. კაუკას ასევე მიაკუთვნება სანაპიროსთან მდებარე კუნძული მალპელო. კაკუკა ამავე დროს მიჩნეულია კოლუმბიის 2011 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრად.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

კაუკის დეპარტამენტი იყოფა 38 მუნიციპალიტეტად, 99 რაიონად და სხვა მრავალ სოფლად.

გეოგრაფია[რედაქტირება]

დეპარტამენტის რელიეფი ანდების სისტემას მიეკუთვნება და გამოიყოფა შვიდი განსხვავებული მორფოლოგიური ერთეული. სამდინარო სისტემა შედგება ხუთი ძირითადი მდინარის აუზისგან.

ეკონომიკა[რედაქტირება]

კაუკის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის აგრარულ სექტორს, მეცხოველეობას, მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვაჭრობას. წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში მოიპოვება ოქრო, ვერცხლი და პლატინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. DANE. წაკითხვის თარიღი: February 13, 2013.